15.05.2015

ომისშემდგომი "სიმშვიდე"


მეორე მსოფლიო ომი არც 8 მაისს დასრულებულა და არც საათობრივი სარტყლის მომდევნო ზოლში,სადაც კალენდარი 9 მაისს აჩვენებდა.ომის;რომელშიც 62 სახელმწიფო (იმ დროისათვის არსებული 72_დან) მონაწილეობდა,რომელსაც ემსხვერპლა 50 მილიონზე მეტი ადამიანი,რომელიც იქცა ატომური იარაღის საცდელ პოლიგონად;დასრულების თარიღად ითვლება 1945 წლის 2 სექტემბერი,როცა შეერთებული შტატის ფლოტის ლინკორზე "მისური" ხელი მოეწერა იაპონიის კაპიტულაციის აქტს. თუმცა ამით არაფერი დასრულებულა,შემდეგ იყო ცივი ომი,რომელიც არაერთხელ დუღილის ტემპერატურამდე მისულა და იმ დროისათვის დაწყებულ კონფლიქტთა "მოსავალს" დღეს არაერთი სახელმწიფო იმკის...





 ვერმახტის გენერალი ანტონ დოსტლერის ძელზე გაკვრა,მცირე ხნის შემდეგ მას დახვრეტენ.ეს განაჩენი მას ამერიკულმა სამხედრო ტრიბუნალმა 1945 წლის 1 დეკემბერს გამოუტანა.ნაცისტ გენერალს ბრალად ედებოდა 15 ამერიკელი სამხედრო ტყვის დახვრეტა. (AP Photo)



წითელი არმიის ჯარისკაცები ნაალაფარი ნაცისტური დროშებით.1945 წლის 24 ივისის აღლუმი,მოსკოვი წითელი მოედანი.


იოკოჰამის განთავისუფლების შედეგად წყნარი ოკეანის ფლანგის არაერთი სამხედრო ტყვე განთავისუფლდა იაპონელთა ბანაკებიდან. 1945 წლის 11 სექტემბერი.(AP Photo)


გამარჯვებულ წითელარმიელთა დაბრუნება და ახლობელთა დახვედრა სარკინიგზო სადგურზე.მოსკოვი, 1945 წლის მაისი.


იაპონელი დაზარალებული ფერფლად ქცეულ სახლს მისტირის.


წითელ არმიელი ფოტოგრაფი ევგენი ჰალდეი (ცენტრში) ბრანდენბურგის კარიბჭესთან.



ამერიკული P-47 Thunderbolt(მისი შემქმნელია ამერიკაში მოღვაწე ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი(ქართველიშვილი)) გერმანულ ბერხტესგადენში მდებარე ჰიტლერის რეზიდენციის ნანგრევების თავზე "ნავარდობს". 1945 წლის 26 მაისი.(AP Photo)


ნაცისტთა შეიარაღება არაერთ ინოვაციაზე იყო დაფუძვნებული და მრავალ ექსპერიმენტულ პროექტს უნთებდა მწვანე შუქს.ომის დამთავრების შედეგად მოკავშირეებს ნაალაფარის სახით არაერთი მათგანი ჩაუვარდათ ხელში.სწორედ მსგავსი ნაალაფარია რეაქტიული თვითმფრინავი ჰინკელ He-62,რომელიც ბრიტანელებს ხვდად წილად. 1945 წლის 14 სექტემბერი,ჰაიდ–პარკი,ლონდონი.(AP Photo)


დღე "დი"_ს (ოპერაცია "ოვერლორდი"მოკავშირეთი ფართომსაშტაბიანი სადესანტო ოპერაცია,რასაც დასავლეთი სფრონტის გახსნა მოჰყვა)ერთი წლის თავზე გერმანელი ომის ტყვეები მოკავშირეთა ძმატა სასაფლაოს უვლიან.1945 წლის 28 მაისი,ნორმანდია,საფრაგეთი.(AP Photo)


სუდეტელი გერმანელები ლიბერეცის(იმდროინდელი ჩეხოსლოვაკია) რკინიგზის სადგურისკენ მიემართებიან,რათა გერმანიში დაბრუნდნენ.ომის დასრულების შემდეგ მილიონობით ეთნიკურ გერმანელს დაატოვებინეს ომის დროს ნაცისტთა საოკუპაციო რეჟიმში მოქცეული ტერიტორიები.სხვადასხვა წყაროთა მონაცემებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი 12–14 მლნ იყო,ხოლო დაიღუპა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი.1946 წელი.


