15.03.2011

ველოსიპედზე ამხედრებულნი


ნიდერლანდები ადამიანებში სხვადასხვა ასოციაციას იწვევს.მექალთანეებს ამსტერდამის "წითელი ჩირაღდნების უბანი" ახსენდება,ისტორიკოსებს  "მფრინავ" ჰოლანდიელების ერთდროს უძლეველი საზღვაო ფლოტი,აგრონომებს "შავ–თეთრი" ჯიშიანი ძროხები და სოფლებში განლაგებული წისქვილები,გურმანებს ჰოლანდიური ყველი,სპორტის მოყვარულებს ჰოლანდიური ტოტალური ფეხბურთი,ხელოვანებს რემბრანტი,მეყვავილეებს ტიტები...

ჰოლანდია ის სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობასა და ველოსიპედს შორის "სიყვარულის ძაფები" გაიბა.ეს ის ქვეყანაა სადაც  1,6 ადამიანზე(1,6 ადამიანმა დაგაეჭვათ?:)) 1 ველოსიპედი მოდის და ამით ყველაფერია ნათქვამი.ამსტერდამსა თუ უტრეხტში,მაასტრიხტსა თუ როტერდამში,ენსჰედესა თუ ჰააგაში თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ "მრგვალ ფეხებზე"(სწორედ ეს სახელი შეურჩიეს ჰოლანდიელებმა ველოსიპედს) ამხედრებულ ქალნატონებსა და ბატონებს მიუხედავად მათი პროფესიისა.ეს ის ქვეყანაა,სადაც ყველა პირობაა ამ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისათვის–სპეციალური გზის სავალი ნაწილები და გვირაბები,შუქნიშნები და სადგომები(მაშინ,როცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ავტომობილის სავალი გზაც კი არაა მოწესრიგებული)...


ეს მათი არჩევანია,არჩევანი ეკოლოგიისა და გარემოს დაცვისაკენ მიმართული.ამ არჩევანის შედეგად ბევრმა ჰოლანდილმა უარი თქვა ავტომობილზე,თუმცა მათი რაოდენობა მაინც საკმაოდ ბევრია.

ეს არჩევანი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში გაკეთდა და აი ამის დასტური ვიდეორგოლი,სადაც ასახულია 50_იანი წლების ნიდერლანდები.უფრო სწორად "ველო–სამყარო"



დღეს ის დროა როცა გარემოს დაბინძურება დედამიწას კატასტროფას უქადის,ემუქრება ადამიანებს... მაგრამ რას ვაკეთებთ ამ დროს??? გზა გადარჩენისკენ კი გადის სწორედ ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვზე... გარემოს დასაცავად კი ჰოლანდიელები კარგ მაგალითს გვაძლევენ(თუმცა, ამსტერდამში ადამიანის თვითნებური(მათ ამას არავინ აძალებს) ჯანმრთელობის ნგრევა ისევ მიმდინარეობს–ალბათ მიხვდით რაც იგულისხმება).

ღირს დაფიქრებად და "სულის შთაბერვად"...

შემდეგ კი მოედება მრავალ ქვეყანას წარწერები–კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ველოსამყაროში"...

Комментариев нет:

Отправить комментарий