27.02.2016

პიკასოს "სარკე"


"როცა ხედავ,რამდენად ბევრი შეიძლება გამოისახოს ფოტოგრაფიის საშუალებით,ხვდები,რომ სუბიექტთა/ობიექტთა რეალური კონტურები ვეღარ იქნება ფერწერის ობიექტი. რა საჭიროა იმის გამოსახვა,რასაც ფოტოობიექტივიც მშვენივრად უკვდავყოფს? ეს იქნებოდა სიგიჟე, ფოტოგრაფია საჭირო დროს გაჩნდა,რათა ფერწერა გაენთავისუფლებინა საგნის აღწერისა და თვით საგნისაგან. ახლა საგანი ფოტოგრაფიის გავლენის ქვეშაა. და არ იქნება უკეთესი მხატვრებს ესარგებლათ ამ თავისუფლებით და სხვა მიმართულებით მიმართონ?" ეს ამონარიდი პაბლო პიკასოს ეკუთვნის და რთულია არ დაეთანხმო ესპანელ ხელოვანს. პაბლო პიკასოზე აქცენტის გაკეთება კი ავტოპორტრერის ფერწერული მხარის განსახილველად აუცილებელია,რადგან მის ფუნჯს არაერთი ავტოპორტრეტი ეკუთვნის,რომელთა სტილისტიკური მრავალფეროვნება აშკარაა.

პიკასომ პირველი ავტოპორტრეტი 1896 წელს დახატა ბარსელონაში და გვაჩვენა საკუთარი ანარეკლი 15 წლის ასაკში.


მადრიდის სახელოვნებო აკადემიაში სწავლის მიტოვების შემდეგ პაბლო ბარსელონაში ბრუნდება და 1900 წელს ხატავს საკუთარ, 18 წლის "მე"_ს.


1901 წელს პარიზის გამოფენაზე პიკასოს ორი ავტოპორტრეტი გამოიფინა.ტილოდან 19 წლის მხატვარი გვიმზერს.



1906 წელს 24 წლის პიკასო იმყოფებოდა პირენეის მთებში მდებარე ერთ-ერთი სოფელში,სადაც ხატავს მორიგ ავტოპორტრეტს,რომელიც ზემოთ მოცემულთაგან განსხვავდება.


აღნიშნული ავტოპორტრეტი დაიხატა პარიზში 1907 წელს.


1907 წლიდან 1917 წლამდე პიკასო "შვებულებაშია",ავტოპორტრეტების "გვალვის სეზონი" დაუდგა,ათწლიანი პაუზა,პარიზში დაიღღვა,როცა 35 წლის სუბიექტი ორ ობიექტზე გამოისახა.



შემდგომი შესვენება 1938 წლამდე გაგრძელდა,შედეგად კი მივიღეთ გაორებული ეფექტის სარკოვანი "ანარეკლი" 56 წლის ხელოვანისა.



1939 წლეს შესრულებულ ტილოზე რთულია პიკასოს ამოცნობა,მაგრამ ერთი მინიშნება აშკარად მიგვანიშნებს,რომ ტილო ავტოპორტრეტია.მინიშნება კი პიკასოს გარდერობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი - ზოლებიანი მაისური.


ცხოვრების მიმწუხრამდე მხატვარი სახატავ ფურცელს სარკედ აღარ იყენებს.1965 წელს 83 წლის ასაკში მოხუცი პაბლო ისევ ხატავს საკუთარ კონტურებს,ამჯერად ფერთა გამა უფრო ნათელია და ზოლებიანი მაისურიც აქვეა.პიკასო ამბობდა:"წლებთან ერთად ქარიც ძლიერდება და მუდამ სახის მიმართულებით ჰქრის.


შემდეგი სამი ავტოპორტრეტი ფილოსოფიურ ელფერს ატარებს,თუ შინაარსით არა ვიზუალურად აშკარად თვალწინ გვეშლება სანახაობა:ვხედავთ სკამზე ჩამომჯდარ,ყოფიერებაზე ჩაფიქრებულ მოაზროვნეს და მუზების "მოხელთების" პროცესში მყოფ მწერალს.ტრიოს მესამე ობიექტზე კი ანტიკური ეპოქის მოაზროვნის ნიღბით გვიცქერს დიდი ესპანელი მხატვარი.




1972 წლის ივნის-ივლისის გადაკვეთისას,სიკვდილამდე 9 თვით ადრე 90 წლის პიკასომ რამდენიმე დღის მანძილზე შეასრულა რამდენიმე ავტოპორტრეტი.

1972 წლის 28 ივნისი


1970 წლის 30 ივნისი 


1972 წლის 2 ივლისი


1972 წლის 3 ივლისი


"ზოგიერთი მხატვარი მზეს ყვითელ ლაქად წარმოგვიდგენს,ზოგიერთი კი ყვითელ ლაქას მზედ გარდაქმნის."



Комментариев нет:

Отправить комментарий