13.03.2011

"ბოროტების აღმასვლა" – "მონსანტო"




გუგლისსაძიებო ველში თუ ჩავწერთ “The Most Evil Company In The World” და გადავხედავთ შედეგს, აღმოვაჩენთ კომპანია “Monsanto”_.ალბათ აქამდე ამ კომპანიის შესახებ არაფერი გსმენიათ,მაგრამ მისნაცოდვილარსმრავალად აღმოაჩენთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.საქმე იმაშია,რომ კომპანია “Monsanto” წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების წარმოებაში.
მონსანტოსისტორია 1901 წელს იწყება აშშ_ში ქალაქ სენტ ლუისში.ის შექმნა ფარმაცევტმა ჯონ ფრენსის ქუინმა.ქუინი იყო ასევე მალტის ორდენის წევრიც(მასონი).
თავდაპირველად კომპანია აწარმოებდა სახარინს.რამდენიმე ხნის შემდეგ ქუინი კონტრაქტს დებსკოკა-კოლასთანსახარინის მიწოდესთან დაკავშირებით.



ჯონ ფრენსის ქუინი




ქუინი ამას არ დაჯერდა და წარმოების გაფართოვება დაიწყო.ის გარდა სახარინისა იწყებს კოფეინის და ვანილის წარმოებას.”მონსანტომმცირე პერიოდში თითქმის მთელი ამერიკის ბაზარი დაიპყრო.

1919
წელს უელსში იხსნებამონსანტოსფილიალი.ასევე გაიზარდა პროდუქტების ასორტიმენტიც.ქუინმა თავისი ფარმაცევტული გამოცდილება ბოლომდე გამოავლინა და დაიწყო ასპირინის,სხვადასხვა მჟავეებისა და შხამ-ქიმიკატების წარმოება.
1928 წელს კომპანიის მმართველი ხდება ჯონ ფრენსის ქუინის ვაჟი ედგარი.მან უფრო გაზარდა კომპანიის ნაწარმთა ასორტიმენტი და 40_იანი წლებისათვისმონსანტოუკვე პლასტიკატებისა და სინთეტიკური ბოჭკოს წარმოებაში ლიდერის როლში გვევლინება.ხოლო აშშ_ის მასშტაბით ეს კომპანია ქიმიური კომპანიების ათეულის უცვლელი წევრი ხდება.

50_იანი წლების დასაწყისში გარდა ზემოთაღნიშნული პროდუქციისამონსანტოიწყებს ასპარტამის(შაქრის შემცვლელი,საკვების დანამატი E 951),სომატოტროპინის(ზრდის ჰორმონი) დააგენტ ორანჟის”(სინთეტიკური წარმოშობის შხამ-ქიმიკატი) წარმოებას.
აგენტ ორანჟისგამომონსანტოსაერთაშორისო სკანდალში გაეხვია.
60_
იან წლებში,ვიეტნამის ომის დროს ამერიკელი სამხედროები ვიეტნამელებისგან დიდ წინააღმდეგობას გადააწყდნენ.ვიეტნამის გაუვალი ჯუნგლები სავსე იყო პარტიზანებით,რომლებიცსისხლს უშრობდნენამერიკელებს.ამერიკელებმა პარტიზანებისიდენტიფიცირებისათვისგადაწყვიტეს ჯუნგლების ხე-მცენარეების განადგურება,თუმცა ამის შესრულება არც ისე ადვილი იყო.
ეს საქმე სამხედროებსმონსანტოსპროდუქტმააგენტ ორანჟმაგაუადვილა.საქმე იმაში იყო,რომ ამ პროდუქციის ქიმიური შემადგენლობა ხელს უწყობდა მცენარეული საფარის განადგურებას,თუმცა მას ბევრი უკუეფექტი ჰქონდა-იწვევდა სიმსივნეს,მუტაციას-ამაზე კი ყველა თვალს ხუჭავდა.თუმცა რაში ადარდებდა იანკებს ბედკრული ვიეტნამელების ბედი.

სამხედროებმა დაიწყესაგენტ ორანჟისდიდი ოდენობით შესყიდვა და ვიეტნამში გატანა.სპეციალურ თვითმფრინავ C-123_სა და ვერტმფრენების გამოყენებით ხდებოდა ჯუნგლების ტერიტორიის ამ ნივთიერებით მორწყვა.ეს იყო პრაქტიკულად ქიმიური იარაღის გამოყენება,რადგან შემდგომ წლებში გამოვლინდა თუ რა ეფექტი მოჰყვა ამ ოპერაციას,რომელსაც “Ranch Hand” ეწოდა.
ოპერაციის ფარგლებშიმოირწყავიეტნამის ჯუნგლების დიდი ნაწილი.გამოყენებული იყო 77 მილიონი ლიტრი აგენტი ორანჟი.





