03.04.2011

"გიჟი" მესაათე


მთავარია ადამიანი შემოქმედებითი იყოს და ის ამ ნიჭს აუცილებლად გამოიყენებს.ხელოვნების სამყარო უსაზღვროა და ამ უკიდეგანო სივრცეში ისეთ ადამიანებს აღმოაჩენთ რომელთა ნამუშევრები თქვენს აღფრთოვანებას,გაკვირვებას თუ უბრალო პროტესტს გამოიწვევს.დღეს უცნაურ მესაათე როჯერ ვუდზე გიამბობთ,რომელთა ნამუშევრებმა ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გადავწვიტე თქვენთვისაც მომეთხრო მასზე.
საათის გატეხვა ზოგიერთ კულტურაში ცუდის ნიშანია.თუმცა კანადელი როჯერ ვუდი არ შეუშინდა ამცუდ ნიშნებსდა დაიწყოკიდურებმოტეხილიმაღვიძარებისგან ხელოვნების ნიმუშების ქმნა.თუ დააკვირდებით მის ნამუშევრებს შეამჩნევთ საკმაოდ უცნაურ თანაწყობას,მთავარი დეტალი საათია თუმცა მის გვერდით შეხვდებით მრავალ დეტალს,რომლებიც ქმნიან მართლაც შედევრს.

ეს ნამუშევრები ნებისმიერ ინტერიერს მიესადაგება,ის შეიძლება ვიხილოთ როგორც ვიქტორიანული ეპოქის სასახლეებში,ასევე თანამედროვე დარბაზებში.
როჯერი დაიბადა 1942 წელს და ბავშვობიდანვე იწყებს სხვადასხვა საგნების შეგროვებას.ის ახლა ცხოვრობს ტორონტოს გარეუბანში ძველ შენობაში,სადაც აქვს მოწყობილი სახელოსნო აღჭურვილი ძველი მოწყობილობებისგან,მის ფაბრიკაში სიძველეთა სუნი ტრიალებს,ყოველივე ეს კი ქმნის ისეთ გარემოს სადაც როჯერი ისე გრძნობს თავს როგორც თევზი წყალში.
ერთ-ერთი კანადელი ჟურნალისტი რომელიც როჯერს ეწვია სახელოსნოში,ასე აღწერს სიტუაციას:გარემო სავსეა სხვადასხვა ყუთებითა და მექანიზმებით,კედლები სავსეა სხვადასხვა დეტალებით,აქ ადამიანმა შეიძლება მთელი თვე ათვალიეროს გარემო თუმცა მაინც ვერ მოახდენს ყოველივეს სრულად აღქმას.ამ გარემოს ცენტრში კი როჯერია,იხსნება ყუთები და ჩემს წინ იხატება კონტურები მორიგი ნამუშევრისა.და აი მთავარი დეტალი-საათიც გამოჩნდა,როჯერი ახდენს დეტალთა შეხამებას და მე გაკვირვებული ვრჩებიშეიქმნა რაღაც უნიკალური ნამუშევარი…”




საკუთარ თავს ისგიჟ მესაათესუწოდებს და ალბათ არ ცდება.მან საკუთარ სახელოსნოს სახელად “Klockwerks”(დაამახინჯა რა სიტყვა “Clockworks”) შეურჩია.მისი ნამუშევრებისტიმ-პანკნაკეთობებთან ახლოსაა,თუმცა ისინი უფრო სიურეალიზმისკენ ისწრაფვიან.-ასიმეტრია,შეუსაბამო საგნების შესაბამისი თანაწყობა.ზოგიერთი დამთვალიერებელი აღნიშნავს,რომ ვუდის ესხაზიახლოსაა სიურეალიზმის ისეთი წარმომადგნლების ნახატებთან როგორებიცაა მორის ეშერი და რენე მაგრიტი.
მოკლედ განვიხილე როჯერის ხელოვნება და დანარჩენს მისი ნამუშევრები იტყვიან.



































Комментариев нет:

Отправить комментарий