29.06.2011

The Highwaymen


1985 წელს შეიქმნა სუპერჯგუფი "The Highwaymen",რომლის შემადგენლობაშიც ქანთრი მუსიკის რამდენიმე ლეგენდა შედიოდა,–ჯონი კეში,ვილი ნელსონი,ვეილონ ჯენინგსი.ჯგუფის მეოთხე წევრი იყო ცნობილი მსახიობი და პოეტ–ბარდი(ბარდი–მუსიკალური ნაწარმოებების ავტორ–შემსრულებელი) კრის კრისტოფერსონი.ოთხივე მუსიკოსს შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა და მათი ერთობლივი პროექტი "The Highwaymen" წარამატებისთვის განწირული იყო.სუპერჯგუფმა სულ 10 წელი იარსება და 1995 წელს არსებობა შეწყიტა.მათი სამი ალბომი ქანთრი მუსიკის ისტორიის ნაწილი გახდა და მუსიკის მსმენელებს წლების მანძილზე სიამოვნებას ანიჭებს.

28.06.2011

"731 სისხლიანი საკურა"


იაპონიის მიმართ ჩინეთს,ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს,ყოველივე კი ამომავალი მზის ქვეყანაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამეფებული დაუსჯელობის სინდრომით იყო გამოწვეული.სამხედრო დამნაშავეები დაუსჯელად დაიარებოდნენ იაპონიურ მიწაზე და ზოგიერთ მათგანს საკმაოდ საპატიო თანამდებაც ეკავა.განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა სისასტიკითა და არაჰუმანურობით ცნობილი "731-ე შენაერთის",რომლის წევრებმაც ისეთი დანაშაული ჩაიდინეს,რომლის მცირე ნაწილის შესახებ ცნობებიც კი თმას ყალყზე აყენებს.

25.06.2011

ქაოტური და შინაარსიანი "დრო"



მეთვრამეტე საუკუნე ინგლისში პოლიტიკური კარიკატურების აღმავლობის ხანად უნდა ჩაითვალოს.სწორედ ამ დროს მოღვაწეობდა ცნობილი ინგლისელი ფერმწერი,ილუსტრატორი და გრავიორი უილიამ ჰოგარტი (1697-1764),რომელიც კარიკატურების და სატირების უბადლო შემსრულებლად მიიჩნევა.მისი შემოქმედება იმდენად საინტერესოა,რომ არაერთი თაობის ფერმწერმა განიცადა მისი გავლენა.დღეისათვის თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ჰოგარტის ერთ სატირულ გრავიურაზე "დრო",რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ ქაოტურად გამოიყურება,მაგრამ შინაარსიანია,ეს შინაარსი კი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მიმდინარე შვიდწლიან ომის ინგლისურ პერიპეტიებს წარმოაჩენს.

ცნობილი სახეები "წინასაგისოსო" მდგომარეობაში


გისოსებს მიღმა შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ცნობილი სახეებიც სათანადოდ უნდა დაისაჯონ.
გთავაზობთ რამდენიმე ცნობილ სახეს,დაფიქსირებულს მეტად "წინასასგისოსო" მდგომარეობაში.ასევე საშუალება გეძლევათ დატკბეთ მათი შემოქმედების "მოლეკულური" ნაწილით.

24.06.2011

რონალდო


სრული სახელი: რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა.
დაბადების წელი: 22/09/1976.
დაბადების ადგილი: რიო–დე–ჟანეირო, ბრაზილია.
ამპლუა: თავდამსხმელი.
მეტსახელი: კიჭა, ფენომენი.

20.06.2011

"რანდევუ" კუდიან ვარსკვლავებთან

1873 წლის 10 ივლისს ამერიკული გამოცემა "Decatur Republican" აქვეყნებს პროფესორ პლანტამუს მეტად უცნაურ წინასწარმეტყველებას.ეს პროფესორი მანამდეც იქცევდა ყურადღებას,როცა კომეტებზე დაკვირვებით თავის აზრებს აფიქსირებდა.1872 წელს კომეთებთან მორიგი "გასაუბრების" შემდეგ ბატონმა პროფესორმა დედამიწას წირვა გამოუყვანა და ივარაუდა კომეტის ჩვენს მშობლიურ პლანეტასთან შეჯახება.
მიილია 1872 წელი,მაგრამ არსად ჩანდა კომეტა.წარუმატებლობამ არ დააბნია პროფესორი და კომეტებთან მორიგი "რანდევუ" გამართა."შეხვედრა" მალე დამთავრდა და მორიგი წინასწარმეტყველებაც გამოჩნდა.პროფესორი უკვე გასცდა აწმყოს და შორეულ მომავალში დაიწყო ხელების ფათური,მისი წინასწარმეტყველება 2011 წელს მსოფლიო მასშტაბის გამყინვარებას ვარაუდობდა.

"უცნობი ბავშვის საქმე"


ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გაუხსნელი საქმის შემდეგ,მორიგ საქმეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.სიტუაცია ისევ აშშ_ში ვითარდება,საქმე ისევ ბავშვის(რომლის ვინაობა დღემდე უცნობია) წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ეხება."ლინდბერგის საქმისგან" განსხვავებით აქ არ იკითხება სამართალდამცველთა აფსურდული ქმედებები და არც უდანაშაულო ადამიანის დასჯამდე მივდივართ.თავისი პერიპეტიებით "უცნობი ბავშვის საქმე" საკმაოდ საინტერესოა.

19.06.2011

"ხიდომანია"



"ხიდომანია"–ახალაშენებული ხიდების რაოდენობა რაც უფრო მეტია,სახელმწიფოს ეკონომიკური პროგრესის ხარისხიც და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც უფრო მაღალია... ამ "კონცეფციას" არაერთ ქვეყანაში არაერთი გამხმოვანებელი ჰყავს.გამხმოვანებლები იმას არ ფიქრობენ,რომ ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საზომი ხიდების რაოდენობა არც ყოფილა,არც არის და არც არასდროს იქნება...
მცირედი შესავლის შემდეგ გადავალ მთავარზე და გეტყვით,რომ ეს მცირე სტატია ინფორმაციული ხასიათისაა და მსოფლიოს მასშტაბით 5 ცნობილ ხიდს ეხება(შესაძლოა ზოგიერთს სხვა ხუთეული დაესახელებინა).

17.06.2011

"ეგზოტიკური ცუნამი"


1764 წელს ჰენრი მომ ლონდონში დაარსა ლუდსახარში "მო და კომპანია".ლუდსახარში იმით იყო ცნობილი,რომ დამზადებულ ლუდს დიდი ზომის მეტალის როფებში ინახავდნენ.ყველაზე დიდი ზომის როფის სიმაღლე 6,7 მეტრს შეადგენდა და იტევდა დაახლოებით 512 ლიტრ ლუდს.ლუდსახარშის ფინანსური მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა,მაგრამ "სატანას არ ეძინა" და ეშმაკის პირველივე "დამთქნარება" კომპანიისათვის გაკოტრების ტოლფასი აღმოჩნდა,ხოლო რამდენიმე ადამიანისათვის ტრაგიკული.

16.06.2011

"გიგანტური მწერები"


1910 წელს ბრიტანულ ჟურნალში "The Strang Magazine" მკითხველმა თვალი შეავლო სათაურს "მწერები,რომ დიდი ზომის იყვნენ".სათაურით დაინტრიგებულმა საზოგადოებამ სტატიის კითხვა გააგრძელა და არაერთი ადამიანი შიშის მორევმა ჩაითრია.სტატიაში ტექსტზე დიდი ადგილი ჩანახატებს ეკავა,რომელიც შიშსა და ირონიას თესავდა.
დროა ჩვენც გადავინაცვლოთ საუკუნისწინა წარსულში და გადავხედოთ აღნიშნულ ჟურნალში გამოქვეყნებულ ფოტოებს.

