25.03.2015

"ჯადოსნური კურდღელი"


ჩინეთში მდებარე ტიან–შანის მთის მასივზე ზოოლოგი ლი ვეიდუნი 22 წლის "შესვენების" შემდეგ, ისევ შეხვდა "ჯადოსნურ კურდღლად" მონათლულ ცხოველს(სრული სახელი ლათინურად ასე ჩაიწერება Ochotona iliensis) და რამდენიმე ფოტოც გადაუღო.
ზოოლოგისა და კურდღლისებრთა ოჯახის ამ საოცარი ცხოველის პირველი შეხვედრა 1983 წლით თარიღდება,სწორედ ეს წელი ითვლება მის "დაბადების დღედ",მანამდე ვერავინ წარმოიდგენდა,რომ პანდათა ცისქვეშეთში მორიგი საოცრება დაიარებოდა.
თუმცა სჯობდა ეს ლამაზი "ბაჭია" უცნობად დარჩენილიყო,სწორედ დღის სინათლის ხილვის შემდეგ მისი პოპულაციის 70 %(მეოცე საუკუნის 90იან წლებში პოპულაცია დაახლოებით 2000_ს შეადგენდა) გაანადგურეს უძღებმა შვილებმა–ადამიანებმა.
სპეციალისთა განცხადებით "ჯადოსნურ კურდღელთა" გადაშენების ალბათობა პანდათა გადაშენების საფრთხეზე მაღალია(ორივე ცხოველი წითელ წიგნშია შეტანილი).



ლი ვეიდუნი
  • ჯადოსნური კურდღლის" განსახლების არეალი ტიან–შანის მთათა მასივია;
  • ცხოველის სხეულის სიგრძე 20 სანტიმეტრია;
  • ეს ძუძუმწოვარი თითქმის შეუსწავლელია,ამიტომაც არაფერია ცნობილი მის კვების რაციონსა და ქცევის თავისებურებებზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий