29.03.2016

ბრინჯაო ყალიბში

ანტიკური ხანის ბრინჯაოს ქანდაკებების ნახვა და ესთეტიკური სიამოვნების მიღება სინონიმებია.შემდეგ კი გონება იძლევა კითხვას: "როგორ მზადდება ეს საოცრებები?" კითხვაზე პასუხის გასაგებად არაერთი შესაძლო ვარიანტი განიხილება და შემდეგ ალბათ დაიბადება კიდეც ჭეშმარიტი აზრი,აზრი,რომ განსჯის ნაყოფია. თუმცა ამ შემთხვევაში დიდი სჯა-ბაასი არ გახდება საჭირო,თქვენ მხოლოდ ქვემდებარე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ჩართვა გევალებათ,სადაც ყველაფერი ცხადზე უცხადესადაა ასახული.

25.03.2016

მინის "მომთვინიერებლები"



ფილტვებიდან წამოსული ჰაერი გაივლის მილაკს და მინის მასას ეამბორება,ამ ვნებიანი შეხების შედეგად არაერთი თვალსაჩინო საგანი იბადება,რომელთა მიღმაც ხელოვნების შედევრებიც მრავლადაა. სწორედ ეს პროცესია ასახული მომაჯადოებელ დოკუმენტურ ფილმში "მინა",რომელიც 1958 წელს შეიქმნა ბერტ ჰაანსტრას მიერ და ნიდერლანდებში მდებარე ლეერდამის მინის სამეფო ფაბრიკის შიდა სამზარეულოს გვაჩვენებს. ფაბრიკაში გვერდიგვერდ მსახურობენ მინის მომთვინიერებელი ადამიანები და ინდუსტრიის მექანუკური "შვილები". ფილმის ატმოსფეროს ჯაზის მოტივი სდევს თან და იქმნება შთაბეჭდილება,რომ ლოღებდაბერილი მამაკაცები ჯაზკომპოზიციებს უკრავენ.გარდა ამისა ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ღიმილის მომგვრელი სცენაც შეგხვდებათ. მაშ ასე უყურეთ ამ შესანიშნავ ფილმს და მოჯადოებულნი დარჩებით. ბოლოს კი იმას დავამატებდი,რომ აღნიშნული დოკუმენტური ფილმი, ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარით დააჯილდოვა.როცა 1959 წლის ცერემონილაზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისათვის მიკუთვნებული კონვერტი გაიხსნა,"მინის" ელვარება აშკარა გახდა.

22.03.2016

იშვიათი "ლურჯი მთვარე"


არსებობს ინგლისური ფრაზა "Once In A Blue Moon"("ერთხელ ლურჯმთვარეობისას"),რომელიც იშვიათ მოვლენას აღნიშნავს.ფრაზაში გადამწყვეტია ორი სიტყვა "Blue Moon"(ლურჯი მთვარე),რომელიც განმარტავს თუ რატომ იმალება ფრაზის მიღმა იშვიათი რამ. საქმე იმაშია,რომ "ლურჯი მთვარე" ეწოდება ასტრონომიულ მოვლენას,როცა კალენდარული თვის განმავლობაში ორჯერ ხდება სავსემთვარეობა.ეს მოვლენა კი საშუალოდ ყოველ 2,7154 წელიწადში ერთხელ ხდება.ამ დროს მთვარეს ჩვეულებრივ ფერფლისფერ-რუხი ელფერი დაჰკრავს,ლურჯი ელფერი კი ოპტიკური ეფექტია.მოცემული შესავალი გვჭირდება ძალიან სასიამოვნო მუსიკალური კომპოზიციის "ლურჯი მთვარის" მიმოხილვისათვის.სწორედ მასზე იქნება საუბარი და სიმღერის არაერთ ვერსიასაც მოისმენთ

12.03.2016

ჟანრობრივი გარდაქმნა


თანამედროვე ხელოვნება ერთი შეხედვით ძალიან გამარტივებულია და არაერთ პრიმიტიულ "მონახაზ-მონაჩმახს" სააუქციონო უკუთვლა და ჩაქუჩის ხმა,მრავალმინიონიან ნომინალურ/საბაზრო ღირებულებას აწებებს იარლიყად. თუმცა თანამედროვე ხელოვნების "ნიაღვარს" ზოგჯერ ესთეტიკური სიამოვნების მომნიჭებელი და სრულქმნილი შედევრებიც მოაქვს.
მოცემული ვიდეორგოლი სრულქმნილს ვერაფერს შემოგთავაზებთ,მაგრამ საინტერესო ინფორმაციას ნამდვილად მოგაწვდით,როცა თვალსაჩინოდ გაჩვენებთ,სახვითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებათა განსხვავებულ სახეებს.

10.03.2016

დედამიწის ფილტვები

დედამიწის მწვანე საფარი,რომ ფილტვების ფუნქციას ასრუალებს ეს თემა არაერთგზის განხილულა უმაღლესი დონის სამიტებსა თუ კონფერენციებზე,მაგრამ როცა საქმე ცვლილებებს შეეხება,ყველა ცდილობს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი სხვას გადააბაროს,საბოლოოდ კი არაფერი იცვლება და მწავე პლანეტა მომწამლველი აირების "სათარეშო" ადგილად რჩება,რომლის მთავარი შემოქმედიც ადამიანია,სამრეწველო პროგრესმა და ტექნოლოგიურმა წინსვლამ ცხოვრება გააიოლა,თუმცა ჩვენი სამყაროს ფილტვები უმძიმესი სენით დააინფიცირა,სენით,რომელიც ადამიანთა "სირაქლემის პოზის" გამო სასათბურე პირობებშია.

05.03.2016

"მზიანი მარგალიტი"


ჯენის ჯოპლინი დაიბადა გარემოში(პორტ-არტური ტეხ(ქს)ასი),სადაც ყოველგვარ სიახლეს ამრეზით და ეჭვის თვალით შესცქეროდნენ,სადაც ძვალსა და რბილში იყო გამჯდარი რასიზმი. მომავალი მუსიკოსი კი თამაშგარეში აღმოჩნდა,მისი ფილოსოფია სულ სხვა სიმაღლეზე იყო და მალევე უნდა გაჰქცეოდა ამ მომაკვდინებელ გარშემოწერილობას.