ნანგრევებად ქცეული ტოკიოს მაცხოვრებლები გამოუსადეგარ ავტობუსებს სახლებად გარდაქმნიან.ხის სახლებით გაშენებული არაერთი იაპონური ქალაქი ემსხვერპლა ამერიკელთა აალებად ჭურვებს(იგულისხმება ნაპალმი).1946 წლის 2 ოქტომბერი.(Ap Photo)


ლონდონის წმინდა პავლეს ტაძარის მიმდებარე ტერიტორია,რომელსაც ლუვტვაფეს(ნაცისტური გერმანიის სამხედრო-საჰაერო ფლოტი) თვითმფრინავთა მიერ ჩამოყრილ ჭურვთა კვალი.1945 წლის აპრილი.(Ap Photo)


გენერალი შრალ დე გოლი ბავშვებს ხელს ართმევს და ულოცავს ომის დასრულებას.მეორე მსოფლიო ომის დროს ლორიანში განლაგებული იყო ნაცისტური გერმანიის წყალქვეშა ნავთა ბუნკერები(რკინაბეტონის სპეციალური კონსტრუქცია,რომლის მიზანიც იყო წყალქვეშა ნავთა დაცვა ავიადარტყმებისაგან,გარდა ამისა ბუნკერებში ხდებოდა წყალქვეშა ნავთა რემონტი და ტექნიკური გადაიარაღება,გერმანელებს ომის დროს მსგავსი კონსტრუქციის შონობები არაერთ ქალაქში ჰქონდათ).1945 წლის ივლისი.(AP Photo)

ომის ვეტერანთა დაბრუნება მშობლიურ აშშ_ში.ნიუ იორკი 1945 წლის 7 ივნისი.


ნაცისტური გერმანიის სამხედრო ავიაციის რაიხსმინისტრი ჰერმან გერინგი ძვირფასეულობის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა,მისი დავალებით არაერთი სამუზეუმო და კერძო კოლექცია იქნა დატაცებული და სპეციალურ სათავსებში გადატანილი.ომის დამთავრების შემდეგ ამერიკულმა მეშვიდე არმიამ ერთ–ერთ ასეთ საიდუმლო სათავსოს გერმანიის ერთ–ერთი მთაზე არსებულ გამოქვაბულში მიაგნო და არაერთი ძვირფასი ნივთი აღმოაჩინა.მოცემულ ფოტოზე ამერიკელი სამხედრო ოქროს ქანდაკებას ათვალიერებს.1945 წლის 25 მაისი.(AP Photo)


  ომის დროს ევროპის არაერთი ქალაქი იქნა დაბომბილი ნაცისტებისა და მოკავშირეების მიერ,რამაც არაერთი ღირსშესანიშნაობა მიწასთან გაასწორა,განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი დრეზდენი(გერმანულ ფლორენციად წოდებული).მოცემულ ფოტოზე გამოსახულია მიუნჰენგლადბახის ტაძარი,რომელიც ნანგრევების ფონზე ხელშეუხებელი დგას.1945 წლის 20 ნოემბერი.  


