30.04.2011

მონფოკონი

შუასაუკუნოვან ევროპაში დამნაშავეთა დასჯის მრავალი მეთოდი არსებობდა.ამ მეთოდებს შორის ლიდერის პოზიციას მყარად იკავებდა სიკვდილი ჩამოხრჩობით.გარდა ჩამოხრჩობისა პირველობისკენ მიისწრაფოდა კოცონზე დაწვისა და გილიოტინაზე თავების გდების "ცერემონიალი".მართალია მრავალი დამნაშავე იქნა დასჯილი,მაგრამ ამ "დამნაშავეებს" შორის მრავალი უდანაშაულოც იყო.უდანაშაულოთა უმეტესობა განსხავებულად მოაზროვნე "ჯადოქარი" თუ დახელოვნებული ალქიმიკოსიც იყო.
მეცამეტე საუკუნის საფრანგეთში ინკვიზიციის "ცერემონიალს" საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა,ამიტომ გასაკვირი არც იყო შორეულ წარსულში პარიზის გარეუბანში მიწიდან აზიდული სახრჩობელა–მონფოკონის მშენებლობა.მონფოკონის პროექტის ავტორია საფრანგეთის გვირგვინოსნის ფილიპ IV ლამაზის მრჩეველი ანგერან დე მარინი.მარინის აზრით მონფოკონი იძლეოდა "ორი კურდღლის" დაჭერის საშუალებას–შესაძლებელი იყო ერთდოულად 50მდე დამნაშავის ჩამოხრჩობა და ამ სასტიკი სანახაობით პოტენციურ მოღალატეთა და სხვადასხვა ჯურის დამნაშავეთა დაშინება,დაშინებას კი შედეგად უნდა მოჰყოლოდა "პოტენციურთა" არა დანაშაულს...

მონფოკონის არქიტექტურული "აგებულება" კვადრატული ფორმის იყო და საკმაოდ "მუქფეროვან" შთაბეჭდილებას ტოვებდა.ჩამოხრჩობის "აქტს" ასრულებდა რამდენიმე ჯალათი,გვამი თოკზე იყო იქამდე სანამ სხეულის ნაწილობრივი გახრწნა არ მოხდებოდა.გახრწნილ სხეულებს სპეციალურ არხში ყრიდნენ,რადგან აკრძალული იყო მათი დამარხვა.



1315 წელს მოხდა ის რასაც ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა მონფოკონის მთავარი "დამპროექტებელი".სწორედ ამ სახრჩობელაზე შეწყდა ანგერან დე მარინის გულლისცემა.საქმე იმაში იყო,რომ ფილიპ IV შემდეგ ტახზე ავიდა მისი მემკვიდრე ლუი X.ახალი მონარქის პერიოდში ანგერანი ამხილეს არაერთ დანაშაულში და მიუსაჯეს ჩამოხრჩობა მონფოკონის სახრჩობელაზე.აი, ამას ქვია "ბედის ირონია".


მონფოკონის ბოლო "გაბრძოლებად" შეიძლება ჩაითვალოს 1629 წელი,სწორედ ამ პერიოდში ჩატარდა ბოლო "აქტი" ჩამოხრჩობისა.ამის შემდეგ მონფოკონი მიტოვებულ იქნა და 1760 წლისათვის უკვე საბოლოოდ განადგურდა.თუმცა მალევე დასჯის ახალი უსასტიკესი საშუალება–გილიოტინა გამოჩნდა(დაახლოებით 1790 წელი) და მძიმე სისხლიანი კვალი დატოვა მართლმსაჯულების ისტორიაში.
ცნობისათვის–ვისაც წაკითხული აქვს ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი",ალბათ აღმოაჩენდა,რომ ამ რომანში ნახსენებია მონფოკონი და მისი "აგებულება".

Комментариев нет:

Отправить комментарий