17.06.2011

"ეგზოტიკური ცუნამი"


1764 წელს ჰენრი მომ ლონდონში დაარსა ლუდსახარში "მო და კომპანია".ლუდსახარში იმით იყო ცნობილი,რომ დამზადებულ ლუდს დიდი ზომის მეტალის როფებში ინახავდნენ.ყველაზე დიდი ზომის როფის სიმაღლე 6,7 მეტრს შეადგენდა და იტევდა დაახლოებით 512 ლიტრ ლუდს.ლუდსახარშის ფინანსური მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა,მაგრამ "სატანას არ ეძინა" და ეშმაკის პირველივე "დამთქნარება" კომპანიისათვის გაკოტრების ტოლფასი აღმოჩნდა,ხოლო რამდენიმე ადამიანისათვის ტრაგიკული.


1814 წლის 17 ოქტომბერს დილით ტევადი რეზურუარი დაზიანდა,მოხდა აფეთქება და რამდენიმე წამში გვერდი–გვერდ მდგარი როფებიც გასკდა,ლუდის ოდენობამ 1.2 მილიონი ლიტრი შეადგინა.ლუდის მდინარემ მალევე გაარღვია ლუდსახარშის ღობე და ქალაქის ქუჩებში ლუდის გიგანტური ტალღები გამოჩნდა.სამწუხაროდ ამ შემთხვევას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა(8 უშუალოდ ლუდის ტალღამ იმსხვერპლა,ხოლო ერთი ალკოჰოლის გადამეტებულმა დოზამ).

ტრაგედიის მიუხედავად ლუდის მდინარეების გამოჩენამ მრავალი ადამიანი გაახარა და ქუჩაში სხვადასხვა ჭურჭლით შეიარაღებული მასა გამოჩნდა.ბევრმა გაახარა უფასო ლუდი,თუმცა ალბათ ვერავის წამოედგინა,რომ ოდესმე ლუდის მდინარეში "იბანავებდნენ"...
ადგილი ჰქონდა ასეთ შემთხვევასაც–ერთ–ერთი დაღუპულის ოჯახს მრავალი ადამიანი უსამძიმრებდა,ადამიანთა წონას ვერ გაუძლო იატაკმა,ჩაინგრა და ლუდით დატბორილ სარდაფი მასობრივი "ბანაობა" გაიმართა.

ამ ტრაგედიის შემდეგ ჩატარდა გამოძიება,თუმცა "მო და კომპანია" გაამართლეს და ეს შემთხვევა დაუძლეველი ძალის("ფორს–მაჟორი") ზემოქმედებით აიხსნა.ლუდსახარშს ყველა ვალდებულება მოეხსნა,მაგრამ კომპანია მაინც გაკოტრების წინაშე აღმოჩნდა.რამდენიმე წლიანი ცდის შემდეგ ლუდსახარში ისევ რენტაბელური გახდა და 1922 წლამდე იარსება.

ისტორიის მანძილზე ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა.1919 წელს ბოსტონშიც მოხდა მსგავსი ფაქტი,თუმცა "მთავარ როლში" გვევლინება არა ლუდი,არამამედ მელასა(შაქრის წარმოების ნარჩენი - სქელი შავი სითხე,სხვა ნივთიერებებთან შერეულს იყენებენ საქონლის საკვებად).




1919 წლის 15 იანვარს კომპანია "პიურიტი დისტილინგ კომპანის" ქარხანაში გასკდა უზარმაზარი რეზერუარი,რომელშიც ინახებოდა მელასა.სითხე ქალაქის ქუჩებში 60 კმ/სთ_ით მოძრაობდა,გზად არაერთი შენობა ნამსხვრევებად აქცია და იმსხვერპლა 21 ადამიანი,150 კი დაზარალდა.


ასე,რომ ცოტა ფრთხილად,რადგან ყველაფერია მოსალოდნელი... იქნებ არსებობს აპოკალიფსის თეორიები,რომლის მიხედვით "გამანადგურებლის მანტია" ლუდს ან სხვა ალკოჰოლიან თუ უალკოჰოლო სითხეს აქვს მორგებული და განადგურებით გვემუქრება...


Комментариев нет:

Отправить комментарий