01.03.2011

"მეფის სიტყვა" ისტორიულ კონტექსტში


აშშ_ის კონოაკადემიის ჯილდო გადაეცა ფილმს "მეფის სიტყვა"... ალბათ ამის შესახებ უკვე ყველამ იცის.ფილმის სიუჟეტი დაფუძვნებულია ისტორიულ ფაქტებზე.როგორც ცნობილია 1925 წელს ბრიტანეთის მეფე ჯორჯ მეხუთის თხოვნით მისი ვაჟი,იორკშირის ჰერცოგი ალბერტი გამოდის სიტყვით უემბლის სტადიონზე,თუმცა ალბერტის ორატორობამ არ გაამართლა და მან სრული ფიასკო განიცადა.ამაში კი მთავარი ბრალეული იყო ენაბლუობა რაც ახასიათებდა მომავალ მონარქს.

ყოველივე ამის გამოსწორების მიზნით ალბერტის ოჯახმა დაიწყო ლოგოპედის ძებნა და მალევე გამოჩნდა ავსტრალიელი ლაიონელ ლოგი.ლოგის მეთოდებმა მალევე გაამართლა და ერთ დროს ენაბლუ ალბერტი უპრობლემოდ გამოდიოდა სიტყვით.

1936 წელს ალბერტი უკვე ტახტზე ავიდა დიდი ზარზეიმით.ის იწოდებოდა ჯორჯ მეექვსედ.

1939 წელს პრემიერ მინისტრი ნევილ ჩემბერლინი ხალხს აცნობს,რომ ბრიტანეთი მეორე მსოფლიო ომში უპირისპირდება ნაცისტურ გერმანიას.ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯორჯ მეექვსე 9 წუთიანი სიტყვით გამოდის და ხალხს ამხნევებს.პროგრესი სახეზე იყო,რადგან მის გამოსვლას დადებითი შეფასება მისცეს და ამაში უდიდესი წვლილი ლაიონელ ლოგს მიუძღვის.

ახლა გთავზობთ ჯორჯ მეექვსის რამდენიმე ფოტოს და იქნებ იპოვოთ რაიმე მსგავსება მეფესა და კოლინ ფერტს შორის(სწორედ მან შეასრულა მეფის როლი "მეფის სიტყვაში" და ოსკარსაც გამოკრა ხელი).






აი კოლინ ფერტიც


და აი ყველაზე საინტერესო.მოცემულ ვიდეოში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ისტორიული გამოსვლა მეფე ჯორჯ მეექვსისა...



Комментариев нет:

Отправить комментарий