24.04.2011

Horror In USSR ?

თუ გადაავლებთ სტატიებს თვალს,აღმოაჩენთ,რომ საბჭოთა კავშირში სექსის არარსებობის შესახებ მითი განადგურებულია.ახლა კი სხვა სტერეოტიპის რღვევაზე გადავალ,რაშიც დიდ დახმარებას გამიწევს საბჭოთა პროპაგანდის ერთ–ერთი მთავარი იარაღი–პლაკატები სხვადასხვა სლოგანით.
სსრკ_ს დროს ხელოვნების ყველა დარგი ცენზურის მკაცრი "ხელით" იმართებოდა.ეს "ხელი" კი ავადსახსენებელი "ტროიკის" ერთ–ერთ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ.
განსაკუთრებით ცენზურის "ჯოხი" ტყდებოდა კინორეჟისორთა და მწერალ–პოეტთა ზურგზე.მიუხედავად ამისა,სსრკ_ს პერიოდში არაერთი გენიალური მხატვრული ნაწარმოები შეიქმნა.
ბევრს მიაჩნია,რომ რკინის ფარდის მიღმა არ არსებობდა საშინელებათა კინო,მაგრამ მინდა გითხრათ,რომ ცდებით.1967 წელს რეჟისორმა კონსტანტინ ერშოვმა მოახდინა ნიკოლოზ გოგოლის ნაწარმოების ეკრანიზაცია.ასე შეიქმნა მხატვრული ფილმი "ვიი"(«Вий»),რომელიც ითვლება პირველ და უკანასკნელ საშინელებათა ფილმად,რომელიც საბჭოთა კავშირში გადაიღეს.ფილმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა,32 მილიონმა საბჭოელმა იხილა.შემდეგ იყო ჩვენება აშშ_ში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში.გამოცანად რჩება,როგორ გაიარა ფილმმა ცენზურის ლაბირინთი.
შეგიძლიათ იხილოთ ფილმის ტრეილერი


ფილმის საყურებლად > «Вий»

ახლა გადავალ საბჭოთა პლაკატებზე,რომლებზეც ასახულია სიცოცხლისათვის სახიფათო სიტუაციებიდან იოლი გამოსავალი.ამ სიტუაციებს შეიძლება შევხვდეთ საბჭოთა ფაბრიკა–ქარხნებში.პლაკატებზე მრავლადაა სისხლი და სასიკვდილოდ განწირული მუშა–მოსამსახურეები.























Комментариев нет:

Отправить комментарий