24.03.2011

ჰარი ჰუდინი

დღეს ცნობილი ამერიკელი ილუზიონისტის ჰარი ჰუდინის დაბადების დღეა.
1874 წლის 24 მარტს ბუდაპეშტში(უნგრეთი) რაბინის ოჯახში დაიბადა ბიჭი,რომელსაც ერიკი დაარქვეს,რომელიც წლების შემდეგ ჰარი ჰუდინად მოევლინება მსოფლიოს.თუმცა,თავად ერიკი უარყოფდა ამას და ამტკიცებდა,რომ ის დაიბადა ვისკონსინის შტატში(აშშ).
1878 წელს ვაისების ოჯახი აშშ_ში გადადის საცხოვრებლად.სწორედ შტატებში გაოავლინა ერიკმა თავისი ნიჭი და 10 წლის ასაკიდან დაიწყო მაგიური ოინებით ხალხის გაკვირვება.თავდაპირველად ფოკუსები პრიმიტიული სახის იყო,თუმცა ეს დასაწყისი იყო.დროთა განმავლობაში მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ხელოვნების დონემდეც კი მიიყვანა პროფესია–ილუზიონისტი.
1892 წელს ერიკმა გადაწყვიტა სახელი შეეცვალა და მალევე გამონახა სათანადო ფსევდონიმი–ჰუდინი.მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწეობდა ცნობილი ილუზიონისტი ჟან ეჟენ რობერ–უდენი,რომელსაც თანამედროვე მაგიის მამამთავარსაც უწოდებდნენ და სწორედ მისი გვარით ისარგებლა ერიკმა.სახელად მან აირჩია ჰარი,ცნობილი ამერიკელი ილუზინოსტის ჰარი კელარის საპატივცემულოდ.აი ასე მოხდა ერიკ ვაისი ტრანსფორმაცია და მსოფლიომ გაიცნო ჰარი ჰუდინი.
ამავე წელს, ჰარიმ თავის ძმასთან ერთად დაიწყო ამერიკის გარშემო გასტროლები.მისი პროგრამა საინტერესო იყო,მოიცავდა რამდენიმე ნომერს,სადაც ჰარი პრაქტიკულად "ცხრაკლიტულში" იყო მოთავსებული,თოკებითა და მეტალის ჯაჭვებით დაბმული.ამ ბრძოლაში გამარჯვება ყოველთვის ჰარის რჩებოდა,ხოლო მაყურებელი აღფრთოვანებული იყო მისი მაგიური ქმედებებით.

წლები გადიოდა და ჰარი ჰუდინის უფრო და უფრო რთულ ნომრებს სთავაზობდა საზოგადოებას.მისი პოპულარობა პიკს აღწევდა და მისი სახელი მსოფლიოს ყველა კუთხეში იცოდნენ.ის ხშირად სტუმრობდა ლონდონსა თუ პარიზს,აწყობდა გასტროლებს რუსეთში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

1910 წლიდან ჰარის ფილმებშიც იღებდნენ.მისმა ნიჭმა "გზა ფართო" ჰპოვა.
ის 1926 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა და ყოველივე ეს ერთ–ერთი ფოკუსის ბრალი იყო.მას ჰქონდა ერთი ნომერი,სადაც ყველას აჩვენებდა თუ რამდენად ძლიერი მუცლის პრესი ჰქონდა.ყველა მსურველს შეეძლო მუშტებით მოესინჯა ჰარის "მუსკულატურა".მონრეალში ყოფნისას ჰარისთან მივიდა სამი სტუდენტი,რომელთაგანაც ერთ–ერთი კრივში კოლეჯის ჩემპიონი იყო.მათ უნდოდათ ჰარის პრესის შემოწმება და მოუმზადებელ ილუზინისტს რამდენჯერმე მუცელში ჩაარტყეს ხელი.ჰარიმ ისინი შეაჩერა და უთხრა,რომ ჯერ არ იყო მზად.

ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჰარის პარეტიდონტი დაუდგინეს.მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და ყველა ჩათვალა,რომ ის განწირული იყო.მართლაც ასე მოხდა და გენიალური ილუზიონისტი ჰარი ჰუდინი გარდაიცვალა

გთავაზობთ ჰარი ჰუდინის რამდენიმე ტრიუკს,რომელიც ვიდეოფირზეა ასახული.

Комментариев нет:

Отправить комментарий