08.12.2018

Rolling Stone_ის ინტერვიუ ჯიმ მორისონთან

ჩემი საყვარელი #2 ჯგუფის(პირველზე Creedence Clearwater Revival) The Doors_ის განუმეორებელმა ვოკალისტმა და ჯგუფის მამოძრავებელმა ძალამ, პოეტმა და მუსიკოსმა ჯიმ მორისონმა 1969 წლის 26 ივლისს ჟურნალს Rolling Stone ინტერვიუ მისცა, გთავაზობთ ჩემეულ თარგმანს.

როგორ ფიქრობ ვინ ხარ შენ? პოეტი თუ როკ-ვარსკვლავი?

ჩვეnს ჯგუფს ჯერ იმ სიმაღლემდე არ მიუღწევია,როგორსაც სხვა ცნობილმა ჯგუფებმა მიაღწიეს. ჩვენ ჯერ არ ვიწვევთ მასობრივ თაყვანისცემას, და ამიტომაც ამას ჩემზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ალბათ, საკუთარ თავს გათვითცნობიერებულ ხელოვნად ვთვლი,  რომელიც ყოველდღიური ბეჯითი შრომით ინფორმაციის ასიმილირებას ახდენს. მინდა შევქმნა საკუთარი თეატრი და გატაცებული ვარ ამ სურვილით,თუმცა სიმღერა ძველებურად მომწონს.

როგორ გადაწყვიტე გამხდარიყავი მომღერალი?

ვფიქრობ,ჩემი გონების ქვეცნობიერში მსგავსი სურვილი მას შემდეგ ჩაისახა,როცა მოვისმინე... ხვდებით, როკ-ნ-როლი ჩემი სიყმაწვილისას დაიბადა,ამ დროს ჩემში გრძნობებმა გაიღვიძა. ეს მშვენიერი იყო, თუცა იმ დროს ვერც კი ვიფიქრებდი,რომ მეც ადრე თუ გვიან როკ-ნ-როლის სამყაროში ამოვყოფდი თავს. მთელი ამ დროის განმავლობაში, ალბათ გაუთვითცნობიერებლად ვისრუტავდი ყოველვეს და როცა ჩემმა საათმა ჩამოჰკრა, ქვეცნობიერად მზად ვიყავი ამისათვის. მე არაფერზე ვფიქრობდი, ყოველივე უკვე ჩემში იყო. სიმღერას არც არასდროს ვსწავლობდი, ვფიქრობდი უფრო სოცილოლოგი ან მწერალი ვიქნებოდი, პიესებს დავწერდი. კონცერტებზეც არ დავდიოდი, შესაძლოა ერთი-ორჯერ; რაღაც ტელევიზორში ვნახე, თავს ვერ ვგრძობდი ამ მთელის რაღაც ნაწილად. მაგრამ ჩემს გონებაში სულ სხვა საკონცერტო წარმოდგენა მიმდინარეობდა, თავისი ჯგუფით, ჟღერადობითა და აუდიტორიით.პირველად დაწერილი ხუთი თუ ექვსი სიმღერის ნოტი, ჩემს გონებაში მიმდინარე ფანტასტიკური კონცერტიდან გადმოვწერე. და,როცა სიმღერები დავწერე, ისინი აუცილებლად უნდა მემღერა.

როდის დაიწყე ლექსების წერა? 

მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავი,როცა დავწერე  ლექსი "პონი ექსპრესი", ადრეული წლების ლექსებიდან ამას ვიხსენებ, ტიპიური ბალადური წყობის ლექსი იყო,მაგრამ მისი ერთ მთელად გარდაქმნა შეუსრულებადი აღმოჩნდა. ლექსის შექმნა ყოველთვის მინდოდა,მაგრამ ვთვლიდი იქამდე არაფერი გამოვა,სანამ ხელი თვითონ არ აიღებს ფანქარს და ფურცელზე არ დაიწყებს გადაადგილებას, მე ამასთან არანაირი შეხება არ უნდა მქონოდა. თუმცა ეს ავტომატიზმი ვერც ვერასოდეს გამომივიდა. რა თქმა უნდა უამრავი ლექსი დავწერე. დამამთავრებელ კლასებში და კოლეჯში ნაწერებით სავსე უამრავი რვეული დამიგროვდა, რომელბიც რაღაც სულელური მიზეზის გამო, სწავლის დასრულებისთანავე გადავყარე. არც კი ვიცი,დღეს იმაზე უფრო მანიშვნელოვანი რა იქნებოდა ჩემთვის, ვიდრე ის გადაყრალი ორი თუ სამი რვეული. არაერთხელ ვი ფიქრე მიმემართა ჰიპნოზისათვის ან ნატრიუმის პანტენოლი მიმეღო,რათა სეანსის დროს აღმედგინა იმ რვეულთა შინაარსი. ზოგჯერ იმასავ ვფიქრობ,რომ რომ არა იმ რვეულთა დაკარგვა,ვერც ვერასდაროს დავწერდი რაიმე ორიგინალურს, რადგან მათი შიგთავსი წიგნებიდან ამოწერილი ციტატების ჰგავდა, მოსმენილისა და წაკითხულის შინაარსის ჩემეული აღქმა. მათგან განთავისუფლებამ თავისუფლება მომანიჭა.

