04.04.2015

ილინოისელი "გულივერი"


ბავშვობაში "გულივერის მოგზაურობის" წაკითხვისას ალბათ არაერთს გასჩენია სურვილი ემოგზაურა ამ ჯადოსურ სამყაროში და მოერგო ლილიპუტებთან შემხვდერი ახმახის "მანტია". იმაზე კი არ დავფიქრებულვართ რა რთულია გიგანტთა ყოფა,თუმცა ჩვენ ცა ქუდად გვეხურა,ხოლო დედამიწა ქალამნად "გვეცვა",დავაბიჯებდით "ლილიპუტების" ზღაპრულ ქვეყანაში და პრობლემებს ვერ ვამჩნევდით.
მეოცე საუკუნის 10_იანი წლების მეორე ნახევარში დედამიწას მოევლინა "გულივერი",რომელიც 22 წლის ასაკში 2,72 მეტრის სიმაღლისა იყო.არ გეგონოთ საქმე ისევ ზემოთნახსენებ ბავშვურ ოცნებებს ეხებოდეს.არა,ეს რეალობაა,რეალობა რომელსაც სამწუხაროდ სევდიანი დასარული აქვს.
1918 წლის 22 თებერვალს ილინოისის შტატის ქალაქ ოლტონში (აშშ) დაიბადა რობერტ პერშინგ უოდლოუ.რობერტი ჩვეულებრივად მოევლინა ქვეყანას და არანაირი ანომალია მშობლებს არ შეუმჩნევიათ,თუმცა მალევე ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა და საშუალო აღნაგობის მშობლების ძის სიმაღლე გეომეტრიული პროგრესიით წავიდა ორ მეტრიანი ნიშნულისაკენ და სამმეტრიან ნიშნულსაც დაუმიზნა. 11 თვის ასაკში მისმა სიმაღლემ 106 სმ შეადგინა.
6 წლის ასაკში რობერტმა მამას გაასწრო სიმაღლეში,რომელიც 180სმ_ს ითვლიდა.


10 წლისას მისმა სიმაღლემ 198 სმ_ს მიაღწია და 100კგ_ს იწონიდა,ის მშობლებს უკვე ზევიდან დაჰყურებდა.


სიმაღლის მატებასთან ერთად საზოგადოების მხრიდან რობერტისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდებოდა. 12 წლის ასაკში,მისმა სიმაღლემ 218სმ_ს მიაღწია.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე პატარა "გულივერი" ცნობილ მოკრივე პრიმო კარნეროისთან ერთდაა.აღსანიშნავია,რომ პრიმოს სიმაღლე 205სმ იყო,თუმცა რობერტთან შედარებით ის "ქონდრისკაცია".

18 წლის ასაკს რობერტი ანომალიური 254 სმ და 177კგ პარამეტრებით შეხვდა.ამავე პერიოდში ფეხსაცმლის მწარმოებელი არაერთი ფირმა გიგანტის პერსონით(უფრო სწორად ტერფებით) დაინტერესდა და პრაქტიკულად სარეკლამო მიზნებისთვის სცადეს მისი გამოყენებდა,ხოლო სანაცვლოდ ამარაგებდნენ ფეხსაცმლით,რომლის ზომა 115 აღწევდა და მისი შოვნა სპეცშეკვეთის(ამ შემთხვევაში ფასი 100 დოლარს შეადგენდა,რომელიც საკმაოდ დიდი თანხა იყო) გარეშე შეუძლებელი იყო.



შედარებისათვის: მარცხნივ 38 ზომა ფეხსაცმელი,მარჯვნივ კი რობერტის ბოტები.


18 წლის "გულივერი" და მისი ოჯახი 

 მშობლებთან ერთად.

რობერტ უოდლოუმ სკოლა 18 წლის ასაკში დაამთავრა და გადაწყვიტა სამართლის შესწავლა.ამავე პერიოდში ის ერთ–ერთ ცირკთან აფორმებს ხელშეკრულებას,იმ პირობით,რომ მისი ნომერი პროგრამის მთავარი წარმოდგენა იქნებოდა და არა მოერეხარისხოვანი ნაწილი.ცირკი ამ პირობაზე მაშინვე დათანხმდა და ასე დაიწყო რობერტის ხანმოკლე საცირკო კარიერა.მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა,მაყურებელი მას "კეთილი ახმახს" უწოდებდა.

 ლაინერზე "დედოფალი მერი",რომლითაც მორიგ საცირკო წარმოდგენაზე მიემგზავრებოდა.


"მუნჯი" ჰოლივუდის ბრწყინვალე წარმომადგენელ მერი პიკფორდთან ერთად.

20 წლის ასაკში უოდლოუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.სიმაღლე და წონა მთავარი დამნაშავენი აღმოჩნდნენ,ქვედა კიდურების მგრძნობელობა თანდათან ეცემოდა და გადასაადგილებლად აუცილებელი გახდა ხელჯოხის გამოყენება.
21 წლისას მისი სიმაღლე 262სმ_ს აღწევდა,წონა 223 კგ,ხოლო ხელის მტევის სიგრძე მაჯიდან  შუა თითის წვერამდე 32,4 სმ.



უმცროს დასთან ერთად.

1940 წლის 4 ივლისს აშშ_ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,მინესოტის შტატის ქალაქ მანისაში რობერტ უოდლოუ საპატიო სტუმრის როლში იყო.სიტყვით გამოსვლისას მან ხელჯოხით ფეხი იღრძო,რომელმაც საბედსიწერო შედეგის მქონე აღმოჩნდა.ჭრილობაში ინფექციის შეჭრამ გამოიწვია სეფსისი.ექიმები მისი გადარჩენისათვის ყველაფერს აკეთებდნენ,ვერც სისხლის გადასხმა და ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო. 1940 წლის 15 ივლისს მსოფლიოში ყველაზე მარალი ადამიანი ძილში გარდაიცვალა.ის მხოლოდ 22 წლის იყო,მისი სიმაღლე კი 272 სმ_ს შეადგენდა.


მის დამკრძალავ პროცესიას  40 ათასი ადამიანი დაესწრო.მშობელთა თხოვნით რობერტ უოდლოუს საფლავი ბეტონის სქელი ფენით დაფარეს,რათა არ მომხდარიყო საფლავის გათხრა და სხეულის ნაწილების დატაცება.მის საფლავზე ეპიტაფიაა–"At Rest".




Комментариев нет:

Отправить комментарий