09.05.2011

WWII_ის უცნაური ფაქტები (1)


მეორე მსოფლიო ომმა მსოფლიო ისტორიაში წარუშლელი სისხლიანი კვალი დატოვა.ომი დაიწყო 1939 წლის 23 მაისს ნაცისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმით და დასრულდა 1945 წლის 2 სექტემბერს ამერიკული სამხედრო–საზღვაო ძალების ლინკორზე "მისური",სადაც იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ მამორუ სიგემიცუს მიერ ხელმოწერილ იქნა იაპონიის კაპიტულაციის აქტი.
ამ ომში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 62 ქვეყანა(იმ დოისათვის არსებობდა 72 სახელმწიფო),ბრძოლა მიმდინარეობდა 40 ქვეყნის ტერიტორიაზე,ბრძოლას ემსხვერპლა 55 მილიონამდე ადამიანი,მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 4 ტრილიონი აშშ დოლარი,განადგურდა 1000 ქალაქზე მეტი... ეს ის ტრაგედიაა,რომელსაც  ციფრთა და სიტყვათა ვერანაირი წყობა ვერ დაიტევს...

სტატიათა ციკლ–"WWII_ის უცნაური ფაქტები"_ს საშუალებით შემოგთავაზებთ მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარ საინტერესო და უცნაურ ფაქტებს.


"ხორცის ფარში" ანუ "ადამიანი,რომელიც არ არსებულა"


1943 წლის 30 აპრილს ესპანეთში, ქალაქ პუნტა–უმბრიას სანაპიროზე აღმოჩენილ იქნა გვამი,რომელსაც ტანთ ემოსა ბრიტანეთის სამხედრო–საზღვაო ძალების მაიორის მუნდირი.გვამის დათვალიერებისას იპოვეს ჩემოდანი საიდუმლო მასალებით.დოკუმენტებში იყო დეტალური ინფორმაცია მოკავშირეთა სადესანტო ოპერაციის შესახებ,რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდებოდა საბერძნეთის ტერიტორიაზე.ამ დროისათვის ესპანეთს მართავდა დიქტატორი ფრანკო,რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა ადოლფ ჰიტლერთან და არც იყო გასაკვირი ის ფაქტი,რომ ზემოთნახსენები საიდუმლო მასალები მალევე ჰიტლერის მაგიდაზე აღმოჩნდა.მცირე ხანში ჰიტლერმა გასცა ბრძანება საჯარისო შენაერთების საბერძნეთის ტერიტორიაზე მობილიზაციის შესახებ,ამის წინააღმდეგი იყო მუსოლინი,რომელიც ამტკიცებდა,რომ დესანტირება მოხდებოდა კუნძულ სიცილიის ტერიტორიაზე.საბოლოოდ ჰიტლერმა თავისი გაიტანა და მრავალათასიანი შენაერთი საბერძნეთში გამოჩნდა.
1943 წლის 9 ივნისს მოკავშირეებმა(აშშ,კანადა,დიდი ბრიტანეთი,საფრანგეთი,ავსტრალია) დაიწყეს ფართომასშტაბიანი სადესანტო ოპერაცია სწორედ კუნძულ სიცილიაზე(როგორც ხედავთ მუსოლინი არ ცდებოდა).6 კვირიანი ბრძოლების შემდეგ ფაშისტებმა უკან დაიხიეს(ჯარების საბერძნეთში გადასროლის გამო სიცილია პრაქტიკულად მოშიშვლებული იყო),სიცილია განთავისუფლებული აღმოჩნდა,რაც დიდი დარტყმა იყო ადოლფ ჰიტლერისთვის.
მოკავშირეების გამარჯვება კი ოპერაცია "ხორცის ფარში"_ს დამსახურებაა,რომელიც ბრიტანული დაზვერვის მუშაობის შედეგია–მისი ინიციატორი იყო პირველი რანგის კაპიტანი ევან მონტეგიუ.გვამი რომელიც ესპანეთის სანაპიროზე აღმოაჩინეს უბრალო ბომჟის იყო,რომელიც სამხედრო ფორმით შემოსეს ბრიტანელებმა და წყალქვეშა ნავის საშუალებით ესპანეთში "განათავსეს",ხოლო გეგმა საბერძნეთის დესანტირების შესახებ დეზინფორმაცია იყო და ნაცისტების შეხდომაში შეყვანას ისახავდა.როგორც ხედავთ "ხორცის ფარშმა" შეასრულა თავისი მისია და მოკავშირეებს გამარჯვება მოუტანა.


