11.03.2011

ადამიანი–ორკესტრი

 სათაური ალბათ ლეგენდარული კომიკოსის,გენიალური ლუი დე ფიუნესის ფილმ "ადამიანი–ორკესტრს" გაგახსენებთ.ვისაც ეს სათაური არაფერს გეუბნებათ და არც ლუი დე ფიუნესის შესახებ გსმენიათ რაიმე,მაშინ მე ვერაფერს გიშველით,მხოლოდ იმას გეტყვით,რომ "უმძიმესი სურათი" ბრძანდებით.


ლუი დე ფიუნესზე იქნებ სხვა დროს გაგესაუბროთ.ეს სათაური და დაუვიწყარი სახე ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გამახსენდა და შანსიც არ გავუშვი ხელიდან.ლუიზე ერთს დავამატებ–საფრანგეთის ტახტზე მრავალი ლუი გვინახავს,აი ფრანგული კონოს სამეფოს კი მხოლოდ ერთი ლუი ახსოვს–ლუი დე ფიუნესი!






ახლა გადავიდეთ უშუალოდ ადამიან–ორკესტრზე.



ამერიკელი მუსიკოსი ენდრიუ ბერდი წარმოგიდგენთ კომპოზიციას,რომლის შესრულებაც მოითხოვს რამდენიმე ადამიანს.მაგრამ ამ შემთხვევაში ენდრიუ ბერდს მრავალმხრივი მუსიკალური განსწავლულობა საშუალებას აძლევს მარტომ გაუმკლავდეს ამ დავალებას.მას შეუძლია დაუკრას რამდენიმე საკრავზე,მათ შორის:გიტარა,ვიოლინო,გლოკენშპილი,ქსილოფონი.ასევე აღსანიშნავია მისი სტვენაც,რომელიც უფრო ჩიტების გალობას ჰგავს,ვიდრე ადამიანის ხმიანობას.ყოველივე ეს ჯამში ქმნის ნიადაგს იმისათვის,რომ ორკესტრის როლი ერთმა ადამიანმა ითამაშოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий