12.08.2017

ზამშის ფეხსაცმელებში გამოწყობილი როკ'ნ'როლი


1955 წელს სადღაც ტეხასში, ჯონი ქეში და კარლ პერკინსი საკონცერტო ციებ-ცხელების წინ ერთმანეთს მეგობრულად გაესაუბრნენ, ძმაკაცურად მხარზე ერთურთს ხელი გადახვიეს და ჯონი კარლს უყვება ამბავს მფრინავზე,რომელსაც სამხედრო სამსახურისას შეხვდა გერმანიაში.ეს პილოტი ყურადღებას ლურჯი ზამშის ფეხსაცმლით იქცევდა. ამბავი კი ამ უცნაური ფერის ფეხსააცმელის შესახებ სიმღერის შექმნის შეთავაზებით დასრულდა.  ამავე წელს კარლ პერკინსს ერთ-ერთი საკონცერტო გასტროლისას ყურში ჩაესმა,თუ როგორ ეუბნებოდა ყმაწვილი შეყვარებულს : "ფრთხილად გოგონი, ფეხი არ დამადგა ლურჯ ზამშის ფეხსაცმელებზე". ეს ფრაზა იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა,რომ 1955 წლის დეკემბერში შეიქმნა სიმღერა,რომელიც როკ'ნ'როლის სტანდარტად იქცა.


კარლ პერკინსი იხსენებდა: "ამ სიმღერის შექმნა უმარტივესი იყო.როცა სცენის კუთხეში შეყუჟულ ყმაწვილებს ვაკვირდებოდი,რომლებიც საკუთარი "ქალაქური" ფეხსაცმელებით ამაყობდნენ,გონებაში უკვე იდეა ჩამოყალიბებული მქონდა.მართლაც ღარიბი უნდა ყოფილიყავი,რომ გეოცნება ახალ ზამშის ფეხსაცმელზე,როგორიც მე მქონდა.გამთენიისას ავდექი რათა არ დამვიწყებოდა.  გავიძებისთანავე ქვედა სართულზე ჩავედი და კარტოფილის პაკეტზე ტექსტი მივაწერე,თუმცა გიტარაზე მისი აჟღებეა ვერ გავბედე,ბავშვებს ტკბილად ეძინათ."

Blue Suede Shoes 1955 წლის 26 დეკემბერს ჩაიწერა ლეგენდარულ სტუადიაში Sun,ხოლო ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი 1956 წლის 1 იანვარს გახდა,მალევე მოიპოვა პოპულარობა და კარლ პერკინსის სახელიც ახალ სიმაღლეზე აიყვანა.



თუმცა ორიგინალი ელვის პრესლის ვერსიამ დაჩრდილა,რომელიც 1956 წლის თებერვალში ჩაიწერა და ზამშის ფეხსაცმელები სულ სხვა ელფერით ააბრჭვიალა.



პოპულარობით თუ ვისმჯელებთ ელვისის ვერსია პოპულარულია და იმ დროს "ტრენდში" იყო,მაგრამ მე ჩემი საყვარელი მუსიკოსის ბადი ჰოლის ვერსიას ვთვლი საუკეთესოდ და თუ მოისმენთ დამეთანხმებით. მაშ ასე ქვემოთ მოისმინეთ სხვადასხვა ვერსიები.



ბადი ჰოლი



ედი კოკრანი



ჯიმი ჰენდრიქსი


კლიფ რიჩარდი


Black Sabbath (ოზის ვერსია)


Stray Cats Ft. ბ.ბ ქინგი,ლეს პოლი, ვან ალენი, უეილონ ჯენინგსი, სტივ მილერი


Motorhead


ალბერტ ქინგი (ბლუზ ვერსია)


ჯონ ლენონი


The Toy Dolls (ირონიული პანკ ვერსია)


Комментариев нет:

Отправить комментарий