28.12.2016

მარად ახალგაზრდა ედი კოკრანი


გასული საუკუნის 50იანი წლები მუსიკალური თვალსაზრისით გამორჩეულია. სწორედ ამ პერიოდში ოკეანსგაღმა გამოანათა როკ'ნ'როლისა და დუ-ვოპის(ჟანრი მუსიკასა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ვოკალური ჰარმონიულობა მინიმალური ინსტრუმენტული აკომპანიმენტის ფონზე,მაგალითისათვის ესტუმრეთ ამ ბმულს და მოუსმინეთ), ტალღამ, რომელმაც დიდი კვალი დაამჩნია შემდგომი პერიოდის მუსიკას. სწორედ მაშინ გამოანათა არაერთმა დამუშავებულმა თუ დაუმუშავებელმა ძვირფასმა ქვამ,ზოგიერთის ბრწყინვალება თვალისმომჭრელი იყო,ხოლო ზოგს განგებამ დაუფასებლობა არგუნა წილად, თუმცა ეს იმ მუსიკალურ კრიტიკოსთა, ხმისჩამწერ სტუდიათა თუ ჯიბისგასქელების მსურველ პროდიუსერთა დამსახურებაა, რომლებიც შემსრულებელთა ნიჭის გარდა ბევრ თანმდევ პროცესსაც იღებდნენ მხედველობაში. სწორედ ამიტომაც ზოგიერთი "როკ'ნ'როლის მეფობის" წილხვედრი აღმოჩნდა ,ხოლო ზოგს კი მცირე ყურადღება "დაებედა". ელვისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ დღეს ვისზეც მექნება საუბარი, ის სულ სხვა სიმაღლეა ვიდრე გაპიარებული "მეფე". მაშ ასე, ჩვენი სტუმარია ედი კოკრანი.
ედუარდ რეიმონდ კოკრანი დაიბადა 1938 წლის 3 ოქტომბერს მინესოტას შტატის ქალაქ ალბერტ-ლიში. 12 წლის ასაკში მან გადაწყვიტა სკოლის ანსამბლში დრამერის პოზიციით დაეწყო მუსიკალური კარიერა, თუმცა ეს ადგილი დაკავებული აღმოჩნდა. თუმცა ამ ფაქტს უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. მალევე გიტარისტის ამპლუა მოირგო და ისე დახელოვნდა, ვირტუოზულად ასრულებდა ჩეტ ეტკინსის,ლეს პოლისა და სხვათა მუსიკალურ შედევრებს.



 1955 წელს  მოგვარე ჰენკ კოკრანთან ერთად შექმნა დუეტი The Cochran Brothers.



მიუხედავად იმისა, რომ დუეტს დადებითი შეფასებები მრავლად ჰქონდა, კომერციული თვალსაზრისით საქმეები ცუდად მიდიოდა, ამიტომაც მათმა ტანდემმა არსებობა შეწყვიტა. თუმცა ამ დუეტმა მალევე დაასრულა არსებობა და ედი სოლო კარიერის კიბეებს მიადგა. 1956 წელს გამოდის მისი პირველი სინგლი Skinny Jim.



სინგლი უყურადღებოდ არ დარჩენილა, მისი მოსმენის შემდეგ კინოპროდიუსერმა ბორის პეტროვმა ედის შესთავაზა მცირე როლი მუსიკალურ ფილმში The Girl Can't Help In, სადაც მომღერლს წილად ხვდა კომპოზიცია Twenty-flight Clock_ის შესრულება. თუ რა გამოვიდა ამისგან, თავად შეგიძლიათ ნახოთ და ისიამოვნოთ.