ახლახანს შენი ნააზრევის ციტირება მოხდა, სადაც ამბობ,რომ როკი მკავდარია. მართლა ასე ფიქრობ?

საწყისი გაფურჩქნვის ხანა დასრულებულია. რასაც როკს ეძახიან, ანუ ის რასაც ადრე როკ-ნ-როლი ერქვა - დეკადანტური გახდა. შემდეგ როკი ისევ აღორძინდა, იმ ნაპერწკლიდან, რომელიც ინგლისელებმა დაანთეს(იგულისხმება British Invasion,როცა ამერიკის კონტინენტი ინგლისურმა როკმა დაიპყრო). როკი წინ წავიდა, ის გახდა გასაგები და მეტყველი, შემდეგ საკუთარ თავს საკუთარი ქმედებების შესახებ ანგარიშს აწვდიდა, რაც ნებისმიერი ამოძრაობისთვის სიკვდილის ტოლფასია. ენერგია აორთქლდა. ვფიქრობ, ნებისმიერი თაობა რომელსაც უნდა,რომ ჰქონდეს ყველაფერი ახალისთვის გახსნილი ადამიანური რაობა, კავშირი აუნდა გაწყვიატოს წარსულთან. ასე,რომ შემდგომ თაობას გრძნობების კუთხით, ბევრი არაფერი ექნება ჩვენთან საერთო. ისინი საკუთარ უნიკალურ ჟღერადობას შექმნიან.

როგორ ფიქრობ, გახდები ამ მომავლის ნაწილი?

კი, თუმცა იმ დროისათვის უკვე სხვა რამით ვიქნები დაკავებული. რთულია თქმა. შეიძლება რომელიმე კორპორაციის ადმინისტრატორად ვიქცე.

ოდესმე წარმოგიდგენია საკუთარი თავი ამ როლში?

რაღაც მხრივ ეს სახება მომწონს. ფართო ოფისი, მდივანი გოგონა.

ერთ თემას უნდა შევეხო, თუმცა რთული იყო გადაწყვეტილების მიღება... თემა,რომელიც გაბერეს და არაერთი სპეკულაციის საგნად აქციეს, საინტერესო შენი აზრის მოსმენა,როგორ უყურებ ამას... მხედველობაში მაქვს სიმღერა The End_ის ოიდიპოსური ნაწილი(მხედველობაშია სიმღერის ის ნაწილი, სადაც მამის მკვლელობასა და დედასთან სექსუალური აქტით დაკავებაზეა საუბარი, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ოიდიპოსს სწორედ ეს მოუვიდა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო მამა მოკლად, ხოლო დედა ცოლად შეირთო).  რას ნიშნავს ეს სიმღერა შენთვის?

მოდით დავფიქრდეთ... ოიდიპოსი - ძველბერძნული მითია, სოფკლე წერდა ამის შესახებ. მითი მამაკაცზე, რომელმაც მოკლა მამა და დედა ცოლად შეირთო, თუმცა არც კი იცოდა, რომ მისგან მოკლული მამა იყო მისი, ხოლო ცოლად შერთული ქალი დედა. მე ვიტყოდი, არის მსგავსება. თუმცა, ყოველ მოსმენაზე ვფიქრობ, რომ სულ სხვა მნიშვნელობა უნდა შეიძინოს. არც კი ვიცი რისი თქმა მინდოდა, ეს გამოსამშვიდობებელი სიმღერა უბრალოდ დაიბადა, ,როგორც ბი ბი კინგი ქმნიდა, მასზე გავლენას გარემო არ ახდენდა, ტექსტი პირადი გრძნობებისა თუ გამცდილებების შედეგებზე ფუძვნდება...



გამომშვიდობება ვისთან ან რასთან?


