24.06.2012

ოჯახი და ალკოჰოლი



1900 წელს საფრანგეთში გამოქვეყნდა ჩანახატთა სერია,სახელწოდებით "ოჯახი და ალკოჰოლი".აღნიშნული სერია ეხება ავადსახსენებელ ალკოჰოლიზმს და მის ზემოქმედებას როგორც დაზარალებულ ინდივიდზე,ასევე მის ოჯახზე,საახლობლო წრეზე.
გადავავლოთ თვალი საინტერესო ჩანახატებს და ვნახოთ როგორ წარმოგვიდგენს ჩანახატთა ავტორ(ებ)ი ლოთთა"დღეებს" საუკუნის წინანადელ წარსულში(თუმცა ლოთი ყველა ეპოქაში ლოთია).

17.06.2012

ხედვის კუთხის საშინელი ცვლილება (16+)


ხელოვნების მოყვარულთა გემოვნების სფეროთა საზღვრები უკიდეგანოა.ზოგს იმპრესიონიზმი იზიდავს,ზოგიერთს კუბიზმი,ზოგი შავ–თეთრ ფოტოგრაფიას ანიჭებს უპირატესობას.აი ამ მცირე კოლექციას,რომელსაც ერთ–ერთი მდიდარი ესპანელი ფლობს არა მგონია ანალოგთა ფართო წრე ჰქონდეს.არ ვიცი როგორ აქვს ამ ადამიანს მოცემულ ფოტოსურათები განლაგებული,იქნებ საშინელებათა ოთახიც კი აქვს თავისი შიშის მომგვრელი შუქ–ჩრდილებით.მოცემულ ფოტოთა თვალიერებისას ხედვის კუთხის ცვლილების ბოლო "აკორდში" ზოგიერთს იქნებ შიშის ნიავმა დაჰკრას ან იქნებ გაეცინოს კიდეც... ბევრ ლაპარაკს ჯობს თქვენ თვითონ იხილოთ "მოძრავი" ფოტოები საშინელებათა სურნელით.