29.03.2016

ბრინჯაო ყალიბში

ანტიკური ხანის ბრინჯაოს ქანდაკებების ნახვა და ესთეტიკური სიამოვნების მიღება სინონიმებია.შემდეგ კი გონება იძლევა კითხვას: "როგორ მზადდება ეს საოცრებები?" კითხვაზე პასუხის გასაგებად არაერთი შესაძლო ვარიანტი განიხილება და შემდეგ ალბათ დაიბადება კიდეც ჭეშმარიტი აზრი,აზრი,რომ განსჯის ნაყოფია. თუმცა ამ შემთხვევაში დიდი სჯა-ბაასი არ გახდება საჭირო,თქვენ მხოლოდ ქვემდებარე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ჩართვა გევალებათ,სადაც ყველაფერი ცხადზე უცხადესადაა ასახული.





პირველ ეტაპზე აუცილებელია ყალიბი და ცვილი.ყალიბის მარწუხებში მოქცეული ცვილი მალევე იღებს ფორმას.მიღებული მასა საკმაოდ არამყარია,მისი გამაგრებისთვის იყენებენ ცვილის შემომგარსველ "ჩონჩხს" და ყალიბის ფორმის დასაფიქსირებლად ბრინჯაოს ლურსმნებს,რომელიც აუცილებელია შემდგომი ეტაპისათვის.
როგორც ვთქვით ჩვენი მისიაა მივიღოთ ბრინჯაოს ქანდაკება და ამისათვის პირველ ეტაპზე მიღებული ცვილის ფიგურის,შემდგომი დამუშავებაა საჭირო.ამისათვის მიღებულ მასას თავდაყირა ვათავსებთ თაბაშირში და გამოსაწვავად ვათავსებთ ღუმელში.მაღალ ტემპერატურაზე ცვილი დნება,სწორედ ამ დროს ლურსმნები ჯადოქრობენ და ორთქლად ქცეული ცვილის ადგილზე რჩება ღრმული-ყალიბი.
ბოლო ეტაპზე სარბიელზე გამოდის ბრინჯაო,რომელიც 1400 გრადუსზე დნება და თხიერ მდგომარეობაში მყოფი ავსებს თაბაშირის ღრმულოვან ყალიბს.გაგრილებისთანავე თაბაშირის ზედაპირს ჩაქუჩი ხვდება და იბადება ბრინჯაოს თავი,რომელიც ზედაპირულ დამუშავებასა და გაპრიალებას მოითხოვს,რათა სრულქმნილი სახებად წარმოგვიდგეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий