24.06.2015

კომიკური ქვითარი

ფოტოზე ხედავთ თანამედროვე ხელოვნების ავსტრიელი წარმომადგენელის ერვინ ვურმის ირონიულ ინსტალაციას,რომელზეც თავს იწონებს "მერსედეს–ბენცის" სატვირთო ავტომობილი. ინსტალაცია გერმანიის ქალაქ კარლსრუეშია განთავსებული,ის მალევე გახდა საზოგადოების ყურადღების ღირსი,ეს პოპულარობა კი გამოწვეულია არა "მანაქანის" აეული "კუდით",არამედ კარლსრუეს საგზაო ინსპექციის თანამშრომლების კომიკური საქციელით. კომიზმი რაშია? იმაში,რომ ერთ დღესაც ინსტალაციის საქარე მინაზე საჯარიმო ქვითარი გაჩნდა,წარწერით "გაჩერების წესების დარღვევა".



თუმცა ჩვენ არც გვირკვირს,რადგან საქართველოში პარკინგის წესების იგნორირება არასდროს ყოფილა უცხო ხილი,მანქანები ველობილიკებზე,ტროტუარებზე,საბურავებით ბორდიურზე "ჩამომჯდარი"... და ეს ყველაფერი რეალურია და არა დროებითი ინსტალაცია.

Комментариев нет:

Отправить комментарий