23.02.2016

უკანასკნელი ფოტოფირი

დიდი ფრანგი ფოტოგრაფი ანრი კარტიე-ბრესონი  ამბობდა: "კამერა ეს არის მხედველობის ორგანოსა და თვალის გაგრძელება,და არა კისერზე ჩამოკიდული ქრომირებული მედალიონი. ის შრომის იარაღია. სასიამოვნოა ხელებში შეიგრძნო აპარატი,რომელიც შენს ფოტოსამიზნეს შეესაბამება."
მასვე ეკუთვნის შემდეგი ფრაზებიც: "არ არის საჭირო ბევრი ფოტოს გადაღება, არ არის საჭირო ობიექტივიდან ხშირი სროლა და ფოტოფირის წამება. ასეთი ქცევა ბევრი ჭამისა და სმის ტოლფასია: ადამიანი კარგავს გემოვნებას და ფორმას. ასევე არ უნდა დავივიწყოთ,რომ რძის მისაღებად ძროხა უნდა მოვწველოთ, ხოლო ხორცის მისაღებად საჭიროა ძალიან ბევრი რძე."
"ფოტოგრაფობას შეძლებს ის,ვინც საკუთარ თვალებს,გულსა და გონებას ერთ ჰორიზონტზე განალაგებს."

კარტიე-ბრესონს იმიტომ დავესესხეთ,რომ ბოლო პერიოდში ფოტოგრაფიის ოკეანეში,მასობრივმა "ინსტაგრამიზაციამ" ცუნამის მრავალმეტრიანი ტალღები გამოიწვია და მის თარეშში სანთლით გახდა საძებარი, პროფესიონალი ფოტოგრაფები. ათასგვარი ულტრათანამედროვე,მრავალ მეგაფიქსელებიანი მოწყობილობებით შეიარაღებულნი "აჩხაჯკუნებენ" თავიანთ აპარატებს და არ ტოვებენ არცერთ გოჯს ციფრულ "ფირზე" აღბეჭდვის გარეშე. სამიქნობა,რომელიც ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია,პროფესიონალობაზე მონადირე დილეტანტებმა გართობად და "ტრენდად" აქციეს.თუ ისინი ამ სტატიას ნახავენ,ალბათ გაეცინებათ და რამეს ირონიულად იტყვიან.თუმცა ეს არაფერია,რადგან დღეს რამდენიმე სიტყვას ვიტყვით ამერიკელ ფოტოგრაფზე,რომელმაც მიზანი დაისახა,რომელმაც იმსხვერპლა,თუმცა მისი მისია მაინც შესრულდა...

ფოტოგრაფის სახელია რობერტ ლანდსბურგი,რომელმაც მიზნად დაისახა 1980 წლის 27 მარტს სენტ-ჰელენსის(აშშ) ვულკანის ამოფრქვევის შედეგების ფოტოფირზე დაფიქსირება.აღნიშნული წლის აპრილში რობერტი მრავალგზის ესტუმრა ვულკანის მოსაზღვერე ტერიტორიებს,იდეალური ადგილის ძიებაში რამდენიმე დღე გავიდა და დადგა 18 მაისი. სწორედ 18 მაისს მან აღმოაჩინა ადგილი,საიდანაც ვულკანი "ხელის გულივით" მოჩანდა.



გაიშალა "კარავი",დაიდგა შტატივი და ობიექტივიც გაიხსნა,მაგრამ მოხდა საშინელება,მთისქვეშეთში შეირყევა და ვულკანმა პირი დააღო,ამოიფრქვა ცხელი მასა,ცა მდუღარე ფერფლითა და მომწამლველი ჰაერით აივსო.ფოტოგრაფი ვულკანიდან დაახლოებით 6 კილომეტრში იმყოფებოდა,თუმცა ამოფრქვევის ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა,რომ ფერფლის ღრუბელი დიდი სიჩქარით უახლოვდებოდა განწირულ რობერტს.


მომაკვდინებელი ღრუბლის მოახლოება ფოტოგრაფისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა,ის მაშინვე მიხვდა,რომ სასიკვდილო ხაფანგიდან გაქცევით თავს ვერ უშველიდა და მიიღო გადაწყვეტილება,რომელმაც ეს ფოტოები შემოგვინახა.გადაიღო ვულკანის რამდენიმე ფოტო(ფოტოებზე ჩანს ხარვეზები,რომლებიც მოახლოებული მასის ეფექტია),აპარატი შტატივიდან მოხსნა და ზურგჩანთაში შეინახა,სადაც პირადობის მოწმობაც ინახებოდა,შემდეგ კი გულში ჩაიკრა ჩანთა და...



მომწამლველი მასის ღრუბელმა დაფარა გარშემო ყველაფერი. გავიდა 17 დღე,სიტუაცია დაწყნარდა,გამოჩნდნენ მაშველები რომლებმაც ფერფლში იპოვეს გარდაცვლილი ადამიანი,რომლის ასაკიც როგორც პირადობის მოწმობიდან გაირკვა 48 წელს შეადგენდა,ანდერძი-ფოტოფირი კი გადარჩა და გამჟღავნების შედეგად საზოგადოებამ მომაკვდინებელი ვულკანის შემზარავი სახე იხილა...


Комментариев нет:

Отправить комментарий