01.04.2011

"ისინი" გვიტევენ

დედამიწას ბევრი ისეთი ადამიანი ამძიმებს,რომელიც ყველაფერზე წავა ყურადღების მიქცევისა და თავისი სუბიექტის პოპულარიზაციის მიზნით.ადამიანების ეს კატეგორია უხსოვარი დროიდან დააბიჯებს ჩვენს პლანეტაზე და ზოგჯერ ისეთ სისულელეს შემოგვთავაზებს,რომ ადეკვატურ რეაქციად მხოლოდ "დაცინვასა" და ცინიზმს თუ წარმოვიდგენთ.
სწორედ ასეთ ადამიანთა კატეგორიას მივაკუთვნებ სატონების ოჯახს,რომლებმაც 1955 წლის 21–22 აგვისტოს გაუხსნეს თავინათ "ნიჭს" გზა...სატონების ოჯახი კენტუკის შტატის(აშშ) სოფელ კელის მკვიდრნი იყვნენ და ფერმერობით ირჩენდნენ თავს.ყველაფერი ჩვეულებრივად იყო მათ ცხოვრებაში,მაგრამ დადგა ნახსენები თარიღი და მრავალი ადამიანის ყურადღება ამ პატარა სოფლისაკენ იქნა მიმართული.
გადავხედოთ მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
21 აგვისტოს სატონებთან სტუმრად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.საღამოს 7 საათისათვის ბილ ტეილორი გარეთ გავიდა,მცირედი სვლის შემდეგ მან ცაზე მფრინავი ობიექტი შენიშნა,რომელიც ანათებდა და სახლს თანდათან უახლოვდებოდა.

8 საათზე სატონების ძაღლის ყეფა გაისმა.ბილ ტეილორი და სატონების ოჯახის უფროსი შეიარაღდნენ,გავიდნენ გარეთ და თმა ყალყზე დაუდგათ,როცა დაინახეს ადამიანის მსგავსი რამდენიმე არსება,რომლებიც საკმაოდ მაღალი იყვნენ და უცნაური გარეგნობა ჰქონდათ.
მალევე გაისმა გასროლის ხმა.როგორც სატონები ამბობენ,გასროლისას მეტალის ხმა გაისმა,ანუ ჰუმანოიდებმა ტყვია არ მიიკარეს.

სატონები და მათი სტუმრები ამ ფაქტის შემდეგ სახლში ჩაიკეტნენ,შუქები ჩააქრეს და კარგის მოლოდინში გაირინდნენ.თუმცა სიჩუმეს არღვევდა სახურავზე მოსიარულე არსებები.მალევე ფანჯრის მინებში გამოჩნდა უცნაური სახე,რაზეც ქალებმა და ბავშვებმა კივილი მორთეს.
მამაკაცებმა გმირობის ჩადენა გადაწყვიტეს და ერთ–ერთი მათგანი გავიდა ეზოში,მაგრამ საქმე ცუდად წაუვიდა,რადგან მას ქეჩოში წვდა ერთ–ერთი ჰუმანოიდი.
11 საათისათვის სატონები და მათი სტუმრები გამალებით ტოვებენ სახლს,სროლით იკვლევენ გზას,სხდებიან ავტომობილებში და "დაოთხილნი" უახლოვდებიან პოლიციის შენობისკენ.პოლიციელები გაკვირვებულნი დარჩნენ სატონების მონათხრობით,მართალია არ დაიჯერეს ეს ფაქტი და სისულელედ ჩათვალეს,მაგრამ დაზარალებულების მოთხოვნამ გაჭრა და მალევე ჰუმანოიდთა "დისლოკაციის" ადგილის დეტალური თვალიერება განხორციელდა.პოლიციელებმა ვერანაირი "არამიწიური" კვალი ვერ აღმოაჩინეს.მალე პოლიცია წავიდა და სატონებიც სახლს დაუბრუნდნენ.დილის 5 საათზე ერთ–ერთმა ქალბატონმა ფანჯრიდან ისევ დაინახა უცნაური არსება,რომელიც მალევე გაუჩინრდა... ეს იყო უკანასკნელი კონტაქტი სატონებისა და უცნაური არსებებისა...
სოფელ კელიში მომხდარი ინციდენტი მალევე გავრცელდა,ეს პატარა სოფელი პოპულარული ადგილი გახდა,არაერთი უფოლოგი და ჟურნალისტი ჩავიდა საქმის გასაცნობად.სატონები პოპულარურულნი გახდნენ,თუმცა ვაი ასეთი პოპულარობას.მრავალი ადამიანი მათ ამბავს "მონაჩმახს" უწოდებდა და გულიანად ხარხარებდა.უმეტესობა მიიჩნევდა,რომ მათი მიზანი იყო მხოლოდ ყურადღების მიქცევა და ამ მიზნით მოიგონეს ეს სისულელე.თან ეს ის დროა,როცა ადამიანებში პოპულარობით სარგებლობს უცხოპლანეტელების შესახებ მითები.
მიუხედავად ბრალდებებისა და დაცინვისა,დაზარალებულები მაინც ბოლომდე თავის აზრზე დარჩნენ...

ამ ფაქტმა გამახსენა გასულ წელს საქართველოს ერთ–ერთ სოფელში მომხდარი ფაქტი.სოფლის მცხოვრებლები ამტკიცებდნენ,რომ ჭინკები შემოტევა ყოველდღიური მოვლენა იყო,თუმცა ჭინკები თვალით არ უნახავთ,მხლოდ კენჭების სროლას ჰქონდა ადგილი... ვინ ისროდა კენჭებს დღესაც გაურკვეველია...

Комментариев нет:

Отправить комментарий