21.04.2015

"პრიმიტიული" გარდაქმნა


თანამედროვე ეპოქამ საკუთარი გარეგნობის გრაფიკული ცვლილების არაერთი "ფოტოშოპური სულისკვეთების" პროგრამული უზრუნველყოფა შემოგვთავაზა,თაგუნას ისრის მარტივი მოძრაობა და ვირგებთ ათასგვარ როლს,ვიცვლით სახის ნაკვთებსა თუ ვარცხნილობას,მონიტორებზე ვკარგავთ და ვიბრუნებთ საკუთარ "მე"_ს და ასე დაუსრულებლად,სანამ იდეალურ ვარიანტს არ შევავლებთ თვალს.
ახლა კი მეჩვიდმეტე საუკუნის ჰოლანდიაში "გადავხტეთ" და ვნახოთ ფლანდრიელი გოგონას მინიატურა, ჩარჩოში ჩასმული სურათი,რომელიც პრიმიტიული საკეტითაა აღჭურვილი,ამ მინიატურის მთავარი კოზირი კი არის ვარცხნილობისა და ტანისამოსის ცვლილების შესაძლებლობა,ამისათვის კი სურათის კომპლექტში შედის 16 სლაიდი,რომელიც მინიატურაზე ედება და მშვენიერ შედეგსაც იძლევა.

კოცნის ძალა



კოცნის შემდეგ გულის აჩქარებაზე არაერთს "გამოუცხვია" ცხელ-ცხელი ციტატები,თუმცა სიცრუის დეტექტორზე კოცნის მიერ გამოწვეული ემოციური რეაქციის ძალის გაზომვა ბევრს არ უცდია.
1939 წელს ერთმა წყვილმა გადაწვიტა ეს ამოცანა წარმატებით და მართლაც გვაჩვენა,რომ ბაგეთა შეხება უფრო მაღალი ემოციური ფონის მქონეა(ამ შემთხვევაში სიცრუის დეტექტორის ისარი დანაყოფს სცდება),ვიდრე მეგობრულად შუბლის მიშვერა ტუჩთათვის(ამ შემთხევვაში მაჩვეებელი დაბალია).

13.04.2015

"წვიმის შემდგომ შობილნი"

 არსებობს მოსაზრება,რომ ეს "ქუდიანი" ორგანიზმები გარდამავალი საფეხურია მცენარეულიდან ცხოველურისაკენ.მათ შემსაწავლელ მეციერებას მიკოლოგია ეწოდება,ხოლო სპოროვანთა სახეობათა სია ზოგიერთი მიკოლოგის აზრით მილიონს აღემატება.
წვიმის შემდეგ ტყეში,ხის ძირას არაერთი სოკო ამოიწვერება ხოლმე და "ქოლგით ხელში" მოელის თავის ბედს.

"ფანჯარა ეზოს მხარეს"


ალფრედ ჰიჩკოკის ერთ–ერთი საუჯეთესო ნამუშევარი "ფანჯარა ეზოს მხარეს", 1954 წელს შეიქმნა და ქვეჟანრ სასპენსის თვალსაჩინო მაგალითია.ფილმს საფუძვლად უდევს კორნელ ვულრიჩის ნოველა "ალბათ, ეს იყო მკვლელობა",მთავარ როლებს კი ასრულებენ ჰიჩკოკის რჩეული(ჰიჩის რჩეულთა სია ვრცელია) მსახიობები - ქერა ლამაზმანი და ჰოლივუდის ულამაზესი წარმომადგენელი(რომელიც ცოლად გაჰყვა მონაკოს მეფეს და დედოფლის მანტია მოისხა) გრეის კელი და ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ჯეიმს სტიუარტი,რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და შემდგომ ბრიგადის გენერლის ჩინიც კი მიიღო.

09.04.2015

ბოულინგის ოინბაზი

გთავაზობთ 1948 წელს გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს,სადაც ასახულია ბოულინგის ოინბაზის,ენდი ვარიპაპას არაერთი ჯადოქრული ფანდი,რომელის შესრულებაც მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ.
ენდი ვარიპაპა იტალიაში დაიბადა 1891 წელს,მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად აშშ_ში გადაბარგდა.ენდიმ ბოულინგის "პროფესორობამდე" არაერთ სპორტი დააგემოვნა–კრივი,ბეისბოლი,გოლფი.მეოცე საუკუნის ოციან წლებში მისი სპორტული კარიერა საბოლოოდ ბოულინგს დაუკავშირდა.
ხანგძლივი შრომის შემდეგ ენდი ისე გაიწაფა ბოულინგში,რომ ამ სპორტის ჯადოქრად იქცა და მისი თამაშის ხილვა არაერთსა ანცვიფრებდა და ანიჭებდა სიამოვნებას.

06.04.2015

ემოციური შეხვედრა

მითი,რომელიც ასე გამოითქმის "მეგობრობა მხოლოდ ადამიანებს შევიძლია" ჯერ კიდევ სუნთქავს და არაერთ ადამიანს სჯერა ამ სტერეოტიპის.
თუმცა საზოგადოების გათვიცნობიერებულმა ნაწილმა დიდი ხანია გაიგო,რომ ცხოველები ემოციური მხარით ადამიანებს არ ჩამოუვარდებიან და ზოგ შემთხვევაში მაღალ სიმაღლეზეც დგანან.
სწორედ მსგავსი შემთხვევის მოწმენი გახდნენ სამხრეთ აფრიკაში მდებარე პრიმატთა გადარჩენის საერთაშორისო თავშესაფრის მოხალისეები.

04.04.2015

ილინოისელი "გულივერი"


ბავშვობაში "გულივერის მოგზაურობის" წაკითხვისას ალბათ არაერთს გასჩენია სურვილი ემოგზაურა ამ ჯადოსურ სამყაროში და მოერგო ლილიპუტებთან შემხვდერი ახმახის "მანტია". იმაზე კი არ დავფიქრებულვართ რა რთულია გიგანტთა ყოფა,თუმცა ჩვენ ცა ქუდად გვეხურა,ხოლო დედამიწა ქალამნად "გვეცვა",დავაბიჯებდით "ლილიპუტების" ზღაპრულ ქვეყანაში და პრობლემებს ვერ ვამჩნევდით.
მეოცე საუკუნის 10_იანი წლების მეორე ნახევარში დედამიწას მოევლინა "გულივერი",რომელიც 22 წლის ასაკში 2,72 მეტრის სიმაღლისა იყო.არ გეგონოთ საქმე ისევ ზემოთნახსენებ ბავშვურ ოცნებებს ეხებოდეს.არა,ეს რეალობაა,რეალობა რომელსაც სამწუხაროდ სევდიანი დასარული აქვს.