აღნიშნული კინოკადაღებისას მოხდა ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი, ედიმ გაიცნო როკ'ნ'როლის გამორჩეული წარმომადგენელი ჯინ ვინსენტი.
1957 წელს დღის სინათლე იხლა, ედის პირველმა სტუდიურმა ალბომმა Singin' To My Baby, რომელიც უმეტესად პოპ-ბალადებს ეთმობოდა და დიდი პოპულარობითაც არ სარგებლობდა, თუმცა აქაც შეიძლება ვნახოთ როკ'ნ'როლის კლასიკური ხმიანობა.



შემდგომი წლები გაცილებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. 1958 წელს გამოდის სიმღერა Summetime Blues, რომელიც ედის სავიზიტო ბარათად იქცა. არაერთი აღიარების შემდგომ, ჰიტმა ჟურნალ როლინგ სტოუნის 500 საუკეთესო სიმღერათა შორის დაიდო ბინა. სიმღერა სოციალური თემატიკისაა და ყმაწვილის შრომითი უფლებების დარღვევაზე მიგვითითებს,რომელიც დღედაღამეს ასწორებს "გახვრეტილი შაურისათვის" და როცა აღნიშნული ფაქტის გაეროში გასაჩივრებას დააპირებს, ხვდება ზღუდე პასუხის სახით "სიამოვნებით დაგეხმარებოდი ბიჭუნი, მაგრამ შენ ჯერ კიდევ პატარა ხარ ხმის მიცემისათვის".  



იმავე წელსვე გამოვიდა არანაკლებ პოპულარული სიმღერა C'mon Everebody.



1959 წელს გამოდის მორიგი მუსიკალური ფილმი Go,Johnny Go, რომლის მუსიკალურ გაფორმებაშიც ედისაც მიუძღვის წვლილი. ფილმზე მუშაობისას იძულებული იყო უარი ეთქვა საგასტროლო ტურნზე Winter Dance Party. ეს ტურნე კი ტრაგიკულად დასრულდა, 1959 წელის 3 თებერვალს გასტროლების მონაწილეები ბადი ჰოლი, რიჩი ვალენსი და ბიგ ბუპერი ავიაკატასტროფას ესმხვერპლენენ, რამაც მუსიკალურ საზოგადოება შოკში ჩააგდო, სწორედ ამ დღეს მოიხსენიბენ,როგორც დღე,როცა მუსიკა მოკვდა.
არაერთი სიმღერა მიეძღვნა ავიაკატასტროფის მსხვერპლთ, ედიმ კი მათ საპატივცემულოდ ჩაწერა Three Stars.



60იანი წლების მოახლოებას თან ახლდა როკ'ნ'როლის უკანა პლანზე გადაწევა, რის გამოც ედიმ გადაწყვიტა ბედი ბრიტანეთში ეცადა. მისი მოკავშირე ამ საქმეში ჯინ ვინსენტი აღმოჩნდა და დაიწყო ტურნე ნისლიან ალბიონზე.


წარმატებული კონცერტების შემდეგ ედი, მისი მეუღლე შერონი და ჯინ ვინსენტი, ტაქსს აჩერებენ და მარშრუტის ბოლო წერტილად აეროპორტს ასახელებენ. ეს გზა კი საბედისწერო აღმოჩნდა, მძროლი ვერ ინარჩუნებს საჭეს და განათების ბოძს ასკდება, შედეგად კი ედი კოკრანი იღუპება,ხოლო დანარჩენები გადარჩნენ. ეს მოხდა 1960 წლის 16 აპრილს, ედი კოკრანი სულ რაღაც 21 წლის იყო. ასე დასრულდა გენიალური მუსიკოსის ხანმოკლე ცხოვრება, თუმცა მისი მემკვიდრეობა უკვდავია, დღესაც ასულდგმულებს მუსიკის მოყვარულთა არმიას და გზას უნათებს მუსიკალური ტალანტიც დაჯილდოებულ ახალგაზრდებს.


ბოლოს კი ედი კოკრანის 100 მუსიკალურ კომპოზიციას გიტოვებთ,რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ და ემოციათა ნაირსახეობასაც დატოვებს.



Комментариев нет:

Отправить комментарий