28.12.2016

მარად ახალგაზრდა ედი კოკრანი


გასული საუკუნის 50იანი წლები მუსიკალური თვალსაზრისით გამორჩეულია. სწორედ ამ პერიოდში ოკეანსგაღმა გამოანათა როკ'ნ'როლისა და დუ-ვოპის(ჟანრი მუსიკასა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ვოკალური ჰარმონიულობა მინიმალური ინსტრუმენტული აკომპანიმენტის ფონზე,მაგალითისათვის ესტუმრეთ ამ ბმულს და მოუსმინეთ), ტალღამ, რომელმაც დიდი კვალი დაამჩნია შემდგომი პერიოდის მუსიკას. სწორედ მაშინ გამოანათა არაერთმა დამუშავებულმა თუ დაუმუშავებელმა ძვირფასმა ქვამ,ზოგიერთის ბრწყინვალება თვალისმომჭრელი იყო,ხოლო ზოგს განგებამ დაუფასებლობა არგუნა წილად, თუმცა ეს იმ მუსიკალურ კრიტიკოსთა, ხმისჩამწერ სტუდიათა თუ ჯიბისგასქელების მსურველ პროდიუსერთა დამსახურებაა, რომლებიც შემსრულებელთა ნიჭის გარდა ბევრ თანმდევ პროცესსაც იღებდნენ მხედველობაში. სწორედ ამიტომაც ზოგიერთი "როკ'ნ'როლის მეფობის" წილხვედრი აღმოჩნდა ,ხოლო ზოგს კი მცირე ყურადღება "დაებედა". ელვისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ დღეს ვისზეც მექნება საუბარი, ის სულ სხვა სიმაღლეა ვიდრე გაპიარებული "მეფე". მაშ ასე, ჩვენი სტუმარია ედი კოკრანი.