28.05.2015

ბავშვობა

"მე ვფიქრობ,რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატება ბედნიერი ბავშვობაა." - აგატა კრისტი
"ხშირად ბავშვების თამაშში ღრმა აზრი დევს". – შილერი.
"ბავშვობა უკიდეგანო მხარეა,საიდანაც მოვდივართ ყველანი! საიდან ვარ წარმოშობით? წარმოშობით ბავშვობიდან ვარ,თითქოს რომელიღაც ქვეყნიდან..." – სენტ–ეკზიუპერი.
"ბავშვობის ოცნებათა ფრთაშესხმას შეუძლია ბედნიერების მოტანა." – ზიგმუნდ ფროიდი.
ცნობილი ადამიანების რამდენიმე ფრაზის შემდეგ გადავინაცვლოთ იმ დროში,როცა თანამედროვე ტექნოლოგიებს თავისი ფესვები ადამიანის ცხოვრების უმწიკვლო ხანაში–ბავშვობაში ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადგმული და ბავშვები ერთურთის საზოგადოებაში ჰპოვებდნენ ბედნიერებას და არა სხვადასხვა მოწყობილობათა ეკრანებზე.გადავხედოთ ამ შავ–თეთრ ფოტოთა სამყაროს,გავიზიაროთ პატარების ემოციები და გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობაც.და ბოლოს ყველას ვუსურვოთ,რომ განეცადოს ბედნიერება ამ ასაკში და უფერულ დღეებში ბავშვობის სარკეში ჩახედვით ხასიათზე მოსულიყოს.


ბედნიერება ასე გამოიყურება 


"იხვოთერაპია"



სიხარული ახალი ფეხსაცმის მიღებისას


ნამდვილი "ვინი პუჰი" და ამ ჯადოსნური ზღაპრის ავტორის, მილნის შვილი რობინი


ომის ნანგრევები და ბავშვობადაკარგული თაობა


"იახტსმენთა კლუბი"


"თხა და გიგო"


მეც მაქვს ასეთი რამდენიმე ფოტო ბათუმის ბულვარის ფონზე 


პატარა მერილინ მონრო


დათუნა ტედი, ეს ცეკვა შენ გეძღვნება


ერთგული მეგობრები


ყირამალა


საქანელა


გრაფიტის პატარა ოსტატები


ანტიმილიტარისტული საქანელა


აბა, დაგვეწიე


დაშვება ქოლგით


რით ვარ მაგელანზე ნაკლები ;)


მეც დავატრიალო მოიცა :)





აკორდეონი და პატარა



ბანჯო"ჩაილდი" და უბადლო ოთხფეხა მომღერალი


ალო,გისმენთ


მალე დაბრუნდი, გთხოვ...



ჩვენ ერთად ვართ მთავარია...


Комментариев нет:

Отправить комментарий