05.03.2016

"მზიანი მარგალიტი"


ჯენის ჯოპლინი დაიბადა გარემოში(პორტ-არტური ტეხ(ქს)ასი),სადაც ყოველგვარ სიახლეს ამრეზით და ეჭვის თვალით შესცქეროდნენ,სადაც ძვალსა და რბილში იყო გამჯდარი რასიზმი. მომავალი მუსიკოსი კი თამაშგარეში აღმოჩნდა,მისი ფილოსოფია სულ სხვა სიმაღლეზე იყო და მალევე უნდა გაჰქცეოდა ამ მომაკვდინებელ გარშემოწერილობას.

სკოლაშიც დასნებოვნებულ აზროვნებას გადააწყდა.ჯენისის მამა იხსენებს:
"ის უმეტესად საკუთარ თავთან იყო.სკოლაში სირთულეებს აწყდებოდა. ის ჯიუტად ცდილობდა ყოფილიყო გამორჩეული ჩაცმის სტილითა და ჩვევებით,რის გამოც გზად მუდამ სიძულვილი ხვდებოდა. არ ჩანდა ერთი ადამიანიც კი,რომელიც მას გაუგებდა,დაელაპარაკებოდა.ის პირველთაგანი იყო რევოლუციურად განწყობილი პორტ-არტურელი ახალგაზრდობისა,რომლებიც დღეს მრავლდაა."
ჯენისი გარიყული აღმოჩნდა,თუმცა სიტუაცია ნელ-ნელა ლაგდებოდა,მის ცხოვრებაში მალე გამოჩნდა ადგილობრივი ახალგაზრდობის მცირე ჯგუფი,რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ბიტ-თაობის ლიტერატურით,ფოლკ და ბლუზ მუსიკით,ხელოვნების რადიკალური მიმართულებებით. აქცენტი აუცილებლად მუსიკაზე უნდა გადავიტანოთ და ვახსენოთ ბლუზის(რომელიც შავკანიანთა მუსიკაა,მისისიპის დელტის მონების ყოევლდღიური ჯაჭვთა შემბოჭავი ხმებისგან განთავისუფლება და ემოციათა ამოხეთქვის გზა) შემსრულებლები-ლედბელი,ბიგ მამა თორნთონი,ბესი სმითი,ოდეტა,სწორედ მათი გავლენით იხვეწებოდა ჯენისის გემოვნება და საბოლოოდ მივიღეთ ის ჯოპლინი,რომელსაც ასე ვაფასებთ.









ახლა ცოტა წინ გავიჭრათ და ჯენისი დას მოვუსმინოთ: "ის იყო ინტელიგენტი,მორცხვი და მგრძნობიარე ქალი". "მიუღებელია ჯენისის ტრაგიკულ ფიგურად წარმოჩენა,რადგან ის ნარკოტიკებმა იმსხვერპლა,თუმცა ყველას ავიწყდება რა ბედნიერება იყო მის გვერდით ყოფნა,ის იყო ცხოვრებისმოყვარე და ძალიან ცოცხალი ადამიანი".

Big Brother & The Holding Company

რამდენად ფერადი(როგორც მისი ტანისამოსი და კალეიდოსკოპური ავტომობილი) იყო ჯენისი,ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს,რომ ერთ-ერთი გასტროლისას Big Brother & The Holding Company_ს წევრებს სთხოვა,რათა მოტელში მისთვის ყველაზე მზიანი ოთახი დაეთმოთ,რომელიც მალევე აავსო სხვადასხვა მცენარით-"ის ამით მშვიდდებოდა და ლამაზდებოდა".



"წარმატება ვერ მაიძულებს პრინციპების ღალატს,-იყო მართალი საკუთარ თავთან,იყო ის ვინც ხარ სინამდვილეში.და მეც ვცდილობ არ მოვიტყუო თავი და არც სხვა მოვატყუო. იყო ნამდვილი,გესმით? - შესაძლოა მე ვერ "მოვიხარშე" შოუ-ბიზნესში,რომ ვინერვიულო მოსარგებ ნიღაბზე და ამიტომ ვამბობ იმას,რასაც ვფიქრობ."




ის აქცენტს გრძნობებზე აკეთებდა, - "ინტელექტუალური მიდგომა აჩენს კითხვებს და არ იძლევა პასუხებს. შეიძლება საკუთარი ცხოვრების იდეებით შევსება, მაგრამ სახლში მაინც მარტოსული ბრუნდები. ერთადერთი რასაც მნიშვნელობა აქვს-გრძნობაა".




სამწუხაროდ ჯენისის სიცოცხლე მალევე დასრულდა,27 წელი მისთვის,როგორც ჯიმ მორისონისა და ჯიმი ჰენდრიქსისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა. 1970 წლის 18 სექტემბერს ჯიმი ჰენდრიქსი დაიღუპა,გულდაწყევტილმა ჯენისმა გაიფიქრა"ღმერთო არ ვიყო შემდეგი... სამწუხაროდ იმავე წლის 4 ოქტომბერს ფერადი და მზიანი მარგალიტი(ასე ეძახდნენ მას ახლო მეგობრები) გარდაიცვალა.



"სცენაზე, კონცერტისას 25 ათასიან აუდიტორიასთან ვსიყვარულობ და სახლში მარტო ვბრუნდები."


Комментариев нет:

Отправить комментарий