"ხორცის ფარშის" შემმუშავებელნი


აალებადი "ღამურა"

მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელები მუშაობდნენ პროექტზე,რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ტიპის ბიოლოგიური იარაღის შექმნას,რომელიც იაპონიის საწინააღმდეგო იქნებოდა გამოყენებული.იარაღის როლი კი გათვალისწინებული იყო ღამურისა და 17 გრამიანი აალებდაი ბომბისათვის.
როგორც ცნობილია,ღამურა 4 °C_მდე ტემპერატურის დროს იძინებს,სწორედ ამაზე კეთდებოდა მთავარი აქცენტი.პრინციპი შემდგომში მდგომარეობდა–დაძინებულ ღამურებს აღჭურვავდნენ შენელებული მოქმედების აალებადი ასაფეთქებელი ბომბით(ამ დროისათვის იაპონიის ქალქებიში მრავლად იყო ხისგან დამზადებული სახლები და აალებადი ბომბები იაპონიას ცეცხლში გაახვევდა),"ღამურა–ბომბებს" მოათავსებდნენ  სპეციალურ კონტეინერში,რომელიც აღჭურვილი იქნებოდა თვითმხსნადი პარაშუტითა და კარებით.კონტეინერებს მოათავსებდნენ B-24 ტიპის თვითმფრინავებში და დანიშნულების ადგილზე მოხდებოდა მათი ჩამოყრა.
როგორც ხედავთ იდეა საკმაოდ ორიგინალურია,მაგრამ საეჭვო.
ოპერაციის ერთ–ერთი მონაწილე,ქირურგ–სტომატოლოგი ლითლ ადამსი მომხრე იყო,რომ გამოეყენებინათ მრავალათასიანი ღამურათა კოლონიები,რომლებიც აშშ_ს სამხრეთ–დასავლეთით მდებარე გამოქვაბულებში სახლობდნენ.


1943 წელს ოპერაციის იდეა მოიწონა აშშ_ს სამხედრო ხელმძღვანელობამ და დაიწყო მისი რეალობაში განხორციელებისკენ მიმართული ნაბიჯთა დგმა.თავდაპირველად აუცილებელი იყო ცდების ჩატარება.ამ მიზნით ერთ–ერთ შტატში მდებარე უდაბნოში აშენდა ტიპიური იაპონური სოფელი."გააცივეს" რამდენიმე ღამურები 4 გრადუს ტემპერატურაზე და დააძინეს,შემდეგ მოხდა "სოფლის" დაბომბვა,შედეგი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა–ცეცხლმა არაერთი შენობა შთანთქა.
მომდევნო დღეს მოხდა სამხედრო ბაზის ინსპექცირება და აღმოჩნდა ღამურების დანაკლისი.ძებნამ შედეგი არ გამოიღო,მცირე ხნის შემდეგ ამოქმედდა "ღამურები" და შენობა ცეცხლში გაეხვა.მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა,აღმოჩნდა,რომ პროგრამას მრავალი ნაკლი ჰქონდა.ყოველივე ამან ამერიკელებს უარი ათქმევინა იაპონიის დაბომბვის ამ გზაზე... 2 წლის შემდეგ იაპონიის თავზე სოკოს ფორმის ღრუბელი გამოჩნდა...


ბომბი,რომლითაც აღჭურვეს ღამურები

Комментариев нет:

Отправить комментарий