18.08.2017

"უმჯობესია დაურეკოთ სოლს"


თუ აფასებთ სერიალს Breaking Bad,მაშინ სათაურში მოყვანილი ფრაზა თქვენთვის ცნობილი იქნება.საქმე ეხება სოლ გუდმანს,რომელიც BB_ში ერთ-ერთი დამამახსოვებელი პერსონაჟია და საკუთარი გამჭრიახობით განცვიფრებასაც კი იწვევს. სწორედ ამიტომაც, სერიალის შემქნელებმა სოლის წინა ცხოვრევბაზე ნაწარმოები შექმნეს და რათქმაუნდა უწოდეს Better Call Saul. ეს სერიალი კინომოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს და სოლ გუდმანის "ვექილურ" მაქინაციებიც სიამოვნებასაც მიიღებს. თუმცა ეს სტატია სულ სხვა სოლს ეძღვნება,რომლის გვარიცაა ბასი და რომელსაც ისეთი დიდი რეჟისორები უკავშირდებოდნენ,როგორებიც იყვნენ ოტო პრემინჯერი, ბილი უაილდერი, ალფრედ ჰიჩკოკი,სტენლი კუბრიკი . სოლ ბასის მოღვაწეობის სფერო ფილმების პოსტერის შექმნა, შესავალი და დასკვნითი ტიტრების მომზადება იყო,რომელსაც ოსტატურად ახერხებდა.

სოლ ბასი 1928 წელს ბრონქსზე (ნიუ იორკი) დაიბადა. დაამთავრა. რა ნიუ იორკში არსებული დიზაინის სკოლა Art Students League Of New York და გაიარა უნგრელი დიზაინერის დიორდ კეპეშისთან პრაქტიკული კურსები, ისეთი ნიჭი გამოავლინა, რომ მალევე აიყვანეს "უორნერ ბრაზერსში" დიზაინის განყოფილებაში, სადაც ხდებოდა ცნობილი სტუდიის ლოგოსქვეშ თავმოყრილ ფილმთა ვიზუალური გაფორმება.

კინოსთან კავშირი მაშინ დაიწყო, როცა გერმანული წარმოშობის რეჟისორმა ოტო პრემინჯერმა შეამჩნია მისი პოსტერი, საკუთარი ფილმისათვის "კარმენ ჯონსი" და იმდენად მოეწონა,რომ მალევე დაიწყო სოლთან თანამშრომლობა.


მათი თანამშორმლობის მორიგი შედეგია ფილმი "ადამიანი ოქროს ხელით"(The Man With Golden Arm),რომლის პოსტერი ფილმის შინაარსს იტევს, ფილმის რომელსაც მე შედევრს ვუწოდებდი, ფილმში რომელშიც ფრენ სინატრა იდეალურად ასრულებს როლს, როლს ჯაზ მუსიკოსისა, რომლის ოქროს ხელს აკნინებს მკლავს ზემოთ ვენებში შესული სიკვდილი, სახელად ნარკოტიკი. სოლ ბასის ეს ნაშრომი მის სავიზიტო ბარათად იქცა.


შემდგომი გაჩერება "მკვლელობის ანატომიაა", სადაც სოლ ბასს პოსტერის გარდა ფილმის საწყისი ტიტრებიც მიანდეს და მანაც მორიგი საინტერესო ნამუშევარი შესთავაზა კინოსამყაროს. ფილმის სათაურში არსებული სიტყვა ანატომია, ადამიანის ანატომიას დაუკავშირდა და ტიტრებში ყველას საკუთარი "ულუფა" ერგო. თავად ფილმს რაც შეეხება, ფილმი საკმაოდ სერიოზული იურიდიული დრამაა (მხოლოდ სიდნი ლიუმეტის "12 განრისხებული მამაკაცისა" და ბილი უალდერის "ბრალდების მოწმეს" თუ ჩამოუვარდება), მთავარ როლში კი ჯეიმს სტიუარტია და სადაც ჯიმია, იქ იდეალური შესრულებაა.







ახლა კი პრემინჯერის ნაკლებად ცნობილი ფილმების სოლისეულ პოსტერებს გადავავლოთ თვალი.


"წმინდა იოანე" (1957 წ)

"სევდავ გამარჯობა" (1958 წ.) 


"გამოსვლა" (1960 წ.)


"რჩევა და შეთანხმება" (1962 წ.)

"კარდინალი"(1963 წ.)


დაძაბულობით და სასპენსით სავსე "ბანი ლეიქი ქრება" (1965 წ.)


"ჰარმის მეთოდით" (1965 წ.)


 "დააჩქარე დაისი" (1967 წ.)


"მითხარი,რომ გიყვარვარ ჯუდი მუნ" (1970 წ.)


"როგორი კარგი მეგობრები" (1971 წ.)


"ადამიანური ფაქტორი" (1979 წ.). 

ამ ფილმით სრულება სოლ ბასისა და ოტო პრემინჯერის თანამშრომლობა, ახლა კი ისევ უკან ავბრუნდეთ და ვნახოთ თუ როგორი იყო მეგობრობა ჰიჩკოკის ფილმებთან. პირველი ფილმი სადაც ალფრედ ჰიჩკოკის სასპენსს (დაძაბულობის მოლოდინი) აფორმებს სოლ ბასი,აღმოჩნდა კინოკრიტიკოსთა დიდი ნაწილის აზრით,ჰიჩის საუკეთესო ფილმი(მე ამ აზრს ვერ დავეთანხმები,მე ჰიჩკოკის ადრეულ და შედარებით ნაკლებად დაფასებულ ფილმებს უფრო ვაფასებ) Vertigo. პოსტერი და შესავალი ტიტრები ნამდვილად თავბრუდამხვევი გამოდგა.



გარდა "თავბრუსხვევისა", დიზაინერმა ასვე "ფსიქოს" პოსტერზეც იმუშავა.


როცა, ჰიჩკოკის მორიგ სასპენსში ჰოლივუდის ოქროს ხანის კომედიების ვარსკვლავი კერი გრანტი, ჩრდილო-დასავლეთის გავლით ჩრდილოეთისკენ მიემგზავრებოდა, გზად სოლთანაც შეაირეს და ფილმის საწყისი ტიტრების აბლაბუდაც დაიქსელა.




ჰიჩისა და სოლის მეგობრობა "ჩიტებით" დავასრულოთ და ახლა პარანოიული ტრილოგიის ავტორს, ჯონი ფრანკენჰაიმერს მივადექით. ამ ტრილოგიიდან მხოლოდ 1966 წელს გადაღებული Seconds გააფორმა სოლ ბასმა, ხოლო The Manchurian Candidate ("მანჯურიელი კანდიდატი,"რომელიც საკმაოდ ჩახლართული ფილმია, რუტინული დასაწყისი შემდეგ კი სიტუაცია იმდენად იძაბება,რომ პარანოიაშიც კი გადადის,ფრენკ სინატრა ამ ფილმშიც მშვენივრად ართმებს მოვალეობას თავს) და Seven Days In May ("შვიდი დღე მაისში". ამ ფილმს ტრილოგიაში საუკეთესოდ ვთვლი. საქმე ეხება ატომურ პარანოიას,ფილმი ჰგავს კუბრიკის "დოქტორ სტრეინჯლავს",თუმცა კუბრიკის ფილმში ირონიის დოზა საკმაოდ დიდია,აქ კი ყველაფერი სულ სხვა სიბრტყეზეა და სულის მოთქმასაც კი არ გვაცლლიან კერკ დუგლასი,ბერტ ლანკასტერი და ფრედრიკ  მარჩი).


1962 წელს ფრანკენჰაიმერი მორიგ საინტერესო ნამუშევარს იღებს. ფილმი თემაზე ციხე, რომელიც შიგნიდან არ ტყდება ანუ კუნძულოვანი ციხე ალკატრასის მორიგი გაელვება, თუმცა შინაარსი არ გვიყვება ციხიდან გაქცევის ქრონიკას, ფილმი ჩიტების მოყვარულზეა, რომელსაც ბერტ ლანკასტერი ანსახიერებს.



1968 წელს გადარებული "შუამავალი" მორიგ ფურცელს ხურავს და ჯონი ფრანკენჰაიმერიც თაროზეა.

გერმანიიდან გადმოხვეწილ ბილი უაილდერთანაც ნაყოფიერი აღმოჩნდა სოლ ბასი. სწორედ ახლაა დრო, ვიხილოთ სოლ ბასის ყველაზე საყვარელი პოსტერი ფილმისათვის "ერთი,ორი,სამი" ეს ფილმი ირონიაა თემაზე ორი გერმანია. მთავარ როლს კი განგსტერების როლის უზადო შემსრუელებლი ჯეიმს კეგნი ასრულებს, თუმცა ჯეიმსს აქ სისასტიკის გამოცენა არ ევალებოდა.


