25.03.2016

მინის "მომთვინიერებლები"



ფილტვებიდან წამოსული ჰაერი გაივლის მილაკს და მინის მასას ეამბორება,ამ ვნებიანი შეხების შედეგად არაერთი თვალსაჩინო საგანი იბადება,რომელთა მიღმაც ხელოვნების შედევრებიც მრავლადაა. სწორედ ეს პროცესია ასახული მომაჯადოებელ დოკუმენტურ ფილმში "მინა",რომელიც 1958 წელს შეიქმნა ბერტ ჰაანსტრას მიერ და ნიდერლანდებში მდებარე ლეერდამის მინის სამეფო ფაბრიკის შიდა სამზარეულოს გვაჩვენებს. ფაბრიკაში გვერდიგვერდ მსახურობენ მინის მომთვინიერებელი ადამიანები და ინდუსტრიის მექანუკური "შვილები". ფილმის ატმოსფეროს ჯაზის მოტივი სდევს თან და იქმნება შთაბეჭდილება,რომ ლოღებდაბერილი მამაკაცები ჯაზკომპოზიციებს უკრავენ.გარდა ამისა ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ღიმილის მომგვრელი სცენაც შეგხვდებათ. მაშ ასე უყურეთ ამ შესანიშნავ ფილმს და მოჯადოებულნი დარჩებით. ბოლოს კი იმას დავამატებდი,რომ აღნიშნული დოკუმენტური ფილმი, ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარით დააჯილდოვა.როცა 1959 წლის ცერემონილაზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისათვის მიკუთვნებული კონვერტი გაიხსნა,"მინის" ელვარება აშკარა გახდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий