19.04.2011

ჩვენთან არ ეწევიან!



თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის პროექტი პირველად გერმანიაში შეიმუშავეს და იმ მეთოდებს დღესაცაქტიურად იყენებენ.პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი თავად ადოლფ ჰიტლერი იყო.
თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობის ნიშნები გერმანიაში ნაცისტების გამოჩენამდეც შეიმჩნეოდა,ჯერ კიდევ 1904 წელს შეიქმნაგერმანელი საზოგადოება თამბაქოს წინააღმდეგ და არამწეველთა მხარდასაჭერად”,თუმცა ეს მოძრაობა მცირე ხანში დაიშალა.1910 წელს შეიქმნაგერმანიის ფედერაცია თამბაქოს წინააღმდეგ”.მოძრაობა აქტიურად გაიშალა ჰანოვერში,დრეზდენში,ასევე პრაღასა და ვენაშიც.ამ გაერთიანებების წევრები ბეჭდავდნენ გაზეთებს,ბუკლეტებს და ხალხს მოუწოდებდნენ სიგარეტის მასიური ბოიკოტისკენ.

ჰიტლერის სათავეში მოსვლის შემდეგ კი ამ მოძრაობამ მასიური ხასიათი მიიღო და შედეგიც გამოიღო.თუმცა აქამდეც მივალთ
ალბათ საინტერესოა თუ რა აზრის იყო ადოლფი თამბაქოზე,ის ახალგაზრდობაში აქტიური მწეველი იყო და დღეში 40მდე ღერ სიგარეტსაც კი აბოლებდა,თუმცა შემდეგ მასზე უარი თქვა.

მე ვენაში თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი,რამდენიმე თვეა ცხელი საჭმელიც კი არ მიჭამია,რადგან ფულს სიგარეტში ვხარჯავდი,ყოველდღიურად 40მდე ღერ სიგარეტს ვეწეოდი.ერთხელაც თავში მომივიდა აზრი-რა იქნება იმ ფულით კარაქი ვიყიდო და ბუტერბროდი მოვიმზადო და შევეშვა სიგარეტს? მალავე სიგარეტის კოლოფი დუნაის გავატანე…”

ჰიტლერი საკუთარი გარემოცვის ყველა წევრს აიძულებდა უარი ეთქვათ თამბაქოზე,თუმცა ევა ბრაუნთან და მარტინ ბორმანთან ვერაფერს გახდა.ჰიტლერის ესსიძულვილიიყო თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

მოძრაობას დიდ ბიძგს აძლევდა სამედიცინო გამოკვლევები,რომელიც აქტიურად ტარდებოდა გერმანიაში.სწორედ ნაცისტმა ექიმებმა დაადგინეს,რომ სიგარეტის მოხმარება იწვევს ფილტვის კიბოს.ტერმინი-”პასიური მწეველიცპირველად გერმანიაში გავრცელდა,დამტკიცდა ასევე,რომ ნიკოტინი იწვევს გულის დაავადებას და საბოლოოდ ინფარქტს(ეორე მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანელ ჯარისკაცებს შორის გახშირდა ინფარქტის ფაქტები და მედიკოსებმა ამის მიზეზად ნიკოტინი დაასახელეს).


ამ გამოკვლევებს ჰიტლერი კურირებდა,ის არ იშურებდა ფინანსებს ამისთვის,მისი ბრძანებით იენის უნივერსიტეტში შეიქმნა მეცნიერთა გაერთიანება რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიაში.

მეცნიერული გამოკვლევების შემდეგ საჭირო იყო მოსახლეობის სწრაფი ინფორმირება და საქმეში პროპაგანდის რაიხსსამინისტრო ჩაება,რომელსაც იოზეფ ჰებელსი მეთაურობდა.
ცნობილ ჟურნალ-გაზეთებში მალევე გამოჩნდა სტატიები რომლებიც მოსახლეობას აუწყებდნენ ახალი საზიზღარი არსებისა და მონსტრის შესახებ რასაცთამბაქოერქვა.ასევე ბერლინისა და მრავალი ქალაქისშტრასეებიაჭრელდა პლაკატებითა და ბანერებით სადაც ისევ ეს მონსტრი იწონებდა თავს.
ამ კამპანიაში ასევე ჩაებნენ ჰიტლერიუგენდისა(ახალგაზრდული ნაცისტური,სამხედრო ორგანიზაცია) და გერმანელ ქალთა კავშირი.

