23.06.2015

ვინსენტ, ეს შენ ხარ?

ფრანგ ფოტოექსპერტ სერჟ პლანტიუროს კოლექციონერმა ქალბატონმა რამდენიმე იშვიათი ფოტო გადასცა ექსპერტიზისათვის. ფოტოგრაფიებზე დაკვირვების შედეგად სერჟმა ერთ–ერთ ჯგუფურ სურათზე მხატვარი პოლ გოგენი (მარჯვნიდან პირველი) ამოიცნო,მას ამაში გოგენის ჩაცმულობის სტილის ცოდნა დაეხმარა,როგორც ცნობილია ფრანგი პოსტიმპრესიონისტი ხშირად იყო გამოწყობილი ბრეტონულ განიერ და ტომარისებრ შარვლებსა და თავსაბურავში. შემდგომი დაკვირვების შედეგად ექსპერტმა ამოიცნო მხატვრები–ემილ ბერნარი და არნოლდ კონინგი,პოლიტიკოსი ფელიქს დიუვალი და მსახიობი ანდრე ანტუანი. ფოტოზე გამოსახული მეექსვსე პიროვნების შესაძლო ვინაობა კი სავარაუდოდ გენიალური ჰოლანდიელი პოსტიმპრესიონისტი ვინსენტ ვან გოგია. სერჟი ამაში დარწუმნებულია,ხოლო ზოგიერთ სპეციალისტი სკეპტიციზმს ავლენს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ფრანგი ექსპერტის აზრი საკმაოდ დამაჯერებელად ჟღერს.
ფოტო ზომით 88/112 მილიმეტრზე,სავარაუდოდ გადაღებულია 1887 წელს პარიზში, ბლანშის ქუჩა 96_ის მიდამოებში,რომლის მახლობლადაც მდებარეობდა თეატრი "ლიბრის" სარეპეტიციო დარბაზი.აღნიშნულ უბანში ვინსენტ ვან გოგმა არაერთი დღე გაატარა,მას სწორედ "ლიბრთან" ახლოს ჰქონდა ბინა ნაქირავები.


აქამდე ვინსენტის ორი ფოტო იყო ცნობილი,რომლებიც მან 13 და 19 წლის ასაკში გადაიღო,ხოლო განხილული ფოტოგრაფიაზე მარცხნიდან მესამე ჩიბუხმომარჯვებული ადამიანის "ვან გოგობა" ჯერ კიდევ ეჭვქვეშაა,იმედია არ ცდება მუსიე სერჟი.

13 წლის ვან გოგი, 1866 წელი

19 წლის ვინსენტი, 1973 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий