11.04.2011

"განკითხვის დღის საათი"


აპოკალიფსის თემით მასების ზომბირება გამალებით ხდება და არაერთი ვერსია არსებობს განკითხვის დღისა.ზომბირების მსხვერპლად მრავალი ადამიანი მოგვევლინა,დაიარება ტვინგამორეცხილთა არმია და შიშით შესცქერის კალენდარს,ზოგს იქნებ წამზომიც ჩართული აქვს და 2012მდე დღეების უკუთვლას ახდენს.საცოდავია ადამიანი,რომელიც პანიკაში მომენტალურად ვარდება და იმას ვერ ხვდება(თუ გვიან ხვდება),რომ "შეთქმულების თეორიის" ქვაბში იხარშება.

მეორე მსოფლიო ომმა კარი ჰიროსიმა–ნაგასაკის ატომური დაბომბვით გაიხურა.მესამე მსოფლიო ომი ატომური ომი იქნება,ხოლო მეოთხე ომის დროს პირველყოფილ ადამიანთა დაპირისპირების მომსწრენი ვიქნებით... საოცარი სანახაობა იქნება–ქვის ცულები,ხის ისრები...ყიჟინა და ზავი... ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება...

ატომური იარაღს,წყალბადის ბომბიც მოჰყვა.დაიწყო მასობრივი შეიარაღება.მართალია ატომურ ფიზიკას უფრო ჰუმანური მიმართულებაც მისცეს და ატომური ელექტროსადგურების მასობრივი ექსპლოატაციაც მოხდა.შემდეგ იყო ჩერნობილი,ბეწვის ხიდი სახელად–"ფუკუშიმა".

1947 წელს ამერიკულმა ჟურნალმა "Bulletin Of Atomic Scientists" წარმოადგინა საინტერესო პროექტი,სახელად "განკითხვის დღის საათი".ამ პროექტის გარშემო გაერთიანდა ატომური იარაღის შემქმნელთა ჯგუფის რამდენიმე წევრი და "საათის" ისრებიც ამოძრავდნენ.პროექტის არსი შემდგომია–ჩვეულებრივი საათი.საათის ცენტრია XII.დრო შუაღამემდე(24:00) რაც უფრო ახლოსაა მით უფრო იძაბება სიტუაცია მსოფლიოში.ხოლო მომენტი როცა საათის ციფრები თავს მოიყრის თორმეტზე და დაფიქსირდება შუაღამე,ნიშნავს "განკითხვის დღეს",უფრო სწორედ ატომურ აპოკალიფსს.



საათის დროის ფიქსაცია ხდება პერიოდულად კომპეტენტური ადამიანების(განსაკუთრებით აღსანიშნავია ნობელის პრემიის 18 ლაურეატი) შეფასებების გათვალისწინებით.

განვიხილოთ სიტუაცია(დრო საათზე) 1947 წლიდან 2010 წლამდე.


  • 1947 წელი – 11:53 სთ – პროგრამის დასაწყისი.
  • 1949 წელი – 11:57 სთ – საბჭოთა კავშირი ახდენს ატომური იარაღის პირველ გამოცდას.
  • 1953 წელი – 11:58 სთ – აშშ და სსრკ ახდენს თერმობირთვული იარაღის გამოცდას.
  • 1963 წელი – 11:48 სთ – აშშ და სსრკ თანხმდებიან ატომური იარაღის ცდების აკრძალვაზე,
  • 1968 წელი – 11:53 სთ – საფრანგეთი და ჩინეთი ქმნიან საკუთარ ბირთვულ იარაღს.
  • 1969 წელი – 11:50 სთ –აშშ_ს სენატში, რატიფიცირებულ იქნა შეთანხმება ატომური შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ.
  • 1974 წელი – 11:51 სთ – ინდოეთი ატარებს ატომური იარაღის გამოცდას.
  • 1981 წელი – 11:56 სთ – ომი ავღანეთში.მდგომარეობის დაძაბვა აშშ_სა და სსრკ_ს შორის.
  • 1990 წელი – 11:50 სთ – ბერლინის კედლის დაცემა,"ცივი ომის" დასასრული და "ხავერდოვანი" რევოლუციების ტალღა აღმოსავლეთ ევროპაში.
  • 1991 წელი – 11:43 სთ – აშშ და რუსეთი თანხმდებიან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების თაობაზე.
  • 1995 წელი – 11:46 სთ – "ტვინების გადინება" პოსტსაბჭოთა სივრციდან.
  • 2007 წელი – 11:55 სთ – ბირთვული პროგრამები ჩრდილოეთ კორეასა და ირანში,გლობალური დათბობის პრობლემის წინა პლანზე წამოწევა.
  • 2010 წელი – 11:54 სთ – აშშ უარს ამბობს აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსებაზე.

როგორც ხედავთ "აპოკალიფსი" ახლოს იყო 1953 წელს,სულ რაღაც 2 წუთი რჩებოდა "განკითხვამდე".
ნუთუ, მშობლიურ დედამიწაზე დევნილებად უნდა ვიქცეთ?

პასუხის პასუხი:იმედია დადგება დრო, როცა მსოფლიო უარს იტყვის ბირთვულ შეიარაღებაზე.გლობალური დათბობა და ბირთვული "პრობლემა" დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს მშობლიურ დედამიწას.ნუ გაგვწირავთ წითელ პლანეტაზე გადაბარგებისათვის...


Комментариев нет:

Отправить комментарий