უფრო,რომელიმე გოგონასთან გამოამშვიდობება, თუმცა სრულებითაც შესაძლებელია იყოს ბავშვობასთან გამომშვიდობებაზეც. ვფიქრობ, სიმღერა უნივერსალურია და ამავდროულად რთულიც. ის მრავალგვარად შეიძლება იყოს აღქმული, ხოლო კრიტიკოსები და მისთანები რას წერენ, ჩემთვის სულერთია,თუმცა ერთი რამ მაშფოთებს... ერეთხელაც ღამით კინოში წავედი და გზად წიგნის მაღაზიას თუ ისეთ სავაჭრო კუთხეს მივაშურე, სადაც თიხის ნაკეთობები,კალენდრები და მცირე ნაკეთობები იყიდება... და ჩემთან მოვიდა ერთი საკმაოდ მომხიბლავი და მგრძნობიარე გოგონა, რომელმაც მიცნო,მომესალმა და სწორედ ზემოთნახსენებ სიმღერაზე ჩამოაგდო სიტყვა.  ეს გოგონა ლოს ანჟელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის პაციენტი აღმოჩნდა,რომელიც სასეირნოდ იმყოფებოდა მედდასთან ერთად. აშკარა იყო ის აღნიშნულ უნივესიტეტში სწავლობდა, შემდეგ გემო გაუსინჯა ნარკოტიკულ საშუალებებს და პაციენტად იქცა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ის მეუბნება, რომ The End პალატის მკვიდრ გოგონათა უმრავლესობის საყვარელი სიმღერაა.  გავიფიქრე; "ო, ღმერთო"...  მანამდე კი გოგონას აუვუხსენი,რომ სიმღერა მრავალმხრივია , ლაბირინთს,თავსატეხს ჰგავს და ყველას შეუძლია სხვადასხვა მნიშვნელობა მიუსადაგოს.
ამ ფაქტამდე საკუთარ თავს ანგარიშს არ ვუწევდი, თუ რა სერიოზულად აღიქვამენ მსმენელები სიმღერის ტექსტებს და მივხვდი, სერიოზული მიდგომა და დაფიქრებაა საჭირო შესაძლო შედეგებზე,რომელიც ამათუიმ ტექსტს შეიძლება მოჰყვეს.

ხშირად იყენებენ ციტატას, რომელსაც შენ მოგაწერენ და ხშირად გვხვდება ბეჭდურ მედიაში: "ყველაფერი მაინტერესებს აჯანყების,არეულობის,ქაოსის შესახებ, ისეთი ქმედების შესახებ,რომელსაც არ აქვს არსობრივი მხარე".

და ვის არ აჯადოებს ქაოსი? თუმცა,უფრო მაინტერესებს ქმედება არსის გარეშე,რომლის მიღმაც თავისუფალ ქმედებას მოვისაზრებ.  თამაში, საქმიანობა, რომელიც გარდა საკუთრივ ქმედებისა, არავითარი არსის მატარებელი არაა. არავითარი გამოხმაურება, არავითარი მოტივაცია... მხოლოდ ქმედება. ვფიქრობ ეროვნული მასშტაბის კარნავალი უნდა მოვაწყოთ, აი, ისეთი როგორიც თუნდაც რიოშია. ეროვნული მხიარულების კვირა... ყოველგვარი საქმიანობა ჩერდება, ყველა საქმე გადაიდება, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და სახელისუფლებო საქმიანობის შეწყდება. საერთო საზოგადოებრივი თავისუფლება. ეს იქნება დასაწყისი.

შენ ამბობ,რომ მოგწონს მსმენელთა სავარძლებისგან განთავისუფლება და მათი ფეხზე წამოყენება, ქაოსის წინასწარგანუზრახველად ქმნა.

პრაქტიკულად, სიტუაცია არაკონტროლირებადი არასადროს ყოფილა. საქმეში ყოველივე ეს საკმაოდ ირონიულად გამოიყურება. ჩვენ ვმხიარუალობთ, ბიჭები მხიარულობენ, ფარაონები(სამართალდამცველები) მხიარულობენ. იქმნება უცნაური სამკუთხედი. ზოგჯერ ვიძაბები და მსმენელს ვიყოლიებ, უმეტესად კი სცენაზე კარგი მუსიკის შექმნას ვცდილობთ, სულ ესაა, არაფერი მეტი.

რას გულისხმობ, როცა ამბობ ვიძაბები და მსმენელს ვიყოლიებ? რამდენად მასშტაბურია ეს?

მოდით, ვთქვათ მე ვამოწმებდი რეალობის ზღვარს. ცნობისმოყვარეობის გამოვლინება, სხვა არაფერი.

რას აკეთებდი ზღვარის შესამოწმებლად?

უბრალოდ სიტუაციაზე "ფეხს" ვაჭერდი და იმ ზღვრამდე ვაფართოვებდი,სანამდეც მემორჩილებოდა.

 და არასდროს გქონია შეგრძნება, რომ სიტუაციაზე კონტროლს კარგავდი?

არასოდეს.



დღეს ჯიმ მორისონი 75 წლის გახდებოდა...

Комментариев нет:

Отправить комментарий