05.05.2016

"ნათების" ერთი კადრის "ფესვები"


სტივენ კინგის "ნათება" ეკრანიზებულ იქნა სტენლი კუბრიკის მიერ,ფილმი საკულტო კინოშედევრად იქცა.მასში არაერთი სცენაა,რომელიც მაშინვე მოექცა თვალთახედვის არეში,მათგან კი გამოირჩევა ჯეკ ნიკოლსონის გააფთრებული,ნაჯახით(სტივენ კინგის ნაწარმოებში ნაჯახი საერთოდ არ ფიგურირებს,იქ მთავარი "დამრტყმელი იარაღი" კროკეტის ჩაქუჩია)შეიარაღებული გმირის თავდასხმა ოჯახის წევრებზე,როცა კარები "გულშენგრეულ" იქნა.თუმცა ამ ეპიზოდის ფესვები უხმო კინემატოგრაფის სიღმეში უნდა ვეძებოთ და ვნახავთ,რომ პირველად მსგავსი სცენა გათამაშდა ამერიკელი რეჟისორის დევიდ გრიფიტის მიერ 1919 წელს გადაღებულ ფილმში, "დამტვრეული ყვავილები".

ასე დაიწყო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში სცენის ისტორია,რომელიც 1921 წელს შვედი რეჟისორის,ვიქტორ შიოსტრიომის ფილმში "მეფორნე"("ნათების" მსგავსად,ეს ფილმიც ეკრანიზაციაა,რომლესაც საფუძვლად სელმა ლაგერლოფის "მეფორნე" უდევს)ახალ სიმაღლეზე იქნა აყვანილი.სწორედ ეს კადრი იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა სტენლისთვის,რომ მან კინგის ნაწარმოების გმირის ჩაქუჩი,ნაჯახით შეცვალა.მართალია,მწერალი ამით ნასიამოვნები ვერ დარჩებოდა,თუმცა ეს კადრი "ნათების" სავიზიტო ბარათად იქცა.



Комментариев нет:

Отправить комментарий