26.03.2011

"დედამიწის საათი"

2007 წლის 31 მარტს(მარტის თვის ბოლო შაბათს 20:30დან) ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის(WWF) ინიციატივით,სიდნეიში მოეწყო "დედამიწის დღე".მიზანი კი  იყო 1 საათის მანძილზე ელექტროენერგიაზე უარის თქმა და კლიმატური ცვლილების პრობლემათა წინა პლანზე წამოწევა.აქციის ორგანიზატორები ორგანიზაციებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს მოუწოდებდნენ "დედამიწის საათში" მონაწილეობას.აქციამ გაამართლა და მომავალ წელს მას არაერთი ქვეყანა გამოეხმაურა.
წელს "დედამიწის საათი" გაიმართება 26 მარტს და  ყველაზე მასშტაბური იქნება.აქციაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 134 ქვეყანის 4000 ქალაქი.

აქციის ფარგლებში "ბნელეთი" მოსალოდნელია შემდეგ ქალაქებში:ჟენევა,ბუდაპეშტი,ბერლინი,რომი,ბარსელონა,მოსკოვი,პარიზი,მადრიდი,ოსლო,ჰელსინკი,ლონდონი,ამსტერდამი,ვენა,თბილისი,ბანგკოკი,სინგაპური,მუმბაი,შანხაი,დელი,სეული,ტორონტო,ვანკუვერი,ნიუ იორკი,ჩიკაგო,სან პაულო,რიო,ბუენოს აირესი,სანტიაგო,ქეიფტაუნი,თეირანი,დუბაი,სიდნეი...
ჩაბნელდება ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები,როგორიცაა:ეიფელის კოშკი,სიდნეის ოპერის თეატრი,ქრისტეს ქანდაკება რიოში,ბიგ ბენი,აკროპოლისი,თაიმს სქვერი,სფინქსი და გიზის პირამიდა,კოლიზეუმი,ბრანდენბურგის კარიბჭე და ა.შ.
"დედამიწის საათი" თბილისშიც ჩატარდება და ჩაბნელდება:მთაწმინდის ანძა,თბილისის მერია და არაერთი სამინისტრო,ცნობილი სასტუმროები,საელჩოები და სხვა.

მსოფლიოს 20მდე ქალაქში გაიმართება სხვადასხვა სახის მანათობლებით აღჭურვილ ველოსიპედთა რბოლა,რომლის მიზანიცაა ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სახეობის პოპულარიზაცია.ასევე ზოგიერთ ქალაქში "დედამიწის საათი" დაიწყება წუთიერი დუმილით, იაპონიაში მოხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისათვის.

24 საათის განმავლობაში "დედამიწის საათი" მსოფლიოს შემოივლის და დროის ყველა სარტყელზე გავრცელდება ერთ საათიანი "ბნელეთი".ყველაფერი დაიწყება ფიჯიზე,გადასერავს დედამიწას და საბოლოოდ დასრულდება სამოაზე.
გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი თავის გამოსვლაში ამბობს:"მოდით გავერთიანდეთ ჩვენი საერთო მიზნის–დედამიწის დაცვის გარშემო.დაე, 60 წუთიანმა სიბნელემ მსოფლიოს დაანახოს სინათლე..."




პასუხის პასუხი:ყოველივე ეს რათქმაუნდა კარგია,მაგრამ მაინც უშედეგო ღონისძიებაა,უფრო სიმბოლური სახე აქვს და ამ დღეს უნდა ყველას თავის გამოჩენა.ჩაბნელებულია თაიმს სქვერი და კოლიზეუმი,ეიფელის კოშკი და ბიგ ბენი... ამ დროს კი სადღაც მიჩიგანში თუ ჩუკოტკაზე,შანხაიში თუ სან პაულოში გამალებით მუშაობს სხვადასხვა ქარხნები და ამდიდრებს გარემოს CO2_ით,მიწისქვეშეთში მოძრაობს ბურღი და ვამპირივით წოვს "სისხლს"(ნავთობი) გარემოს...
2009 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა კონფერენცია,რომლის მიზანიც იყო სტრატეგიების დასახვა გარემოს დასაცავად და გადაწყვეტილებების მიღება.მიიღეს გადაწყვეტილება,რომ 2020 წლამდე ეტაპობრივად უნდა მოხდეს გარემოს დამბინძურებელი CO2_ის გამოყოფის მასშტაბების შემცირება.მიუხედავად იმისა,რომ ბევრმა ქვეყანამ თანხმობა განაცხადა და შეუერთდა გარემოს დაცვის დასახულ სტრატეგიებს,რამდენიმე გიგანტმა(მათ შორის ჩინეთი) არ გაიზიარა დასახული გზები.

Комментариев нет:

Отправить комментарий