10.03.2011

უკვდავი რევოლუციონერი




როგორც იცით ფიდელ კასტრო წარმოადგენს კუბელ რევოლუციონერს,პოლიტიკოსს,რომელიც კუბას მართავდა 1976-2008 წლებში,მან პოსტი თავის ძმას - რაულ კასტროს გადააბარა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
ფიდელ კასტრო აშშ_ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის(ცსს) განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა.ამერიკელებმა მას 637_ჯერ მოუწყეს ტერაქტი თუ შეთქმულება,თუმცა მაინც ვერაფერი ვერ მოუხერხეს კუბელ რევოლუციონერს.


მე აქ ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე საკმაოდ უცნაურ და ღიმილისმომგვრელ შეთქმულების მეთოდზე,რომლებიც ცსს_ის აგენტებს მოუვიდათგასიებულთავში.

1.1963 წელს კასტროსტან შესახვედრად გაემგზავრა ამერიკელი ადვოკატი დონოვანი.მას კასტროსთვის უნდა ეჩუქებინა აკვალანგი,ხოლო აკვალანგის ჟანგბადის ბალონებში აგენტებმა ტუბერკულოზის გამომწვევი ნივთიერება ჩაყარეს.შეისუნთქავდა თუ არა კასტრო ჟანგბადს მას ტუბერკულოზი დაემართებოდა.
დონოვანი არ იყო ინფორმირებული,რომ აკვალანგი საშიში იყო.მან გადაწყვიტა ეს აკვალანგი თავისთვის დაეტოვებინა,ხოლო კასტროს უფრო ძვირფასი აჩუქა.საბოლოოდ კი „გონებამახვილი“ დონოვანი დაავადდა და გარდაიცვალა,ხოლო კასტრო უვნებლად გადარჩა.

2.60_იან ამერიკელებმა რამდენჯერმე სცადეს კასტროსთვის გაეგზავნათ სიგარა ასაფეთქებელი ნივთიერებით,რომელიც მათი თქმით კასტროსთავს წააძრობდა”,თუმცა უშედეგოდ.



3.კასტროს ერთ-ერთი ჰობი დაივინგი იყო.შემუშავდა გეგმა, რომელიც შემდგომში მდგომარეობდა-იმ ადგილას სადაც კასტრო ხშირად ყვინთავდა დაემონტაჟებინათ ბომბები,რომლებსაც შენიღბავდნენ.
ყველაფერი მზად იყო,თუმცა შტორმმა ჩაშალა ეს გეგმა.



4.აშშ იმ პერიოდში ძალზე პოპულარული იყო იან ფლემინგის ნაწარმოებთა ციკლიჯეიმს ბონდი-აგენტი 007″.
ფლემინგი აშშ_ში მიიწვიეს პრეზიდენტ კენედისთან შესახვედრად.ეს შეხვედრა 1960 წელს შედგა.საუბრისასა კენედიმ ჰკითხა ფლემინგს თუ რა გზით მოახდენდა კასტროს წინააღმდეგ შეთქმულებას ჯეიმს ბონდი.
ამაზე ფლემინგი შემდეგნაირად ხუმრობით პასუხობს:”კუბელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ფული,რელიგია და სექსი.აუცილებელია ამ სამი მხრიდან იერიშის მიტანა რაც საბოლოოდ კასტროს განადგურებით დასრულდება.
პირველი ნაბიჯი-ამერიკა გზავნის თვითმფრინავებს კუბაზე,რომელიც კუბის ეროვნულ ვალუტას ჩამოყრის ციდან;
მეორე ნაბიჯი-გამოვიყენებთ გუანტანამოს ტერიტორიას,დავბეჭდავთ სხვადასხვა რელიგიური ტექსტის შემცველ პროკლამაციას,ცაზე სხვადასხვა გზით გამოვსახავთ ჯვარს და გავავრცელებთ ჭორებს თითქოს მეორედ მოსვლა ახლოვდება,ხოლო კასტრო ანტიქრისტეა;
მესამე ნაბიჯი-ისევ ვგზავნით თვითმფრინავებს კუბაზე,ჩამოვყრით საინფორმაციო ბროშურებს სადაც წაიკითხავენ,რომ ამერიკული ბირთვული პროგრამის გამო მომატებულია რადიოაქტიური ფონი,ხოლო რადიაცია ილექება წვერ-ულვაშში (ამ დროს თვით ფიდელსაც და მრავალ კუბელს დიდი წვერ-ულვაში ჰქონდა),ამიტომ საჭიროა გაპარსვა,გაუპარსავობის შემთხვევაში კი იმპოტენტობა გემუქრებათ…”


J.F.K

იან ფლემინგი 

თუმცა ეს ფლემინგის ეს ხუმრობა უყურადღებოდ არ დატოვეს და მომდევნო დღეს ფლემინგს შეხვდა ცსს_ის უფროსი ალენ დალესი.ფლემინგი გაკვირვებული დარჩა და დალესს უთხრა რომ მან მხოლოდ იხუმრა და რეალურად არც ისე ადვილი იყო იმ ხუმრობის განხორციელება.
აქ ჩანს რა მასშტაბებს აღწევდა ამერიკელ მზვერავთა კასტროს საწინააღმდეგო ისტერია და ნათლად ჩანს რაშებერტყლიხალხი მსახურობდა ცსს_ში.

ბოლო თავდასხმა კასტროზე მოხდა 2000 წელს.პანამაში.ვიზიტის დროს ფიდელი უნდა გამოსულიყო საჯაროდ,ხოლო ტრიბუნის ქვეშ გამიზნული იყო ასაფეთქებელი ნივთიერების დამონტაჟება.ყველაფერი გააკეთეს გეგმის მიხედვით და 90კგ_მდე ბომბა ჩაამონტაჟეს ტრიბუნაში,თუმცა აფეთქება არ მოხდა და ფიდელი ისევ უვნებლად გადარჩა
იანკებს კუბის რევოლუციის შემოქმედთა განადგურება ჰქონდათ მიზნად.მათ მალევე მოუღეს ბოლო ფიდელის თანამებრძოლ ჩე გევარას ბოლივიაში,ხოლო ფიდელის ლიკვიდაცია მათ აუხდენელ ოცნებად დარჩა.
ფიდელ კასტროს ისევ ცოცხლობს და მას მალე 85 წელი შეუსრულდება.




ფიდელ კასტრო (1959 წელი–ინტერვიუ ედ სალივანთან)


Viva Fidel ! :D

Комментариев нет:

Отправить комментарий