22.03.2016

იშვიათი "ლურჯი მთვარე"


არსებობს ინგლისური ფრაზა "Once In A Blue Moon"("ერთხელ ლურჯმთვარეობისას"),რომელიც იშვიათ მოვლენას აღნიშნავს.ფრაზაში გადამწყვეტია ორი სიტყვა "Blue Moon"(ლურჯი მთვარე),რომელიც განმარტავს თუ რატომ იმალება ფრაზის მიღმა იშვიათი რამ. საქმე იმაშია,რომ "ლურჯი მთვარე" ეწოდება ასტრონომიულ მოვლენას,როცა კალენდარული თვის განმავლობაში ორჯერ ხდება სავსემთვარეობა.ეს მოვლენა კი საშუალოდ ყოველ 2,7154 წელიწადში ერთხელ ხდება.ამ დროს მთვარეს ჩვეულებრივ ფერფლისფერ-რუხი ელფერი დაჰკრავს,ლურჯი ელფერი კი ოპტიკური ეფექტია.მოცემული შესავალი გვჭირდება ძალიან სასიამოვნო მუსიკალური კომპოზიციის "ლურჯი მთვარის" მიმოხილვისათვის.სწორედ მასზე იქნება საუბარი და სიმღერის არაერთ ვერსიასაც მოისმენთ

ლურჯო მთვარევ,
შენ მხედავ ეულად მდგარს,
ოცნებებისგან დაცლილი გულით
და ნამდვილი სიყვარულის გარეშე.

ლურჯო მთვარევ,
შენ იცი რატომაც ვარ აქ,
შენ გესმოდა ჩემი ლოცვა
მის შესახებ,ვისზეც ზრუნვა ნამდვილად შემიძლია.

და უცაბედად ჩემს წინ გაჩნდა ის,
ვისაც გულში ჩავიკრავ.
მე მესმის ჩურჩული: "დამაფასე გეთაყვა"
და ცაში ახედვისას ვხედავ ოქროსფრად გაბადრული მთვარეს.

ლურჯო მთვარევ, მე აღარ ვარ ეული,
ოცნებებისგან დაცლილი გულით
და ნამდვილი სიყვარულის გარეშე.
ლურჯო მთვარევ...

სიმღერა Blue Moon ეკუთვნის კომპოზიტორ რიჩარდ როჯერსს,რომელმაც 1934 წელს ლორენც ჰარტის ტექსტი მელოდიად გარდაქმნა. თავდაპირველად გაზრახული იყო სიმღერის გამოყენება ფილმში "ჰოლივუდური წვეულება",რომელსაც 1933 წელს იღებდნენ,თუმცა პრაქტიკაში თეორია არ განხორციელდა. შემდეგი ცდა 1934 წლის ფილმის "მანჰეტენური მელოდრამის" საუნდტერკად მორგება იყო,რაც განხორციელდა,თუმცა კომპოზიციას ეწოდებოდა The Bad In Every Man.



როგორც მოისმინეთ,სიმღერის მელოდია ზემოთნახსენებ Blue Moon_ს შეესაბამება,თუმცა ტექსტი სულ სხვაა.თავდაპირველად სწორედ ასეთი სახით ჩაიწერა,მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არავინ მიაქცია მომავალ ჰიტს.
ტექსტის გარდაქმნა უკავშირდება კინოკომპანია "მეტრო გოლდენ მაიერის" საგამომცემლო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჯეკ რობინსს,რომელმაც ლორენც ჰარტს სთხოვა ტექსტის შეცვლა.სწორედ ასე მივიღეთ ზემოთნახსენები ტექსტი.

ახალდაბადებული სიმღერა 1934 წლის 16 ნოემბერს ჩაწერილ იქნა გლენ გრეისა და ჯაზბენდ Casa Loma Orchestra_ს მიერ.



მომდევნო წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტების ზედა საფეხურებს მკვიდრი ხდება და მუსიკალურ წრეებშიც მოწონებულ იქნა,რაზეც მეტყველებს 1935 წელს ლეგენდარული ჯაზ შემსრულებლების ჯანგო რეინჰარტისა და ბენი გუდმანი "ქავერ" ვერსიები.სწორედ აქედან დაედო საფუძველი Blue Moon_ის მასობრიობას,რაზეც მეტყველებს უამრავი ქავერი,რომელთაგანაც რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას და საუკეთესოს შერჩევა თქვენთვის მომინდვია.

ჯანგო რეინჰარტი და კოულემან ჰოუქინსი



ბენი გუდმანის ორკესტრი


ალ ბოული 


კონი ბოსუელი და ვიქტორ იანგის ორკესტრი



ბილი ჰოლიდეი


ბილი ეკსტაინი


გლენ მილერი 


სანტო და ჯონი ფარინები


ელვის პრესლი



დინ მარტინი



ფრენკ სინატრა



ნეტ ქინგ ქოული



The Classics





Комментариев нет:

Отправить комментарий