07.03.2011

საუკუნის ძარცვა – "მონა ლიზა"




ლეონარდო და ვინჩის შედევრიმონა ლიზაშეიქმნა 1503-1506 წლებში.ის შეიძლება ლეონარდოს ერთ ჩვეულებრივ ნამუშევრად დარჩენილიყო და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ყოფილიყო,რომ არა ერთი შემთხვევა რომელიც 1911 წელს მოხდა.

1911 წლის 21 აგვისტოს ლუვრში ადგილი სადაცმონა ლიზაეკიდა ცარიელი დახვდათ.საქმეში მაშინვე პოლიცია ჩართეს და დაიწყო გამოძიება,მაგრამ ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა.

ეჭვი ჰქონდათ პოეტ გიიო აპოლინერზე და ასევე პაბლო პიკასოზეც,თუმცა ეს ეჭვები უსაფუძვლო აღმოჩნდა.
სინამდვილეში კიმონა ლიზამოიპარა იტალიელმა სარკეების ოსტატმა ვინჩენცო პერუჯიამ.მოპარვის მიზეზი კი გაურკვეველი დარჩა.მიიჩნევენ,რომ პერუჯიას უნდოდა ნახატის დაბრუნება მის ისტორიულ სამშობლოში,იტალიაში-თუმცა ლეონარდო და ვინჩიმმონა ლიზასაკუთარი ხელით ჩაიტანა საფრანგეთში.

ვინჩენცო პერუჯია



ლეონარდო და ვინჩი პარიზშია


2 წელი ეს ნახატი პერუჯიას ჰქონდა,თუმცა 1913 წელს მან საკმაოდ უაზრო გადაწყვეტილება მიიღო და იტალიურ გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება,სადაც უფიცის გალერეის(ფლორენცია) დირექტორს სთავაზობდა,რომ ეყიდამონა ლიზა”.შემდეგ გაირკვა,რომ პერუჯია გალერეისთვის ორიგინალის მიყიდვას არ გეგმავდა,მას გამზადებული ჰქონდა ასლი,რომლის ორიგინალად გასაღებას აპირებდა.

გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება ფრანგი სამართალდამცველების ყურამდეც მივიდა და 1913 წელს პერუჯია დააპატიმრეს,თუმცა მას მცირე სასჯელი აკმარეს.ზოგიერთი იტალიელი კი პერუჯიას ნამდვილ პატრიოტს უწოდებდა
ხოლომონა ლიზალუვრში 1914 წელს დააბრუნეს,რასაც თან ახლდა მსოფლიო მასშტაბის აჟიოტაჟი,მრავალი ჟურნალ-გაზეთის წინა გვერდი აჭრელდამონა ლიზასფოტოებით.ასე გაიცნო მთელმა მსოფლიომ ეს გენიალური ნამუშევარი ლეონარდო და ვინჩისა

"მონა ლიზა" ნაპოვნია






ამის შემდეგმონა ლიზასმოპარვის შემთხვევა არ ყოფილა,თუმცა მრავლად იყო ვანდალიზმის გამოვლინება.
1956 წელს ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა ნახატს მჟავა შეასხა,საბედნიეროდმონა ლიზასმხოლოდ კუთხე დაუზინდა,ამავე წელს ბოლივიელმა დამთვალიერებელმა სურათს ქვა ესროლა.
ასეთი ფაქტების გახშირებამ გამოიწვია ის,რომმონა ლიზაჩასვეს ტყვიაგაუმტარ მინაში.





Комментариев нет:

Отправить комментарий