24.06.2012

ოჯახი და ალკოჰოლი



1900 წელს საფრანგეთში გამოქვეყნდა ჩანახატთა სერია,სახელწოდებით "ოჯახი და ალკოჰოლი".აღნიშნული სერია ეხება ავადსახსენებელ ალკოჰოლიზმს და მის ზემოქმედებას როგორც დაზარალებულ ინდივიდზე,ასევე მის ოჯახზე,საახლობლო წრეზე.
გადავავლოთ თვალი საინტერესო ჩანახატებს და ვნახოთ როგორ წარმოგვიდგენს ჩანახატთა ავტორ(ებ)ი ლოთთა"დღეებს" საუკუნის წინანადელ წარსულში(თუმცა ლოთი ყველა ეპოქაში ლოთია).




საწყისი მდგომარეობა–ოჯახური იდილია,ცოლი და სამი შვილი.


სამსახურში მძიმე დღე და განტვირთვის "წამი" ერთ–ერთ ბარში,რომლის კარზეც იკითხება "აბსენტი".ეს სასმელი ცნობილია ალკოჰოლის მაღალი შემცველობით,არაერთ ქვეყანაში აკრძალულია.


წინამდებარე განტვირთვის "წამი" მცირე ხანში ჩვევად იქცა და მალევე "მუსიე" აბსენტის ხშირ მსმელად იქცა.


აქვე ფართოვდება ლოთობის გზაზე მდგომის საახლობლო წრეც,


ბანქოში დამარცხების შემდეგ გამომთვრალი ოჯახის უფროსი ჯავრს ოჯახის წევრებზე იყრის,ასე მთავრდება პირველ სურათში ასახული ჰარმონია.


ლოთი თავის სტიქიაში და


მოახლოებული სიგიჟის ცხადი ნიშნები.


მალევე თავი იჩინა "ბელზებელმა" და "მუსიემ" მძიმე დანაშაული ჩაიდინა.


სასამართლოში,თუმცა ნათელია,რომ მისი ფიქრები აბსენტით სავსე ჭიქას დასტრიალებს.


ამ დროს კი ოჯახი უმძიმეს დღეშია,ყველა გზა მოჭრილია,ყველგან ჩიხია და საბოლოოდ ლოთის ცოლი მათხოვრობას იწყებს.


სასამართლომ ლოთის ქცევებში სიგიჟის ნიშნებიც ნათლად დაინახა.ასე მოხვდა ერთდროს ჰარმონიაში მცხოვრები მოქალაქე ოთხ კედელს შორის.


დასასრული–"თეთრი ცხელება"...

Комментариев нет:

Отправить комментарий