08.04.2011

უკაცრავად, ეს "კინოა" ???

90_იან წლებში ქართული კინო თითქმის მკვდარი იყო(თუმცა ამ სიკვდილს "კლინიკური" ელფერი დაკრავდა),იყო გამონათებები,ვითარცა სინათლე გვირაბის ბოლოს.ჰორიზონტზე გამოჩენილი ნათება იძლეოდა იმის იმედს,რომ ქართული კინო გამოცოცხლდებოდა და ისევ იმ სიმაღლეს მიაღწევდა.გამოჩნდებოდა იპოლიტე ხვიჩიასა და სერგო ზაქარიაძის მსგავსი მსახიობები,რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის დონის რეჟისორები...


გავიდა წლები და 90_იანები ისტორიის კუთვნილებად იქცა.მართლაც გამოცოცხლდა ქართული კინო,მაგრამ ვაი ამ სიცოცხლეს.კინემატოგრაფის ფართო ასპარეზი დაიკავა უნიჭოთა არმიამ,მდარე ხარისხის სცენარებმა და მრავალ კითხვითნიშნიანმა "რეჟისორებმა".მართალია იქმნება საინტერესო ნამუშევრებიც,თუმცა მათი წილი მიზერულია და ფართო მასებს არ აინტერესებს.
ფართო მასების დაინტერესება "ქართული კინოს შემოქმედთ" უაზრობათა კასკადით მოინდომეს და ჰოი საოცრებავ,ხალხი დაინტერესდა.

დღევანდელი ქართული კინოს მთავარი თემატიკა:სექსი,სექსი და სექსი... პლასტიკური მკერდი,მკერდი,მკერდი... საწოლი,ლოგინი,სარეცელი... ნარკოტიკი,"თეთრი სიკვდილი",წამალი... იარაღის ჟღარუნი,"კრიმინალი","გამოძიება"... სცენარისტებს გაადვილებული აქვთ სამუშაო,რადგან თემების ვიწრო წრეში უწევთ "კალმის ჟღარუნი".

სცენარი შერჩეულია,შემდეგ ეტაპზე მსახიობების შეჩევის(და არა "ქასთინგი") დროა,ესეც უადვილესია,რადგან სულ რამდენიმე ქალბატონია,ვინც თანახმაა საწოლში "კექსის" ცხობისა.
არაგრამატიკული "ბაზარი","ელიტური" საუბარი",მძ....ობა...დუბლი 1,2,3...n  მზადაა ქართული კინოს "შედევრი".

ბევრ რეჟისორსა თუ პროდიუსერს,რომ ჩაეკითხო თუ რაა არის მიზეზი თემეტური ვიწრო წრისა,პასუხი იქნება ასეთი–არასათანდო დაფინანსების გამო.ზოგიერთი პირდაპირ მოგახლით,რომ მათი "ფილმი" საინტერესო ნამუშევარია და "შედევრობაზეც" აქვს პრეტენზია.

ფინანსები? მილიონიანი ფინანსები შეიძლება ვერ მოიძიო,მაგრამ იმ მიზერული თანხითაც შეიძლება მართლაც შედევრის გადაღება.არის არაერთი სცენარი,რომელთა ეკრანიზაციით ქართულ კინო მსოფლიო კინომოყვარულთა გულებში დაიდებს ბინას...თუმცა...
ხოლო "ეროტიკულ"(ამას უფრო ვულგარულ ეროტიკას უწოდებენ) თემებით ვერავის გააკვირვებ და სულ რამდენიმე თვეში ამ "ფილმს" ობი დაედება.

პასუხის პასუხი:დღევანდელი ქართული ფილმების უმეტესობას მძ....ობა ქვია და არა კინო... ასეთ ხელოვნებას "ტუალეტ არტ"_ს ვუწოდებ...

Комментариев нет:

Отправить комментарий