20.09.2015

მზის სისტემის "მასშტაბური ადაპტაცია"


მზის სისტემა უკიდეგანო ჰორიზონტს მოგვაგონებს,სადაც ადამიანის თვალი მხოლოდ ტელესკოპი"ზაციის" შემდეგ შეიჭვრეტს და ციურ სხეულთა ქაოსში შეეცდება მისთვის საინტერესო თუ იდუმალ ობიექტებზე დაკვირვებას. მაგრამ ეს ასტრონომთა ხვედრია,ჩვენ კი, უბრალო მოკვდავები მხოლოდ კოსმონავტობაზე ოცნებით შემოვიფარგლებოდით ბავშვობაში.ასეთი ბავშვები იზრდებიან და მზის სისტემის "ოპტიმიზაცია-ადაპტაციას" ცდილობენ,რათა ამ ბუმბერაზი პლანეტათაშორისი სივრცის,მზის სამბრძანებლოსა და ვარსკვლავთ"ბულვარის" აღქმა გაგვიადვილდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ორი ახალგაზრდის-კინემატოგრაფისტების ალექს გოროშისა და უაილი ოუერსთრიტის მიერ შემქნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი To Scale:The Solar System, რომლის ფარგლებშიც მოხდა მზის სისტემის მარტივად აღსაქმელ მასშტაბში(1:847 638 000) ასახვა. მოქმედება ვითარდება აშშ_ში,კერძოდ ნევადას შტატში მდებარე ბლექ-როკის უდაბნოში. ცენტრში დაიდგა მზის მცირე მოდელი,მის გარშემო კი დაიხაზა პლანეტათა(რომელთა როლს LED განათების მქონე ბურთულები ასრულებენ) ორბიტები.




მზის სისტემის მცირე მასშტაბებში წარმოდგენისათის საინტერესო იქნება საბჭოთა მეცნიერის იოზეფ შკლოვსკის მიერ მოყვანილი მაგალითი: "მზის სისტემის თვალსაჩინო მასშტაბში  წარმოსადგენად მოვიქცეთ შემდეგნაირად. ავიღოთ 7 სმ დიამეტრის ბურთი,რომელიც იქნება მზე,მაშინ მზის სისტემის უახლოესი პლანეტა მერკური ბურთულა მზიდან 260 სმ მანძილზე იქნება დაშორებული,, დედამიწა-760სმ_ზე, გიგანტური იუპიტერი 40 მეტრზე. ამ შემთხვევაში დედამიწის დიამეტრი სულ რაღაც 0,5 მმ_ია,ხოლო მთვარის 0,1 მმ."



ცნობისათვის, თუ ფიქრობ,რომ მზის სისტემა 9 პლანეტას მოიცავს,მაშინ ცდები.ეს წარმოდგენა უკუგდებულია.დღეისათის მზის სისტემა მოიცავს 8 პლანეტას, ხოლო ბოლო პერიოდში პოპულარობა მოხვეჭილი პლუტონი ჯუჯა პლანეტად(ასტეროიდი<ჯუჯა პლანეტა<პლანეტა) მოიხსენიება. ასე,რომ სწორი პასუხია 8 პლანეტა:დედამიწა,მარსი,იუპიტერი,სატურნი,ნეპტუნი,ვენერა,ურანი,მერკური და 5 ჯუჯა პლანეტა:პლუტონი,ცერერა,მაკემაკე,ერიდა,ჰაუმეა.


Комментариев нет:

Отправить комментарий