70_იან წლებში ვიეტნამის მოსახლების 14%_ აღენიშნა სხვადასხვა დაავადებების მძიმე ფორმები,გახშირდა სიმსივნეები და ადამიანის სხეულის შინაგანი და გარეგანი მუტაცია.ყოველივე ეს კიაგენტ ორანჟისგამოყენების შედეგი იყო,რადგან მოიწამლა მდინარეები რომელსაც სასმელად იყენებდა ადგილობრივი მოსახლეობდა(მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა-მათ ერთ-ერთ ასეთ მოწამლულ მდინარეში გაუშვეს თევზები,რამდენიმე წამში ისინი დაიღუპნენ) ,მოიწამლა ნიადაგი და მოსავალში დიდი ოდენობით იყო მომწამლველი ნივთიერებები.

აგენტ ორანჟისმსხვერპლნი






80-იანი წლებიდან დაიწყო სასამართლო განხილვები.მომჩივანი მხარე იყო დაზარალებული ვიეტნამელები.ისინი ითხოვდნენ კომპენსაციას როგორც ამერიკის ხელისუფლებისგან,ასევე კომპანიამონსანტოსგან”.მათ მოიგეს პროცესი,რომელიც რამდენიმე წელი გრძელდებოდა და მიიღეს 70 მილიონ დოლარამდე კომპენსაცია.თუმცა შემდეგ სხვა დაზარალებულებმაც შეიტანეს სარჩელი და ზოგიერთი პროცესი დღემდე გრძელდება.

მიუხედავად ასეთი მასშტაბის საერთაშორისო სკანდალისა ამერიკის ხელისუფლება ხელს არ უშლიდამონსანტოსსაქმიანობას.
1982
წელსმონსანტოახალი მიმართულებით მიდის,ის იწყებს ცდებს მცენარეთა გენეტიკის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით და აღწევს გარკვეულ წარმატებას.
1987
წელს კი მიიღეს პირველი გენეტიკურად მოდიფიცირებული სიმინდი.ამან კი ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაინტერესება გამოიწვია,რადგან მოდიფიკაცია იძლეობდა სხვადასხვა სახის მცენარეების თვისებების გაუმჯობესებას-შიძლებოდა მცენარის ზრდის დროის შემცირება,შეიძლებოდა ყინვა გამძლე მცენარის გამოყვანა და . რაც საბოლოოდ ხარჯებს შეამცირებდა.
პრაქტიკულად ეს იყომონსანტოსტრანსფორმაცია,ის ხდება პიონერი გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეების წარმოებაში.

მონსანტოსგენეტიკური მოდიფიკაციების შესახებ საბჭოთა კავშირშიც შეიტყვეს და 1987 წლის ბოლოს აშშ_ში მივლინებით ჩავიდა რამდენიმე საბჭოელი აგროკულტურის სპეციალისტი და მეცნიერი.ისინი ეწვივნენმონსანტოსოფისს და დაათვალიერეს წარმოების პროცესი.მათ გამართეს მოლაპარაკება მმართველებტან,საბოლოოდ კი შეთანხმდნენ,რომ საბჭოთა 5 რესპუბლიკაში(მათ შორის ალბათ საქართველოც იქნებოდა,რადგან ერთ-ერთი წამყვანი რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირში სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ) შეირჩეოდა 13 ადგილი სადაც დაითესებოდა მოდიფიცირებული მცენარეები.

მონსანტოსპროდუქცია








1998 წელსმონსანტომმოახდინა სოიოსა და ბამბის ბუჩქის გენური მოდიფიკაცია.ამავე წელს ამერიკის ხელისუფლებამ კომპანია დააჯილდოვა უმაღლესი მედლით ტექნოლოგიური მიღწევებისათვის.
2000 წელსმონსანტომშექმნა ზრდის ჰორმონი,რომელიც გამოიყენება ფერმებში ძროხების წველადობის მომატებისათვის.ამ ჰორმონს გარდა დადებითი თვისებებისა ჰქონდა საკმაო უარყოფითი გავლენა ძროხის ჯანმრთელობაზე,ამის გამო ამ ჰორმონზე უარი თქვა ევროპამ,ავსტრალია,ახალმა ზელანდიამ.

მოსანტოდღესაც არ ჩერდება და ახდენს გენურ მოდიფიკაციებს,წამლავსმწვანე სამყაროსდა ამით მდიდრდება

P.S.თუ ეწვევითმონსანტოსოფიციალურ საიტს ნახავთ მრავალ ფერად-ფერად ფოტოს ბედნიერი ოჯახებითა დააყვავებულიგარემოთი.თუმცა ეს მხოლოდ შეფუთვაა და მის უკან ბევრი შავ-ბნელი საქმე იმალება,რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა გარემოს.

ცივილიზებული სამყაროს 99%  დაცულია გენეტიკური პროდუქტებისგან,რადგან არის კონტროლის მექანიზმები.მართალია ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე,მაღაზიებში მრავლად ნახავთ გენური ინჟინერიისშედევრებსთუმცა მათზე არის დიდი ასოებით დატანებული წარწერა გენეტიკურად მოდიფიცირებული.
ხოლო საქართველოს მსგავსი ქვეყნები კი ყველაზე დიდ ზიანს იღებენ,რადგან ასეთი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და არავინ არ იცის რას მივირთმევთ-ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თუმონსანტოსმსგავსი კომპანიების ტექნოლოგიებით მიღებულ ნაგავს.

Комментариев нет:

Отправить комментарий