30.08.2018

"უკანასკნელი კინოსეანსი"


ამერიკელმა რეჟისორმა და მსახიობმა ორსონ უელსმა კინოხელოვნებას ღრმა კვალი დაამჩნია,სწორედ ორსნის ხელწერაა "მოქალაქე კეინი",რომელიც შეიფუთა ეპითეტით ყველა დროის საუკეთესო ფილმი" და ეს შეფასება კუპიდონ-ამურის მშვილდიდან გასროლილი ისრის სიზუსტითაა,სამიზნისაკენ მიმართული.

 "მოქალაქე კეინი" ორსონ უელსის ახალგაზრდობისას(კეინზე მუშაობისა 25 წლის ასაკში დაასრაულა,დებიუტით ასეთი უნდა) ამერიკაში გაბატონებულ რვაფეხა კაპიტალისტურ გაუმაძღობას ირონიით უყურებს და "კეინის" უკან მოიაზრებს მედიამაგნატ უილიამ რენდოლფ ჰერსტს. ჰერსტის სახელთან ისეთი ტერმინების შემოტანა ასოცირედება, როგორებიცაა "ყვითელი პრესა", "საზოგადოებასთან ურთიერთობა"(PR) და თუ ხელში გიჭირავს მედიასივრცე .. წითელ ხალიჩასავით ფეხქვეშ გეგებიან "ძლიერნი ამა წუთილსოფლისანი". ორსონ უყელსის "მოქალაქე კეინმა" მედიამაგნატს სარკეში ჩაახედა და ასე ჩამოყალიბდა მტრობა ჰერსტისა ოროსნის მიმართ,თუმცა ეს მტრობა ცალხრივი იყო და არაერთხელ შეექმნა დიდ რეჟისორს დაბრკოლება ამერიკულ კინოინდუსტრიასთან, დაქუცმცდა "ამბრესონთა ბრწყინვალება" და ..

ცნობილია,როცა ცდილობ აუმხედრდე საზოგადოებაში გამეფებულ გამოხრულობას, მაშინვე ამოქმედდება სისტემა და ცდილობს გაგანულოს,მაგრამ ორსონი იოლი მოსანელებელი ვერ აღმოჩნდებოდა. ცხოვრების ბოლოსკენ უელსი იხსენებდა, რომ "მოქალაქე კეინი" აღმოჩნდა ის ერთადერთი ფილმი, რომლის პრემიერამაც ჰოლივუდურ სტილში, წიელი ხალიჩებითა და ლიმუზინებით ჩატარდა, შემდეგ კი დადგა რეგრესის ხანა, რეგრესი არა კინოელემენტებისა და იდეების კუთხით, არამედ კინოკომპანიებისა და პროდიუსერთა ახირებების გამო, შედეგად კი რეჟისორი მზიან კალიფორნიის  ტოვებს და ბებერ კონტინენტზე აგრძელებს მოღვაწეობას.



ორსონ უელსი მხოლოდ ამით არაა ცნობილი, ის შექსპირის სპეციალისტიცაა და არაერთგზის დაიდგა შესპირის პიესები კინოსცენაზე. "ოტელო", "მაკბეტი", "შუაღაზმის ზარები(ფალსტაფი). გარდა შექსპირისა, ის მის მოგვარე ფანტასტს ჰერბერტ უელსსაც (თუმცა  მათ გვარებს შორის სხვაობაა წერით ვარიანტში- welles-wells) დაესესხა და რადიოაეთერში გააცოცხლა "სამყაროთა ომი", ერთ-ერთი ეპიზოდში როცა მარსელთა დედამიწაზე ჩამობრძანების ამბავი გაღჟერდა, არაერთი ამერიკელი პანიკურმა შიშმაც მოიცვა, თუმცა ეს ეგზალტირება მალევე ჩაქრა და მხოლოდ დარჩა თვითირონიის გრძნობა,გამოთქმით - "როგორ შეგვეძლო ამის დაჯერება".


ორსონ უელსი და ჰერბერტ უელსი

ახლა კი ამ სტატიის მთავარ არსს მივადექით, რომელიც ორსონ უელსის დაუმთავრებელი ფილმის The Other Side Of Wind_ის (ქარის სხვა მხარე) 44 წლიანი თაროზე ყოფნის შედეგად, გაცოცხლებას ეხება.



"ეს იქნება ყველაზე გიჟური ისტორია, რომელიც კი გამომიგონია", - განაცხადა ორსონმა 1970ში რეჟისორ პიტერ ბოგდანოვიჩთან ინტერვიუში. საქმე სწორედ ზემოთ ნახსენებ ფილმს ეხება, რომელიც მიეძღვნებოდა მხცოვან რეჟისორს, ჯონ ფორდი ჯონ ჰიუსტონისა და ჰემინგუეის ელემენტებით. სცენარის პირველი ვერსია 50იან წლებში გამოჩნდა, თუმცა შემდეგ „წითელ“ კუბაზე ჰემინგუეი იკლავს თავს და ორსონს ახალი იდეებიც უჩნდება.

1970 წელს უელსი ამერიკას უბრუნდება და იწყება მუშაობა ფილმზე. ინტერესი რათქმაუნდა გაჩნდა და ორსნის ლეგენდად ქცეულმა სახელმა არაერთი ახალგაზრდა კინოხელოვანი მიიზიდა, თუნდაც ახალგამომცხვარი პიტერ ბოგდანოვიჩი,რომელიც არაერთ საინტერესო ფილმს გადაიღებს(მაგალითად, ძალზე სახალისო და საინტერესო Paper Moon(ქაღალდის მთვარე)).

მთავარია როლისთვის მოიწვიეს სახელოვანი რეჟისორი და ორსნის ძველი მეგობარი ჯონ ჰიუსტონი.

გადაღებებიზე. ჯონ ჰიუსტონი, ორსონ უელსი,ა პიტერ ბოგდანოვიჩი

 ყველაფერი თითქოს კალაპოტში დგა,მაგრამ ძველმა პრობლემა იჩინა თავი, ბიუჯეტი ნულს მიუახლოვდა.ამ დროისათის ფილმის გარკვეული ნაწილი გადაღებულ-მონტაჟგავლილიაღმოჩნდა და 1975 წელს ამერიკის კინოინსტიტუტშიც აჩვენეს, დარბაზში ჰოლივუდის ელიტარული საზოგადოება შეიკრიბა, სიტყვით გამოსვლისას კი უელსმა მინიშნება გააკეთა,რომ ფილმის დასრულებლად მხარდაჭერა იყო საჭირო, მაგრამ სრული უყურადღებობა. საღამოს ბოლოს ტაშიც მრავლად იყო,მაგრამ ეს ტაში(როგორც აპლოდისმენტთა უდიდესი ნაწილი) პირფერობას აღმოჩნდა.
ორსონი ყოველივე ამას შეჩვეული იყო და დანებებასაც არ აპირებდა, თუ საჭირო გახდებოდა ის არასაინტერესო ფილმებსა და სერიალებშიც მიიღებდა მონაწილეობას, სარეკლამო სახეც გახდებოდა და ჰონორარის ინვესტირებას საკუთარ წამოწყებებში მოახდენდა.

ცდებიც არ დაუკლია, მაგრამ რასაც დასრულება არ ეწერა... ორსონ უელსი 1985 წელს გარდაიცვალა და გარდა "ქარის სხვა მხარისა" არაერთი საინტერესო,მრავლისმმეტყველი და დაუსრულებელი პროექტი დატოვა. თუნდაც დაგეგმილი "ნაპოლეონი", "დონ კიხოტი", "მეფე ლირი", "ქალების მკვლელი" (ეს პროექტი ფილმად ჩარლი ჩაპლინმა აქცია, რომელსაც არაერთგზის დაბრალდა პლაგიატი. თუმცა რაც არ უნდა ითქვას, ფაქტია "ბატონი ვერდუ" ჩარლზ ჩაპლინის საუკეთესო ფილმია). ამ კუთხით, "ქარის სხვა მხარე" იღბლიანი აღმოჩნდა, 31 აგვისტოს ვენეციის კინოფესტივალზე კომპანია Netflix_ის აქტიურობის შედეგად დღის სინათლეს იხილავს დიდი რეჟისორის ფილმი და იმედი გვაქვს ეს არ იქნება "უკანასკნელი კინოსეანსი" (ბრჭყალები სპეციალურად გამოვიყენე, ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს პიტერ ბოგდანოვიჩი ასრულებს, რომელმაც 1971 წელს გადაიღო The last Picture Show (უკანასკნელი კინოსეანსი).




p.s. 1951 წელს ორსონ უელსმა გადაიღო ფილმი "ბატონი არკადინი" ,სადაც არის ეპიზოდი როცა ორსონის გმირი, მოუხელთებელი არკადინი ჭიქას იღებს ხელში და ამბობს,რომ ქართული წესია სადღეგრძელოს თქმა, თავადაც ასრულებს ამ წესს და ჭიქას აპირქვავებს



Комментариев нет:

Отправить комментарий