კამუფლაჟი ამერიკულად


1940 წელს მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ იყო გადამწყვეტ ფაზაში,თუმცა მხარეები სახავდნენ გზებს შემდგომი მოქმედებებისათვის.მიზანდასახვას თან ახლდა მოსამზადებელი სამუშაოები და მრავალი იდეა.იდეების გენერირებისას აშშ_ში თავდაცვის საკმაოდ პრიმიტიული(დღევანდელი გადმოსახედიდან) ხერხი შეიმუშავეს.სწორედ ამ ხერხით იგეგმებოდა ბერბანკში(კალიფორნია) მდებარე Lockheed_ის ავიაქარხნის გადარჩენა იაპონელთა თავდასხმისაგან(ბერბანკი წყნარი ოკეანის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობდა და მიაჩნდათ,რომ იაპონური საჰაერო ძალები ასეთ მისიას შეასრულებდნენ).

10.06.2011

ლინდბერგის საქმე 3


I ნაწილი – შემთხვევა ჰოუპველში და 20 თვის ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გაუჩინარება,სამართალდამცველთა გულგრილობა და ნაპოვნი კონვერტი ბავშვის ოთახში,შუამავლის გამოჩენა და კავშირი "ჯონისთან",ორი შეხვედრა სასაფლაოზე და კონვერტების გაცვლა,სიცრუე,უიმედობა და გზის პირას აღმოჩენილი გვამი.
II ნაწილი – გვამის ამოცნობა და გაკვეთა,საეჭვო დასკვნა და ოპერატიული კრემაცია,შემთხვევა ბენზინგასამართ სადგურზე,ოქროს სერთიფიკატები და კვალზე გასული პოლიცია,დაკავებული ეჭვმიტანილი და გაყალბებული რეალობა,"შერლოკ ჰოლმსი" და სამი ადვოკატი,სასამართლოს "სტარტი" და გაკვირვებული სახეები...

07.06.2011

ლინდბერგის საქმე 2


"ლინდბერგის საქმის" პირველ ნაწილში განვიხილე მოვლენები 1932 წლის 1 მარტიდან(ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გატაცების თარიღი) 12 მაისამდე(როცა სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა უილიამ ალენმა ტყის სიახლოვეს გამავალ გზაზე,სატელეფონო ბოძთან აღმოაჩინა ბავშვის გვამი).ამ მცირე პერიოდში ლინდბერგების ოჯახმა მრავალი ღამე თეთრად გაათენა,იყო იმედები და იმედგაცრუებები,ხანმოკლე სიხარული და ისევ იმედგაცრუება.12 მაისის მოვლენებმა კი საბოლოოდ ბოლო იმედის ნაპერწკალიც ჩააქრო და წყვდიადმა დაისადგურა.ვნახოთ თუ როგორ ვითარდება მოვლენები ბავშვის(ჯერ კიდევ დასადგენია ეკუთვნოდა, თუ არა გვამი პატარა ჩარლზს) გვამის აღმოჩენის შემდეგ.

05.06.2011

ლინდბერგის საქმე


1927 წლის 20 მაისს 7:52 წუთზე ამერიკელი პილოტის ჩარლ ლინდბერგის ერთძრავიანმა მონოპლანმა,სახელად "სენტ ლუისის სული" სტარტი აიღო და შეასრულა პირველი ტრანსატლანტიკური რეისი ნიუ იორკი–პარიზი.ეს იყო სრულიად ახალი სიტყვა ავიაციაში და ისეთივე გამოხმაურება მოჰყვა,როგორც შემდგომ პერიოდში გაგარინის კოსმოსში გაფრენასა და "აპოლონ 11"_ის მთვარეზე ვოიაჟს.
ამის შემდეგ იყო ჩარლზის აღიარება "ამერიკის სიამაყედ" და 50მდე სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოს მიღება,საყოველთაო აღიარება და სიყვარული.გავა მცირე ხანი ჩარლზი მიიღებს აშშ_ს არმიის პოლკოვნიკის წოდებას,გახდება აშშ_ს თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი ავიატექნიკის დარგში,იკავებს საკმაოდ საპატიო და შემოსავლიან ვიცე–პრეზიდენტის პოსტს ავიაკომპანია "პან ამერიკან"_ში.მისი ცხოვრება ბედნიერების "კალაპოტში მიედინებოდა"... მაგრამ ამ დროს "არ ეძინა სატანას" და დიდი ტრაგედიას უმზადებდა საგმირო საქმეების ავტორ პილოტს.