19.02.2016

ცივი კედლების კალეიდოსკოპი


იშვიათია შემთხვევა,როცა თვალს სიამოვნებს ფერადი ჰარმონია,რომელსაც კედლებზე გაკრული შპალერი ასხივებს. არადა,რა მშვენიერია რეტრო-ვინტაჟურ ელფერით დაფარული ეს ქაღალდის ზედაპირები,რომელიც ცივ კედლებს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს.თუმცა ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზედაპირის იდეალური შერჩევა,ერთეულებს ხელეწიფებად. პროფესიონალების ხელი ესთეკურ სიამოვნებას დაჩვეულ თავლს არასდროს აერევა,დილეტანტების ნამუშევარში. სწორედ ასეთ პროფესიონალებს იხილავთ ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში,რომელიც მეოცე საუკუნის ფერადი 60_იანი წლებიდან სასიამოვნო ელფერით სავსე, შპალერის დამზადების ტექნოლოგიის შიდა სამზარეულოში გვახედებს და არაერთ კალეიდოსკოპურ,მაღალი ხარისხის შპალერის გრაგნილს გვაჩვენებს. ჩვენ კი რაღა დაგვრჩენია, ჩვენი ცივი ფერების კედლებს წებო წავუსვათ და მდარე ხარისხის, "ჭ" ქვეყნებში წარმოებულ მასალა-ნედლეულით სავსე ქართულ სავაჭრო ცენტერბში, ლუპით ვეძებოთ ფერთა მსგავსი გამები.


ფილმი გადაღებულია 1968 წელს, კინემატოგრაფიული ჟურნალისტიკის მოწინავე წარმომადგენლის British Pathe_ს მიერ,ლონდონიდან 16 კმ_ში მდებარე შპალერის ფაბრიკაში Perivale.

Комментариев нет:

Отправить комментарий