მეორე მსოფლიო ომის დასრულების შედეგად გერმანიის ტერიტორია მოკავშირეებს შორის გადანაწილდა და გავლენის სფეროებად დაიყო.ამერიკულ სექტორში მდებარე ქალაქ ააჰენში 1945 წლის 6 ივნისს სკოლა გაიხსნა,სწორედ ამ სკოლაში დასარეგისტრირებლად მიჰყავთ მშობლებს ბავშვები.(AP Photo)


1946 წლის 3 მაისს ამერიკელთა ინიციატივით ტოკიოში მუშაობა დაიწყო ტრიბუნალმა,რომელიც განიხილავდა 28 იაპონელი სამხედრო და სამოქალაქო პირის მიერ ომის პერიოდში ჩადენილ დანაშაულს.ტრიბუნალმა მუშაობა 1947 წელს დაასრულა და 7 დამნაშავეს ჩამოხრჩობა,ხოლო დანარჩენს პატიმრობა მიესაჯა.


საბჭოთა წითელ არმიელთა მარში ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე,1945 წლის ოქტომბერში.კორეა 1910 წლიდან მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე იაპონიის კოლონია იყო.1945 წლის 5 აპრილს საბჭოთა კავშირმა სსრკ–იაპონიის ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტის იგნორირება მოახდინა და იაპონიის იმპერიას ომი გამოუცხადა.იმავე დღეს სსრკ_ს არმიამ კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი დაიკავა,ხოლო სამხრეთში ამერიკული არმიის ნაწილები შევიდნენ.1945 წლის 10 აგვისტოს ნათელი გახდა,რომ იაპონიის კაპიტულაცია დროის საკითხი იყო,ამიტომაც აშშ და სსრკ_მ გადაწყვიტეს კორეის გაყოფა,საზღვარი 38_ე პარალელზე გაევლო.თუმცა ეს დაყოფა დროებითი მოვლენა უნდა ყოფილიყო და მალევე იგეგმებოდა კორეის ერთიან სახელმწიფოდ ქცევა,თუმცა აქ ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ზესახელმწიფოს ინტერესები,საბოლოოდ კი კორეის ნახევარკუნძული ომის ქარცეცხლში გაეხვია,დაიღუპა ასობით ათასი ადამიანი,ხოლო კონფლიქტი დღესაც ფეთქებადსაშიშია,ჩრდილოეთში არსებული უტოპიური კომუნისტური რეჟიმის გამო.


ჩრდილოეთ კორეის კომუნისტი ლიდერი კიმ ირ სენი გლეხებს ესაუბრება.1945 წლის ოქტომბერი,აღმოსავლეთ ფხენიანი.


1943 წელს პენსილვანიის შტატში(აშშ) შეიმუშავეს საიდუმლო გამომთვლელი მანქანა,კოდური სახელწოდებით ENIAC,რომლის მიზანიც იყო საარტილერიო გასროლათა ეფექტურობის ამაღლება.30 ტონიანი კომპიუტერი სრული სიმძლავრით 1946 წლის თებერვალში ამუშავდა. (AP Photo)


მარშალის კუნძულების ატოლ ბიკინიზე ამერიკული არმია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ახორციელებდა ატომური იარაღის გამოცდას.აღნიშნული ცდა 1946 წლის 25 ივლისს ჩატარდა,რომლის შედეგად 40 კილოტონა ექვივალენტის მქონე
ატომური ბომბა ოკეანეში,27 მეტრის სიღმეში აფეთქეს,შედეგად რა ჯოჯოხეთური სურათი დაიხატა თავადაც ხედავთ.



იაპონიის კაპიტულაციის შედეგად ომი დასრულდა.აღნიშნულ ფოტოზე იაპონელი სამხედრო ტყვიაწამალს ოკეანის სიღრმისკენ უშვებს.თუმცა ეს "ზღვაში წვეთია",იმასთან შედარებით რაც იაპონიას ელოდა–სრული დემილიტარიზაცია.1945 წლის 21 სექტემბერი.


სპეციალურ დამცავ კომბინიზონებში გამოწყობილი გერმანელი მუშები ახდენენ ქიმიური იარაღის განადგურებას,რომელიც ნაცისტური გერმანიის არსენალში მრავლად მოიპოვებოდა.აღიშნულ ოპერაციას ამერიკელები ხელმძღვანელობდნენ,რომლის შედეგადაც დაახლოებით 65 ათასი ტონა ქიმიური იარაღის განადგურება მოხდა.1946 წლის 28 ივნისი.


