27.04.2011

მირაჟად ქცეული ისტორია

სახელმწიფოს ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად ხელისუფალნი შეიმუშავებენ მრავალ სტრატეგიას,რათა შემდგომში მოიზიდონ "პილიგრიმთა" არმია და ყურადღების ცენტრში მოაქციონ პოტენციური ღისრშესანიშნაობანი.ტურისტთა მოსაზიდად მრავალი ქვეყანა საკმაოდ პროვოკაციულ ღონისძიებას მიმართავს და სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებით ზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.
არის საკმაოდ განსხვავებული შემთხვევა როცა სახელმწიფო არ იყენებს პოტენციურ ტურისტულ "მექას" და უბრალოდ მის დემონტაჟს ახდენს,სწორედ ასეთ შემთხვევას შეიძლება მივაკუთვნოთ 2000 წელს მოჰავაში(კალიფორნია,აშშ)  დემონტირებული ტელეფონის ჯიხური.
1960 წელს მოჰავას მოჰავას ეროვნულ ნაკრძალში მდებარე უდაბნოში გეოლოგები ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას.ისინი ცივილიზაციისაგან მოწყვეტილი აღმოჩნდნენ და ამ მიზნით გადაწყდა,რომ მათი "შეკრების ადგილის" სიახლოვეს ტელეფონი დაედგათ.იდეას ფრთები მალევე შეესხა და იმავე წელს დამონტაჟდა ტელეფონის ჯიხური.ყურმილის მეორე მხარეს ცივილიზაციის ჩვეული ხმა გაისმა.გეოლოგთა სამუშაო მალევე დასრულდა,ხოლო ტელეფონი მუშა მდგომარეობაში დარჩა.

გავიდა 37 წელი და 1997 წელს უდაბნოში ეულად მდგარი ტელეფონი აწკრიალდა,მართალია ყურმილი არავის აუღია,თუმცა...



1997 წელს ვინმე დიუსმა როგორღაც გაიგო ეულად მდგომი ტელეფონის ნომერი +1-760-733-9969 და დაიწყო ყოველდღიური რეკვა.
როგორც დიუსი ამბობს,წებოვან ქაღლადზე ამოტვიფრული ტელეფონის ნომერი მის სარკეს ამშვენებდა და ყოველ დილით "რეკვის პროცედურებს" ახსენებდა.ერთ დღესაც მოხდა საოცრება–მოჰავაში მდგარ ეულ ჯიხურში შედგა ფეხი ვინმე ლორენმა და დიუსის ზარს უპასუხა.მართლაც საოცრებაა,რადგან ჯიხურიდან ყველაზე ახლო დასახლებული პუნქტი 24 კილომეტრში მდებარეობს და საკვირველია, რას აკეთებდა ლორენი უდაბნოში.
დიუსმა ეს ამბავი(ეული ჯიხურის ტელეფონის ნომერიც) თავის ინტერნეტ საიტზე განათავსა(მართალია მსოფლიო არც ისე "დაქსელილი" იყო).სტატიას არაერთი ადამიანი გაეცნო და უმეტესობამ ამბავმა იმდენად დააინტერესა,რომ მოჰავას მიმართულებით უწყვეტად დაიწყო აშშ_ს(და არა მარტო) ტელეფონებმა რეკვა.ასე გამოცოცხლა 34 წლის მანძილზე მარტოობით გადაღლილი სივრცე.


მალევე გაირკვა ტელეფონის ჯიხურის ზუსტი მდებარეობა და არაერთი ადამიანი მიაწყდა ჩვეულებრივ ჯიხურს."Los Angeles Times"_ს ჟურნალისტი ჯონ გლიონამ საგაზეთო სტატია უძღვნა 51 წლის რიკ კარის ისტორიას,რომელიც ამტკიცებდა,რომ 32 დღის განმავლობაში ცხოვრობდა მოჰავას ტელეფონის ჯიხურთან და ამ პერიოდის მანძილზე დაახლოებით 500 სატელეფონო ზარს უპასუხა.
დადგა 2000 წელი და ჯიხურის აღსასრულის დღე.ეს აღსასრული კი "მოზღვავებული" ადამიანების გამო დადგა.როგორც მოჰავას ეროვნული ნაკრძალის ხელმძღვანელები ამბობდნენ,ადამიანთა ეს "ტალღა" საკმაოდ უარყოფითად ზემოქმედებდა ფლორა–ფაუნაზე.გამოსავალი კი იყო,ნაკრძალის ტერიტორიაზე მდგარი ჯიხურის დემონტაჟი.ნაკრძალის ადმინისტრაციის მოთხოვნა მალევე დაკმაყოფილდა და 2000 წელს ჯიხური აიღეს.ტელეფონის ზემოთნახსენებმა ნომერმა არსებობა შეწყვიტა...

დემონტაჟის ადგილზე გულდაწყვეტილმა ადამიანებმა აღმართეს მონუმენტი,მაგრამ მალევე აიღეს.2006 წელს ამერიკულ კინოთეატრებში გამოჩნდა დრამა "მოჰავას ტელეფონის ჯიხური".


ეულად მდგომი ჯიხური გაუჩინარდა და მირაჟად იქცა.ალბათ მას დღესაც ხედავენ უდაბნოში მზის მწველი სხივების ქვეშეთში...




Комментариев нет:

Отправить комментарий