28.01.2016

"პასუხი მოჰკითხე მონაქროლ ქარს"

1963 წელს დღის სინათლე იხილა გენიალური ამერიკელი ავტორ-შემსრულებლის,ბობ დილანის ალბომმა Freewheeln' Bob Dylan,რომლის მთავარი "დამრტყმელი" სიმღერაა Blowin' In The Wind (მოჰკითხე მონაქროლ ქარს). სიმღერას მაშინვე დიდი პოპულარობა ხვდა წილად,რაშიც უდიდესი წვლილი ბობ დილანის,როგორც "საპროტესტო ტალღის" მომღერალის ავტორიტეტსა და სიმღერის ტექსტს მიუძღვის."ქარის მონაქროლი" ფოლკი,60იანი წლების სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობის ჰიმნად იქცა,რადგანაც ტექსტში ხაზგასმულია ისეთ თემებზე,როგორიცაა ომი და მშვიდობა,თავისუფლება და ბედნიერება.

"ბილბორდის" ჩარტებმაც(ეს უბრალო რეიტინგია და მის გარეთ არაერთი გენიალური მუსიკალური კომპოზიცია დარჩენილა,თუმცა ამით არაფერი დაუკარგავს) დააფასა "ქარის მონაქროლი" და 1963 წლის რეიტინგში მეორე ადგილზე დააყენა,ხოლო ამავე "ჰიტების" რეიტინგმდგენის ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერას შორის,კი ეს სიმღერა მე-14 ადგილს იკავებს.




თავდაპირველად სიმღერა ორ სტრიქონიანი იყო და Nine Questions(ცხრა კითხვა) ერქვა.1962 წელს სწორედ აღნიშნულ ვერსიას ასრულებდა ბობი და ძველ ბუტლეგერულ(პირდაპირი მნიშვნელობით არალეგალური ჩანაწერები,თუმცა მუსიკოსთა ნაწილი მათი გავრცელებას,მხოლოდ არაკომერციული მიზნებისათვის ჰყაბულდება).მალევე სტრიქონებს შორის მესამე სტრიქონი გაჩნდა და ასე მიიღო სიმღერამ საბოლოო სახე.დილანის თქმით სიმღერის შთაგონების წყაროდ იქცა ძველი "სპირიჩუელსი"(აფროამერიკელთა საგალობლები) No More Auction Back.



Blowin' In The Wind პირველად BBC_ის ეთერში შესრულდა.ეს მოხდა 1963 წლის იანვარში,როცა ბობ დილანი ტელესპექტაკლში იღებდა მონაწილეობას.

რაღა ბევრი გავაგრძელოთ,ბობ დილანის კომენტარს გავეცნოთ,რომელიც გვხვდება 1962 წლის წიგნში Sign Out!.

ამ სიმღერის შექმნის შესახებ,მე ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია.მთავარია,რომ პასუხი სწორედ ქარის მონაქროლშია.პასუხს ვერცერთ წიგნში,ფილმში,ტელეგადაცემასა და სემინარში ვერ იპოვით.გაიგეთ,რომ პასუხი მხოლოდ ქარშია და ის ცოცხლობს მის მონაქროლში.მიუხედავად ამისა,ადამიანთა ნაწილი მაინც საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს,რომ პასუხი არსებობს,მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები.ჩვენი მთავარი პრობლემა იმაშია,რომ ჩვენ არ ვცდილობთ პასუხის პოვნას,და როცა გვგონია,რომ პასუხთან ახლოს ვართ... ის ისევ მიფრინავს,მონაქროლი ქარის მსგავსად. მე ვფიქრობ,რომ ყველაზე საშინელი დამნაშავეები არიან ისინი,ვინც საძაგელ,არასწორ ამბებს არ ეწინააღმდეგებიან და სირაქლემის პოზიციას ინარჩუნებენ.
ბოლოს კი გთავაზობთ ტექსტის ქართულ თარგმანს,რომელიც კობა ჭუმბურიძეს ეკუთანის.

მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს

ნეტავ რამოდენას გაივლი გზას,
ვიდრე გიწოდებენ კაცს?
ან მტრედი რამხელას გადუფრენს ზღვას,
ვიდრე მილულავდეს თვალს?
ჭურვები იფრენენ რაოდენ ხანს,
ვიდრე დავუდებდეთ ზღვარს?
პასუხი მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს,
მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს.

ნეტავი რამდენ ხანს იდგება მთა,
ვიდრე გადარეცხავს ზღვა?
ან რამდენ ხანს ძალუძს მოთმენა ხალხს,
ვიდრე აღიმაღლებს ხმას?
როდემდე ვარიდებთ სიგლახეს თვალს,
ვითომდა ვერ ვამჩნევთ მას?
პასუხი მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს,
მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს.

რა ხანს მოუნდები ზე ახედვას,
ვიდრე დაინახავ ცას?
ან კაცი რამდენ ყურს გამოისხამს
ვიდრე გაუგებდეს სხვას?
როდემდე გავნაგრძობთ ომსა და კვლას,
კმარაო – კაცმა რომ თქვას?
პასუხი მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს,
მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს.

როგორც ზევით ავღნიშნე სიმღერას უდიდესი პოპულარობა ხვდა წილად,რაზეც მეტყველებს უთვალავი ქავერ ვერსია.გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს. მე კი უპირატესობას ორიგინალის გარდა ოდეტას ვერსიას ვანიჭებ.

Peter,Paul & Mary



Odetta



მარლენ დიტრიხის მიერ შესრულებული გერმანული ვერსია



დიუკ ელინგტონის ჯაზ კომპოზიაცია



ჩეტ ატკინსის ინსტრუმენტალური ვერსია



ჯოან ბაესი



ჯუდი კოლინზი



ნილ იანგი



The Hollies



ბობი დარინი





Комментариев нет:

Отправить комментарий