31.01.2016

კლასიკური ნაზავი



კლასიკურ მუსიკას სპეციფიკური მიდგომა სჭირდება და მას ყველა მელომანი ვერ დაუმეგობრდება.კლასიკური მუსიკა იმდენად ღრმაა,რომ მარიანას ღრმული მასთან შედარებით უბრალო ჩაღმავებად მოგეჩვენებათ.ამ სიღრმეში არაერთი ადამიანი "დამხრჩვალა" და სიამოვნება განუცდია.კლასიკური მუსიკა მუსიკალური რენესანსია,რომელიც ყოველგვარ გუნება-განწობილებას მოუძებნის წამალს.რაღა ბევრი გავაგრძელოთ,სჯობს მთავარზე გადავიდე და პირდაპირ ვთქვა,რომ თქვენს წინაშეა კლასიკური მუსიკის 33 გენიალური კომპოზიტორის 57 კომპოზიცია.,რომელიც გემრიელადაა შერეული,ყოველგვარი "სანელებლებით" გაჯერებული და მხოლოდ თქვენი სმენის რეცეპტორების ყურადღებას ითხოვს.მაშ ასე,მოუსმინეთ და ისიამოვნეთ.მართალია კლასიკური მუსიკის ექსპერტებმა,ეს შესაძლოა მკრეხელობად ჩაუთვალოს ავტორს,მაგრამ მისი მიზანი,ალბათ არც ყოფილა დიდი სიმაღლეებთან თამაში.მე პირადად ძალიან მომეწონა და ამიტომაც,თქვენც შემოგთავაზეთ.

როგორც გერმანელი რომანისტი ჟან პოლი იტყოდა:
ო,მუსიკა! შორეულ,ჰარმონიულ სამყაროთა გამოხმაურება! ანგელოზის სუნთქვა ჩვენს სხეულში! როცა სიტყვა კვდება, როცა ჩვენი მუნჯი გულები,მკერდის დილეგებში მარტოობით იტანჯებიან,-მაშინ,მათ მხოლოდ შენი საშუალებით შეუძლიათ ერთურთს შეეხმიანონ ამ დილეგებიდან. 

Комментариев нет:

Отправить комментарий