29.04.2017

სტენდალის სინდრომი


1817 წელს სახელგანთქმული მწერალი სტენდალი აქვეყნებს ჩანაწერებს სახელით "ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან  რეჯიომდე",სადაც აღწერს საკუთარ მდგომარეობას,როცა ფლორენციაში მოგზაურობისას იხილა წმინდა ჯვრის ტაძრის შიდა ინტერიერი:

"წმინდა ჯვრის ტაძრიდან გამოსვლისას გულმა გამალებით დაიწყო ცემა, მე მომეჩვენა,რომ სასიცოხლო ენერგიისგან ვიცლებოდი და ეს-ესაა მიწაზე დავეცემოდი...  მე ვნახე ხელოვნების შედევრები,რომლებიც ჰბადებდნენ ვნების ქარცეცხლს,მათი ნახვის შემდეგ ყოველივე გარეშე გადაიქცა უაზრობად,მცირედ,საზღვრულად."
გავიდა საუკუნეზე მეტი და სტენდალის ეს ფრაზა აქტუალური გახდა. როცა ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა ფლორენცია და არაერთი მუზეუმის კარი გაიღო, აღმოჩნდა,რომ ადამიანების არცთუმცირე ნაწილს სტენდალის მსგავსი რაღაც ემართებოდა. 1979 წელს უფიცის გალერეის სტუმარებზე დაკვირვების შედეგად,იტალიელმა ფსიქიატრმა გრაციელო მაგერინიმ გამოიყენა ტერმინი "სტენდალის სინდრომი",რაც მალევე იქცა სილამაზით ტკბობის "გვერდითი მოვლენების" სინონიმად.

სტენდალის სინდრომისათვის დამახიათებელია: გამალებული გულისცემა. თავბრუსხვევა და ჰალუცინაციები. აღნიშნული სიმპტომები არაერთი დაავადებისა თუ სინდრომის მახასიათებელია,ჩვენს შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა,სტენდალის სინდრომი ვლინდება ხელოვნების ნიმუშების თვალიერებისას და რომატიზმის ხანის (მეთვრამეტე საუკუნის დასასრული-მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი) მუსიკალური ნაწარმოებების სმენისას.

ხელოვნება ხომ თვალთახედავას აფართოვებს და გვატკბობს სილამაზით,მისი ცქერისას გულისცემის სიხშირის მატება,ნიშნავს რომ გონება ვეღარ იტევს ამდენ მშვენიერებას და მთელ სხეულს ატყდება ცუნამი სილამაზისა. ასე,რომ ნუ შეგეშინდებათ "სტენდალის სინდრომისა",სილამაზე ამად ღირს.

* სტატიაში გამოყენებულია სემუელ მორზეს (ტელეგრაფის გამოგონებამდე ის მხატვარი იყო) "ლუვრის გალერეა",რომელიც 1831-1833 წლებში იქმნებოდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий