20.03.2011

მოძრავ "ამონარიდთა" რეესტრი


გენიალური რამაა ეს კინემატოგრაფია.ბევრს ნერვები ეშლება ფილმის "ფინიშის" მომასწავებელი ტიტრთასვლაზე,არადა სწორედ ამ მსვლელობისას წინა პლანზე გამოდის ის ადამიანები,ვინც უდიდესი სამუშაო შეასრულა და ხელოვნების სრულყოფილი შედევრი შექმნა.მათი სამუშაო განუზომელია.ასეთი შეფასება მხოლოდ კინო–შედევრების(ამ ბოლო დროს საკმაოდ ცოტაა ისეთი ფილმები,რომლებსაც გარკვეული დროის შემდეგ კინო კლასიკის იარლიყი მიეწებება) მქმნელთა მიმართ შეიძლება ითქვას.რეჟისორი–პროდიუსერი–კომპოზიტორი... მთავარი როლისა თუ ეპიზოდებში გამონათებული სახეები(ზოგჯერ ერთ ეპიზოდში მსახიობი იმდენად გენიალურ რაიმეს შემოგვთავაზებს,რომ იჩრდილება მთავარ როლში მყოფის მოქმედება)... ჯამში იქმნება ორგანიზებული ჯგუფი,დარაზმული ერთი მიმართულებით... ასეთი დარაზმვებით იქმნებოდა გენიალური ნამუშევრები,რომლებას დღეს შედევრები ეწოდება.მე არ ჩამოვთვლი იმ ნამუშევრებს,რომელსაც შედევრი ქვია,რადგან ყველასთვის ნათელია(თუმცა, ზოგისთვის კინემატოგრაფიის შედევრი "ავატარია" და არა "შინდლერის სია" ან თუნდაც "ერთხელ ამერიკაში:D)

  ჩემი პერსონა                                                              რჩეული "კინო–საზოგადოება"

საუკეთესო მსახიობი:კლინტ ისტვუდი(#1),მარლონ ბრანდო,ჯეკ ნიკოლსონი,ალ პაჩინო,მორგან ფრიმენი,დენიელ დეი ლუისი,ენტონი ჰოპკინსი.

საუკეთესო რეჟისორი:სერჟიო ლეონე(#1),რეზო ჩხეიძე,მარტინ სკორსეზე,მილოშ ფორმანი,ფრენსის ფორდ კოპპოლა,კლინტ ისტვუდი,ძმები კოენები.

საუკეთესო ფილმი:აშშ–"ნათლიმამა","ერთხელ ამერიკაში","ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა".საქართველო–"მონანება","ჯარისკაცის მამა","უძინართა მზე".

ბონუსი #1:"No Land For Old Man","The Untouchables","GoodFellas","Ladri Di Biciclette","Boardwalk Empire","Once Upon A Time In The West","Citizen Kane","Gran Torino","The King's Speech".......

ბონუსი #2–საუკეთესო კომედიური ჟანრის მსახიობი:ჩარლი ჩაპლინი,ლუი დე ფიუნესი,იპოლიტე ხვიჩია,ევგენი ლეონოვი,როუენ ატკინსონი,ნორმან უისდომი...

ბონუსი #3–საუკეთესო ჟანრი:ვესტერნი.

ბონუსი #4–საუკეთესო კომპოზიტორი:ენიო მორიკონე,ნინო როტა.

ბევრს აღარ გავაგრძელებ(თუმცა,შეიძლებოდა მცირედი გადახვევა ბავშვობის დროინდელ ამბებისკენ–"მარტო სახლში ზაცია","ვანდამ–შვარცნეგერ–ლი–ჩან–ნორის–სტალონ ზაცია"(რომელთა როლები დღეს სტეტჰემმა იტვირთა:D) და ა.შ.)თქვენ კი შეგიძლიათ გადახედოთ ცნობილი ფილმებიდან მოძრავ "ამონარიდებს".

































1 комментарий: