24.06.2011

რონალდო


სრული სახელი: რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა.
დაბადების წელი: 22/09/1976.
დაბადების ადგილი: რიო–დე–ჟანეირო, ბრაზილია.
ამპლუა: თავდამსხმელი.
მეტსახელი: კიჭა, ფენომენი.
კარიერა: 18 წლის მანძილზე 621 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 420 გოლი.
                 1993-1994 – კრუზეირო, 46 მატჩი 44 გოლი
                 1994-1996 – პსვ, 57 მატჩი 55 გოლი.
                 1996-1997 – ბარსელონა, 49 მატჩი 47 გოლი.
                 1997-2002 – ინტერი, 99 მატჩი 59 გოლი.
                 2002-2007 - რეალი, 177 მატჩი 104 გოლი.
                 2007-2008 – მილანი, 20 მატჩი 9 გოლი.
                 2008-2011 – კორინთიანსი, 69 მატჩი 35 გოლი.
                 1994-2006,2011 – ბრაზილიის ნაკრები, 104 მატჩი 67 გოლი.
                 
ჯილდოები:

სანაკრებო - ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (1994,2002).
                      კოპა ამერიკის (სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი) ორგზის  ჩემპიონი(1997, 1999).
                      კონფედერაციის თასის გამარჯვებული(1997).                          

საკლუბო - უეფას თასი (1997/1998) 
                                            ევროპის თასების მფლობელთა თასი (1996/1997)
                                            ჰოლანდიის თასი (1995/1996)
                                            ესპანეთის ჩემპიონი (2002/2003, 2006/2007)
                                            საკონტინენტთაშორისო თასი (2002)
                                            უეფას სუპერთასი (2002, 2007)
                                            ესპანეთის სუპერთასი (2003)
                                            სან–პაულოს შტატის ჩემპიონი (2009)
                                            ბრაზილიის თასი (2009).

ინდივიდუალური – ფიფას წლის ფეხბურთელი (1996, 1997, 2002)
                                       ევროპის წლის ფეხბურთელი(ოქროს ბურთი) (1997, 2002)
                                       კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი (1997)
                                       მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (2002 წ  – 8 გოლი)
                                       მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი (15 გოლი).
                                       
შენიშვნა: ინდივიდუალური ჯილდოთა რაოდენობა საკმაოდ დიდია,აქ იხილავთ გამორჩეულ ჯილდოებს.

ეპილოგი: რონალდოს კარიერა საკმაოდ გულდასაწყვეტი აღმოჩნდა,მის საფეხბურთო გენიის ბოლომდე რეალიზებას ხელს მრავლობითი ტრავმები უშლიდა,მაგრამ ის მაინც ბრუნდებოდა და დაუვიწყარ სანახაობას ჩუქნიდა ფეხბურთის მოყვარულ საზოგადოებას.მრავალი ადამიანი გეტყვით,რომ რონალდო მათი საყვარელი ფეხბურთელია,ფენომენის თამაშმა შეაყვარა მათ ფეხბურთი,ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია... ამ აზრებში შესაძლოა სუბიექტურობა ერიოს,მაგრამ ამ აზრს მრავალი მომხრე ჰყავს...
ტრავმებმა მას ხელი არ შეუშალა და არაერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა,არაერთხელ დაადუმა მოწინააღმდეგე გუნდის მცვლები,არაერთხელ შეარხია კარის ბადე და წარუშლელი კვალი დატოვა მწვანე მინდვრებზე... რონალდოს მიუღწეველ მწვერვალად ჩემპიონთა ლიგა დარჩა,რაზეც გული წყდებოდა ფენომენს.

სუბიექტური აზრი: რონალდო არის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი და ჩემთვის ფეხბურთის მეფეა...

ფოტო:















ვიდეოთეკა:

































ბოლო მატჩი



ციტატები:

"ის ყოველთვის ახერხებს ჩემს განცვიფრებას,რონალდო საუკუნის ფეხბურთელია" – ზინედინ ზიდანი.

"რონალდოს სიჩქარე ბურთთან ერთად ისეთია,რომლის მსგავსიც არასდროს მინახავს.თავისი ტალანტის წყალობით მას შეუძლია გოლი შექმნას არაფრისგან" – გარი ლინეკერი.

"რონალდო ხალხს ატყვევებს,ის ყოველთვის ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე.მისი ყოველი გოლი ხელოვნების ნიმუშია" – ლუის მენოტი.

"თქვენ ვერ იპოვით რონალდოზე უკეთეს ფეხბურთელს მთელს მსოფლიოში.მან ზუსტად იცის როდის დაარტყავს ან როდის გააკეთოს პასი.მას შეუძლია უკან დაბრუნდეს,მოიპოვოს ბურთი და შემდეგ მარტო გაუმკლავდეს მეტოქის დაცვას" – სერ ბობი რობსონი.


Комментариев нет:

Отправить комментарий