აქვე ვახსენებ ომის თემაზე(თუმცა აქ საომარი ვითარება არ ჩანს, ფილმის მთავარი თემაა ცხოვრება ტყვეთა ბანაკში.თუ უყურებთ,ჩემსავით იტყვით,რომ ეს არის ბილის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი) გადაღებულ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმს "ტყვეთა ბანაკი ნომერი 17".


ბოლოს კი ნაკლებად ცნობილი "სიყვარული შუადღის შემდეგ" (1957 წ.)


სტენლი კუბრიკის ორ ფილმსაც ჰქონდა ბედნიერება, სოლის მინიმალისტური იდეებთან შეხებისა. "სპარტაკი" და "ნათება".




ნახსენებ რეჟისორებთან თანამშრომლობა რამდენიმე ფილმს მოიცავდა, ახლა კი ხანმოკლე ურთიერთობების დრო დადგა. 


"ქარიშხლის ცენტრში" (1956 წ.). რეჟისორი დენიელ ტარადაში.


"ქალაქის შემოგარენი" (1957 წ.). რეჟისორი მარტინ რიტი.



"დიდი ქვეყანა" (1958 წ.). რეჟისორი უილიამ უაილერი.



ჯონ სტარჯესმა როცა აკირა კუროსავას "შვიდი სამურაი" იხილა, იმდენად მოიხიბლა,რომ შუასაუკუნეების იაპონური ამბავი გაავესტერნა და ველური დასავლეთის სამყაროში გადმოიტანა. ფილმი იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა,რომ ვესტერნების ოქოროს ფონდში საპატიო ადგილი დაიბევა. ხოლო ჩვენი სტატიის გმირმა აქაც გააკეთა მინიმალისტური მონახაზი, თუმცა პოსტერი გამოუყენებელი დარჩა.

რობერტ უაიზის მიუზიკლი "ვესტდსაიდური ამბავი", სოლ ბასის გარეშე რამდენად "ისტსაიდური" გამოვიდოდა არ ვიცი,მაგრამ ფაქტია ამ საყვარელი ფილმის სულისკვეთება ამ პოსტერში ზალიან კარგად იგრძნობა.


"ცხრა საათი რამამდე" (1963 წ.). რეჟისორი მარკ რობსონი. ამ ფილმზე ვერაფერს გეტყვით, აი, ეს პოსტერი კი რატოიმღაც დაიწუნეს...



სტენლი კრამერის მიერ 1963 წელს გადაღებული "ეს შეშლილი, შეშლილი,შეშლილი,შეშლილი სამყარო" ბავშვობაში ალბათ ყველას გვინახავს და ილუსტრაციაც ფილმივით მხიარული,რომ გამოვიდა ფაქტია.



"ორი ჩვენთაგანი" (1967 წ.) რეჟისორი კლოდ ბერი.


ბოლოს კი სტივენ სპილბერგის "შინდლერის სიის" პოსტერი,რომელის გამოყენებაზეც სტივენმა უარი თქვა.

სოლ ბასი 1996 წელს გარდაიცვალა, მისი მემკვიდრეობა კი უკვდავია. 2017 წელს გამოვიდა სერიალი ბეტ დევისისა და ჯოან კროუფორდის ურთიერთობის შესახებ, რომელიც ფილმის What Ever Happened To Baby Jane ("რა მოუვიდა ბეიბი ჯეინს") გადაღებისას მტრობაში გადაზიარდა. სერიალს სწორედ "მტრობა" ჰქვია და საწყის ტიტრებს თუ გადახედავთ,სოლ ბასის ხელწერას ამოიცნობთ.


სტატიას კი სოლ ბასის ფრაზებით ვასრულებ-


 "სამსახური? ეს,მხოლოდ თამაშია სერიოზული ელფერით". 


"მე მხოლოდ ლამაზი საქმეების კეთება მინდა, მიუხედავად იმისა ეს სხვებს სურთ/აინტერესებთ თუ არა".

P.S. რაც შეეხება სტატიის დასაწყისს. მკითხველი ალბათ სულ სხვა მიმართულებით წასვლას ელოდა, თუმცა სოლ გურმანიდან გზას სულ სხვაგან გადავუხვიე. გეთანმხებით ცოტა დასაწყისი მოიკოჭლებს, მაგრამ ახლა გაჩვენებთ სოლ გუდმანის საადვოკატო "ბიუროს" სარეკლამო აბრას და იქნებ რაიმე საერთო იყოს კიდევაც სოლ ბასთან. ვინ იცის...




Комментариев нет:

Отправить комментарий