1942 წელს დაჰაუს საკონცრეტაციო ბანაკში ექიმ კლაუს კარლ შილინგის ხელმძღვანელობით დაიწყეს ცდები მალარიის ვირუსის დეტალურად შესასწავლად,ამისათვის ბანაკის ტყვეებს(დაახლოებით 1200 ადამიანი) აავადებდნენ მალარიით და ატარებდნენ ექსპერიმენტებს,რომლის მიზანიც იყო მალარიის ვირუსის მკურნალობის ეფექტური გზის ძიება.ექსპერიმენტს საწყის ეტაპზე 30მდე ადამიანი,ხოლო შემდგომი გართულებების შედეგად 400მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფოტოზე ხედავთ ამერიკელ სამხედროებს და სიკვდილიმისჯილ კლაუს კარლ შილინგს.(AP Photo)


ომის დროს ბელზენ–ბერგენის საკონცენტრაციო ბანაკში აჯანყება მოხდა,რომელებიც სს_ის ჯალათებმა სისხლში ჩაახშეს,დაიღუპა 13 ათასამდე ადამიანი,სწორედ მათი სასაფლაოა ასახული მოცემულ ფოტოზე.1946 წლის 28 მარტი.(AP Photo)


ომის შედეგად არაერთი ბავშვი დაობლდა,სწორედ მათთვის წითელი ჯვარი სპეციალურ თავშესაფრებს ხსნიდა.მოცემული ფოტო პოლონეთის ქალაქ ლიუბლინში არსებულ ობოლთა თავშეფარაშია გადაღებული.1946 წლის 11 სექტემბერი.


1945 წელს შეერთებულმა შტატებმა უდიდესი ანტიჰუმანური საქციელი ჩიდინა და ჰიროსიმა–ნაგასაკი ჯოჯოხეთური იარაღის გამოცდის პოლიგონად აქცია,რომლის შედეგად ორი იაპონური ქალაქი აღიგავა მიწისა პირისაგან და ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.გადარჩენილი მოსახლეობა იაპონიის ხელისუფლების დახმარებით ცდილობს ჰიროსიმას ნანგრევებზე დროებითი საცხოვრებელი აიშენოს.  1946 წლის 11 მარტი.


გერმანელი ქალები ბერლინს ნანგრევებისგან ასუფთავებენ.1945 წლის ზაფხული,ბერლინის ამერიკული და ბრიტანული სექტორის გზაგასაყარი..(AP Photo)


1948 წლის 21 ივისს საბჭოთა კავშირმა მოახდინა ბერლინის დასავლეთ ნაწილის საავტომობილო და საჰაერო გზების ბლოკადა,რის შედეგადაც ბერლინის ამერიკული,ბრიტანული და ფრანგული სექტორი მძიმე სიტუაციაში ჩავარდა.მოსახლეობის უზრუნველყოფისათის დასავლეთმა მალევე შეიმუშავა გეგმა და გახსნა ე.წ. ბერლინის საჰაერო ხიდი.ბლოკადის საწინააღმდეგოდ ბერლინში ანტიკომუნისტური მანიფესტაციები იმართებოდა.1949 წლის 11 მაისს სსრკ_მ ბლოკადა გააუქმა,თუმცა სიტუაცია მაინც მწვავე რჩებოდა.ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის(დავალეთ გერმანია) და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის(აღმოსავლეთ გერმანია) შექმნა,ავადსახსენებელი ბერლინის კედელის მშენებლობა. 


იაპონიის საიმპერატორო არმიის მზვერავ ჰიროო ონოდა 1974 წლამდე არ სჯეროდა ომის დასრულება და შეიარაებული ჯუნგლებს აფარებდა თავს.1974 წლის მარტში ის ფილიპინების მთავრობას ჩაბარდა და ასე დასრულდა მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი მეომრის "ბრძოლაი საკვირველი".

Комментариев нет:

Отправить комментарий