31.12.2012

ილუსტრირებული ევოლუცია



მოკლედ რომ ვთქვათ,ევოლუცია მრავალსაფეხუროვანი ბუნებრივი პროცესია,რომლის დროსაც ხდება სახეობის(მოვლენის) თანმიმდევრული ცვლილება(შინაგანი ან/და გარეგანი) და საბოლოოდ ვიღებთ ახალ სახეობას(მოვლენას).მიუხედავად იმისა,რომ ამ პროცესისას რაღაც "ახალი" მივიღეთ,ის მაინც უწყვეტია და ისევ მიილტვის პროგრესისკენ(თუმცა პროგრესის მიღმა ზოგჯერ შესაძლოა რეგრესი აღმოჩნდეს).

20.10.2012

ფოტომონტაჟის წარსული (ნაწილი I)



ფოტომონტაჟის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და მცდარია წარმოდგენა,თითქოს ყველაფრის დასაწყისი ფოტოშოპია(რომელიც 1987 წლიდან იწყებს "სუნთქვას").საწყის ეტაპზე ფოტოებისათვის სასურველი სახის მიცემა ხდებოდა მელნის,სხადასხვა ფერის საღებავების,ფოტოსურათების დაჭრა–დაწებების საშუალებით.ფოტოგრაფიის განვითარების შედეგად საქმეში ჩაერთო აეროგრაფი,რეტუში,ნეგატივები,ბნელი ოთახები და ა.შ.

02.09.2012

რეტრო ფოტოები სახალისო ელფერით



თქვენს წინაშეა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები სახალისო,უცნაურ და არაორდინალურ მდგომარეობაში.აქ შეხვდებით ადამიანის ოთხფეხა მეგობრებს,გრძელნისკარტა ფრთოსნებს,ავდსახსენებელ უხსენებელსა თუ "ფრენაზე მეოცნებე" ფრინველებს.სია გრძელია.თქვენ კი რა დაგრჩენიათ–გადახედეთ რეტრო ფოტოებს და იქნებ მცირე ხნით მაინც გახალისდეთ.თუ გახალისდით,შეგიძლიათ უბრალო "სმაილით" მაუწყოთ ამის შესახებ:)

24.06.2012

ოჯახი და ალკოჰოლი



1900 წელს საფრანგეთში გამოქვეყნდა ჩანახატთა სერია,სახელწოდებით "ოჯახი და ალკოჰოლი".აღნიშნული სერია ეხება ავადსახსენებელ ალკოჰოლიზმს და მის ზემოქმედებას როგორც დაზარალებულ ინდივიდზე,ასევე მის ოჯახზე,საახლობლო წრეზე.
გადავავლოთ თვალი საინტერესო ჩანახატებს და ვნახოთ როგორ წარმოგვიდგენს ჩანახატთა ავტორ(ებ)ი ლოთთა"დღეებს" საუკუნის წინანადელ წარსულში(თუმცა ლოთი ყველა ეპოქაში ლოთია).

17.06.2012

ხედვის კუთხის საშინელი ცვლილება (16+)


ხელოვნების მოყვარულთა გემოვნების სფეროთა საზღვრები უკიდეგანოა.ზოგს იმპრესიონიზმი იზიდავს,ზოგიერთს კუბიზმი,ზოგი შავ–თეთრ ფოტოგრაფიას ანიჭებს უპირატესობას.აი ამ მცირე კოლექციას,რომელსაც ერთ–ერთი მდიდარი ესპანელი ფლობს არა მგონია ანალოგთა ფართო წრე ჰქონდეს.არ ვიცი როგორ აქვს ამ ადამიანს მოცემულ ფოტოსურათები განლაგებული,იქნებ საშინელებათა ოთახიც კი აქვს თავისი შიშის მომგვრელი შუქ–ჩრდილებით.მოცემულ ფოტოთა თვალიერებისას ხედვის კუთხის ცვლილების ბოლო "აკორდში" ზოგიერთს იქნებ შიშის ნიავმა დაჰკრას ან იქნებ გაეცინოს კიდეც... ბევრ ლაპარაკს ჯობს თქვენ თვითონ იხილოთ "მოძრავი" ფოტოები საშინელებათა სურნელით.

30.04.2012

აუხდენელი წინასწარმეტყველება

1925 წელს პოპულარ ამერიკულ ჟურნალში "Popular Science" გამოქვეყნდა სტატია,რომელსაც დღეისათვის ფართოდ გავრცელებული ინფოგრაფიკის სახე აქვს.

24.04.2012

ანიმაციები რეტროს "სურნელით"


დიდი ხნის შესვენების შემდეგ წარმოგიდგენთ ერთ საკმაოდ უცნაურ პოსტს,რომელსაც ანიმაციების სახე ექნება.ამ ანიმაციათა ავტორია კევინ ვირი.ნამუშევართა უკან რეტრო ფოტოები იმალება,მათზე დაკვირვების წამიერი ჟამთასვლის შემდეგ საკმაოდ ორიგინალურ და უცნაურ სახეცვლილებას ვიღებთ.