1938 წლიდან კი დაიწყო აკრძალვების ტალღა.იკრძალებოდა მოწევა სამედიცინო დაწესებულებებში,ტრამვაიში,რესტორნებში,ავტობუსებში,მატარებლებში,ბომბსაფარებში.აეკრძალათ მოწევა ვერმახტის ოფიცრებს,18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს,._ის ოფიცრებს,პოლიტიკური პარტიის წევრებს.

აკრძალვებმა შედეგი მალევე გამოიღო და მწეველების რაოდენობამ კლება იწყო,ასევე დიდი გავლენა იქონია ჯარიმების დაწესებამ.ვინც ამ აკრძალვებს დაარღვევდა ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევდა.

ეს მოკლე მიმოხილვა თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობის ბრძოლის მეთოდებისა.ახლა კი თვითონ პროცესზე გიამბობთ,თუ რამდენად ეფექტური იყო ისე და შემოგთავაზებთ სტატისტიკურ მონაცემებსაც.

პირველ ეტაპზე მოძრაობა უშედეგო აღმოჩნდა და 1933-1937 წლებში მწეველთა რაოდენობამ იმატა.სიგარეტის მწარმოებლები კონტრპროპაგანდას მიმართვადნენ და 4 წლიან შუალედში შეაფერხეს გერმანული ერისფილტვების წმენდა”,თუმცა ეს დროებითი მოვლენა აღმოჩნდა.
1939-1945
წლებში კი ჰიტლერის დამოძღვრილმა მოძრაობამ სპრინტერული გარბენი გააკეთა და საბოლოოდ წელში გატეხა მონსტრი სახელადთამბაქო”.საილუსტრაციოდ შეადარეთ მდგომარეობა ამერიკაში და გერმანიაში-1944 წელს ერთი ამერიკელი მწეველი წელიწადში საშუალოდ ეწეოდა 3059 ღერ სიგარეტს,ხოლო გერმანელი სულ რაღაც 733ს.



თუმცა ყველა ზღაპარს დასასრული აქვს და ასე დასრულდა ნაცისტური გერმანიის ეპოპეა.ამ კრახის შემდეგ რათქმაუნდა წარმატებული თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობაც დაიშალა.ამერიკულთამბაქო გიგანტებსსხვა რაღა უნდოდათ და შეესივნენ ხარბად გერმანულ ბაზარს.განსაკუთრებით აყვავდა სიგარეტის კონტრაბანდა.1949 წლის მონაცემებით კონტრაბანდული სიგარეტი ყოველთვიურად 400 მილიონ კოლოფს აღწევდა.
მარშალის გეგმისფარგლებში 1948 წელს აშშ_დან გერმანიაში შეიტანეს დაახლოებით 24 ტონამდე თამბაქო,ხოლო 1949 წელს 69 ტონა.”მარშალის გემისმისია იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დახმარებოდა დაზარალებულ ქვეყნებს და მე პირადად აქ ვერ დავინახე რაში დაეხმარა დანგრეულ გერმანიას ამერიკული თამბაქო,თუმცა იანკი რაბიძია სემიიქნებოდა ყველგან მერკანტილური მიზნები რო არ ჰქონოდა..

როგორც ზევით ავღნიშნე 1944 წელს წელიწადში ერთი გერმანელი მწეველი საშუალოდ 743 ღერ სიგარეტს ეწეოდა,1963 წელს კი ეს მაჩვენებელი 1523ზე ავიდა.1944 წლის მაჩვენებელს კი დღემდე ვერ მიაღწიესშვაბებმადა ჰიტლერის დამოძღვრილი აქტივისტები ლიდერებად დარჩნენ და ასევეპირველწყაროებად”.

ბოლოს ავღნიშნავ იმასაც,რომ გერმანულანტი-თამბაქომოძრაობას რასისტული ნიშნებიც მრავლად ჰქონდა.ნაცისტები მიიჩნევდნენ,რომ სიგარეტი გერმანიაში ებრაელებმა შემოიტანეს,რომ ებრაელები იყვნენ პირველი მწეველები( რა დეგენერატულ ხასიათს ატარებდა გერმანული ქსენოფობია).მცირე ნაწილი ნაცისტებისა კი ამაში შავკანიანებს ადანაშაულებდა.


1 комментарий: